• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: გერმანია არავაქცინირებული ადამიანების ბანაკებში გამოკეტვას გეგმავს

დეზინფორმაცია: გერმანია არავაქცინირებული ადამიანების ბანაკებში გამოკეტვას გეგმავს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

10/12/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის კოვიდთან ბრძოლის აგრესიული გეგმა ვრცელდება. პოსტების მიხედვით, მინისტრის გეგმა მოიცავს ყველა არავაქცინირებული ადამიანის შეკრებას და სპეციალურ დაცულ ადგილებში განთავსებას, სადაც ისინი არავის შეაწუხებენ და „დაგვაინფიცირებენ“ თავიანთი ბინძური ანტი-ვაქსერული ყოფნით“.  პოსტებში ინფორმაციის პირველწყაროდ Babylon Bee და შესაბამისი ლინკი არის მითითებული. რეალურად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, ყალბია და ის სატირული შინაარსის ვებგვერდზე არის განთავსებული.

ამერიკულმა სატირულმა ონლაინ გამოცემამ [1] Babylon Bee გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის გეგმის შესახებ სტატია 2021 წლის 2 დეკემბერს გამოაქვეყნა. სტატიაში მინისტრისთვის მიწერილი რამდენიმე გამოგონილი ციტატაა მიწერილი: 1. „ყველა არავაქცინირებული ადამიანი სპეციალურ ბანაკებში უნდა განთავსდეს, საიდანაც მათი ბინძური ანტივაქსერული არსებობით სხვას აღარ დააინფიცირებენ“; 2. „ჩვენ აღარ ავიტანთ ამაზრზენი არავაქცინირებული ადამიანების არსებობას. გაუმარჯოს მეცნიერებას!“. სტატიაში ასევე წერია, რომ არავაქცინირებულ ადამიანებს ტანისამოსზე რაიმე ნიშანი უნდა ჰქონდეთ, რომლითაც სხვები მარტივად გამოარჩევენ და მათგან თავს შორს დაიჭერენ. სტატიის ბოლოში კი ვკითხულობთ, რომ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივა მოიწონა ავსტრალიამ და აღნიშნა, რომ მსგავსი მიდგომა აბორიგენებისთვის მშვენივრად მუშაობდა. 

სავარაუდოდ, Babylon Bee-ის სატირული შინაარსის სტატია გერმანიის მთავრობის მიერ 2 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების პასუხი იყო, რომლის მიხედვითაც, გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ქვეყანაში არავაქცინირებულებისთვის გარკვეული შეზღუდვები დაწესდებოდა (2-ზე მეტ არავაქცინირებული ადამიანის (საკუთარი ოჯახის წევრების გამოკლებით) შეკრების შეზღუდვა; კულტურის დაწესებულებებში, რესტორნებსა და პირველადი საჭიროების არმქონე მაღაზიები ბოლო ექვს თვეში ვირუსის გადატანის ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე შესვლის შეზღუდვა). 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

[1] აღსანიშნავია, რომ თავად Babylon Bee-ის ვებგვერდზე, „ჩვენ შესახებ“ სექციაში ხაზგასმით აქვს მითითებული, რომ გვერდი სატირული შინაარსის ინფორმაციას აქვეყნებს.

თეგები:
რუსული
არავაქცინირებული
ბანაკები
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა