• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ინტერნეტში ამერიკელი ბოდიბილდერის გარდაცვალების შესახებ მანიპულაციური ინფორმაცია ვრცელდება

ინტერნეტში ამერიკელი ბოდიბილდერის გარდაცვალების შესახებ მანიპულაციური ინფორმაცია ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულირება

15/12/2021
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ცნობილი ამერიკელი ბოდიბილდერის, ჯორჯ პეტერსონის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი და მანიპულაციური მტკიცებები ვრცელდება. Facebook მომხმარებლის - „მარჯი საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, „სამი დღის აცრილი“ ჯორჯ პეტერსონი გარდაცვლილი იპოვეს ერთ-ერთ სასტუმროში. ავტორი, მანიპულაციურად ცდილობს, პეტერსონის გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა წარმოაჩინოს. 

 

ჯორჯ პეტერსონი (მეტსახელად „ხარი“ Da Bull), ბოდიბილდინგის სახეობაში ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი იყო, გამოდიოდა მრავალ შოუში, მათ შორის - ოთხჯერ გამოვიდა პრესტიჟულ „ოლიმპიაში“ (Olympia); და სამჯერ „Classic Physique”-ში.

პეტერსონი 2016 წელს გახდა პროფესიონალი, მან ორჯერ მოიგო „ტამპა პრო“ (ერთხელ კლასიკური, ერთხელ 212 კატეგორია) და იყო 2019 Arnold Classic Physique-ის ჩემპიონი.

პეტერსონს ბოლო პროფესიონალური გამოსვლა 2020 წელს „ტამპა პროზე“, IFBB მამაკაცთა „Classic Physique“-ში ჰქონდა. მას შემდეგ ის აქტიურად ემზადებოდა ფლორიდის ქალაქ ორლანდოში, 7-10 ოქტომბერს გასამართ 2021 წლის „ოლიმპიას“ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად.

ჯორჯ პეტერსონი 6 ოქტომბერს ორლანდოში, საკუთარ ნომერში გარდაცვლილი იპოვა მისმა მწვრთნელმა და მეგობარმა ჯასტინ მილერმა. პეტერსონის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი დღემდე არ გახმაურებულა და ამ საკითხზე არც მის ოჯახს გაუკეთებია საჯაროდ განცხადება. თუმცა, ღია წყაროებში არავითარი ინფორმაცია არ იძებნება იმის თაობაზე, რომ პეტერსონის გარდაცვალებას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან რაიმე კავშირი შეიძლება ჰქონდეს.  ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ პეტერსონი წლის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე გამოსასვლელად ემზადებოდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეჯიბრამდე 4 დღით ადრე აცრა გაეკეთებინა (ღია წყაროებშიც არსად ფიქსირდება, რომ ის გარდაცვალებამდე 3 დღით ადრე აიცრა). 

შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჯორჯ პეტერსონი „აცრიდან სამ დღეში“ გარდაიცვალა, არის დაუსაბუთებელი მტკიცება და მკითხველების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. 

მისი მეგობრისა და მწვრთნელის, ჯასტინ მილერის საჯაროდ გაკეთებული კომენტარებიდან ირკვევა, რომ პეტერსონი საკუთარ ნომერში იატაკზე, რამდენიმე საათის გარდაცვლილი იპოვეს  და მას ცხვირიდან სისხლდენის კვალი ემჩნეოდა. ზოგიერთი მისი კოლეგა პეტერსონის გარდაცვალების შესაძლო მიზეზად წონის ცვლილებასა და ახალ სავარჯიშო სისტემას ასახელებს. უნდა აღინიშნოს, რომ ბოდიბილდინგში მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები - ორგანიზმის მკაცრი დატვირთვისა და ექსტრემალური სავარჯიშო რეჟიმის გამო,  ხშირია.  

---------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ბოდიბილდერი
დეფიბრილატორების ჯიხურები
აღიარება
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა