• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
მანიპულაცია: იენს სტოლტენბერგის თქმით, NATO უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ არ იბრძოლებს და კიევს მხოლოდ პოლიტიკურად დაეხმარება

მანიპულაცია: იენს სტოლტენბერგის თქმით, NATO უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ არ იბრძოლებს და კიევს მხოლოდ პოლიტიკურად დაეხმარება

ვერდიქტი: მანიპულაცია

30/11/2021
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, NATO არ იბრძოლებს, მაგრამ ალიანსი კიევს პოლიტიკურ მხარდაჭერას გაუწევს.

იხ. Facebook-პოსტი

იდენტური სახის ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო „Front News - საქართველოს“ მიერ გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული განცხადება იენს სტოლტენბერგმა 30 ნოემბერს რიგაში გასამართი NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, პრესკონფერენციაზე გააკეთა.

იხ. „Front News - საქართველოს“ სტატია

„Front News - საქართველოს“ სტატია გამოცემის რუსულენოვანი ვერსიის თარგმანს წარმოადგენს. სტატიის რუსულენოვან ვერსიაში კი იენს სტოლტენბერგის Twitter-ის ოფიციალური გვერდის ბმულია წარმოდგენილი, სადაც 26 ნოემბერს NATO-ს გენერალური მდივნის პრესკონფერენცია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. შესაბამისად, გამოცემას წყაროდ იენს სტოლტენბერგის მიერ 26 ნოემბერს გამართული პრესკონფერენცია მოჰყავს, რომლის ფარგლებშიც ალიანსის გენერალურმა მდივანმა, უკრაინის აღმოსავლეთში და სახელმწიფო საზღვართან რუსეთის მიერ მნიშვნელოვანი რაოდენობის სამხედრო ძალის მობილიზების ფონზე, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა და რუსეთს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდა.

აღნიშნულ პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგის სიტყვით გამოსვლის გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ NATO-ს გენერალური მდივნის მიერ შესაძლო რუსული ინტერვენციის შესახებ დაფიქსირებული პოზიცია სოციალურ ქსელში მანიპულაციურად გავრცელდა.

კერძოდ, ჟურნალისტის კითხვაზე, მიიღებს, თუ - არა NATO სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას, ან გაუწევს, თუ - არა ალიანსი სამხედრო დახმარებას უკრაინას შესაძლო რუსული ინტერვენციის შემთხვევაში, სტოლტენბერგს გადაჭრით არ უთქვამს, რომ NATO უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ არ იბრძოლებს. ამასთან, გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ NATO როგორც ორგანიზაცია და NATO-ს წევრი ქვეყნები უკრაინას პოლიტიკურთან ერთად, სამხედრო თვალსაზრისითაც (მათ შორის, წვრთნებით და სხვადასხვა შეიარაღებით აღჭურვის კუთხით) ეხმარებიან. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ კოლექტიური თავდაცვის შესახებ არსებული ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი უკრაინაზე არ ვრცელდება, ხოლო ალიანსი „მკაფიო გზავნილს გაუგზავნის რუსეთს, რომ NATO ალიანსის წევრების დასაცავად მზადაა, თუ ეს საჭირო გახდება“. NATO-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით თქვა ისიც, რომ თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს, ეს მოსკოვისთვის უსიამოვნო შედეგების მომტანი იქნება და კრემლს ამისთვის საფასურის გადახდა მოუწევს.

ამდენად, მტკიცება, რომ იენს სტოლტენბერგმა NATO-ს სახელით უკრაინისთვის მხოლოდ პოლიტიკური დახმარების მზადყოფნა გამოთქვა, მანიპულაციურადაა წარმოდგენილი და NATO-ს გენერალური მდივნის განცხადების იმ ნაწილს უგულებელყოფს, რომელშიც სტოლტენბერგი ალიანსის მიერ უკრაინისათვის სამხედრო დახმარების აღმოჩენასა და, შესაძლო რუსული ინტერვენციის შემთხვევაში, მოსკოვისთვის საფასურის დაკისრებასა და უსიამოვნო შედეგების დადგომას ეხება.

------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ხარკოვი
ვახტანგ დემურია
გერმანია
ლტოლვილები
ვიდეოთამაში
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა