• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ამერიკაში ავიარეისებს აუქმებენ, რადგან პერსონალი აცრაზე უარს აცხადებს და სამსახურს ტოვებს

დეზინფორმაცია: ამერიკაში ავიარეისებს აუქმებენ, რადგან პერსონალი აცრაზე უარს აცხადებს და სამსახურს ტოვებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

16/11/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

2021 წლის 5 ნოემბერს, Facebook-მომხმარებელმა ნინო მიქიაშვილმა პოსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, „ამერიკაში ავიარეისებს აუქმებენ, რადგან მომსახურე პერსონალი უარს ამბობს ვაქცინაციაზე და ტოვებს სამსახურს. უცნობის შემდეგ, მსოფლიო ამბები ამ ინფორმაციით დაიწყო, ახლა „მაესტროზე““. რეალურად, პოსტში მოცემული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 

ტელეკომპანია მაესტროს „ცნობილი მსოფლიო ამბების“ ეთერში ამერიკულ ავიახაზებთან დაკავშირებით შემდეგი ინფორმაცია გავიდა : „ამერიკული ავიაკომპანიები ასობით ავიარეისს აუქმებენ პერსონალის დეფიციტის გამო. მათ დიდი ფინანსური ზიანი ადგებათ. საქმე ის არის, რომ სავალდებულო ვაქცინაციის გამო ავიახაზების თანამშრომლები, ისევე როგორც პოლიციელები, მეხანძრეები და სხვა სფეროს წარმომადგენლები სამსახურებს ტოვებენ“.

სინამდვილეში, ამერიკულმა ავიაკომპანიებმა ბოლო პერიოდში ნამდვილად გაუქმეს ასობით ფრენა, რისი რეალური მიზეზიც პერსონალის დეფიციტი და უამინდობა იყო. თავის მხრივ, პერსონალის დეფიციტი განპირობებულია არა სავალდებულო ვაქცინაციით, არამედ ავიაკომპანიების მხრიდან პანდემიის პერიოდით გამოწვეული კადრების შემცირებით. კონკრეტულად, American Airlines-მაც ოქტომბრის ბოლოდან რამდენიმე ასეული ფრენა გააუქმა: 29 ოქტომბერს 343 ფრენა, 30 ოქტომბერს - 548, 31 ოქტომბერს - 1058, ხოლო 1 ნოემბერს - 250. საერთო ჯამში, კომპანიამ ოთხი დღის განმავლობაში, მისი მთლიანი ფრენების დაახლოებით 10% გააუქმა, ხოლო ასობით გაუქმებულმა ფრენამ ათასობით მგზავრს გადაადგილების პრობლემები შეუქმნა. American Airlines-ის აღმასრულებელი დირექტორის დევიდ სეიმურის განცხადებით, ავიაკომპანიამ ფრენები „პროაქტიულად გააუქმა“, რათა მათი ეკიპაჟის ზუსტი დაგეგმარება მოხდეს მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს, 30 ოქტომბერს, ძლიერი ქარმა და უამინდობამ მთავარი ცენტრები, მათ შორის - Dallas-Fort Worth ჩაკეტა და კომპანიის ეკიპაჟის წევრებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა შეეზღუდათ. კომპანიის თქმით, პრობლემა მალე აღმოიფხვრება, რადგან პანდემიის დროს შვებულებაში გასული 1800 ბორტგამცილებელი სამსახურში ბრუნდება. რამდენიმე კვირის წინ რამდენიმე დღის განმავლობაში Southwest Airlines-ის 2000 ფრენაზე მეტი გაუქმდა, რისი მიზეზიც უამინდობა და საჰაერო მოძრაობის კონტროლის პრობლემები გახდა.

ამრიგად, როგორც ხედავთ ფრენების შეფერხება დიდწილად პერსონალის ნაკლებობის ბრალია. ავიაკომპანიებმა პანდემიის დასაწყისში, როდესაც ფრენები შეწყვიტეს, თავიანთ თანამშრომლებს ადრეული საპენსიო პაკეტები და არაანაზღაურებადი შვებულებები შესთავაზეს, რათა პერსონალი არ დაეკარგათ. ამჟამად, ავიაფრენების აღდგენის შემდგომ ავიაკომპანიებში ცდილობენ მაქსიმალურად მეტი თანამშრომელი დაიქირაონ და სამსახურში პერსონალის რაც შეიძლება დიდი ნაწილი დააბრუნონ. როგორც ავიაკომპანიების პროფკავშირები აცხადებს, ფრენების შეფერხება ცუდი მენეჯმენტის ბრალია და მათი სურვილია, რომ ავიაკომპანიებმა მადლიერების დღისა და საშობაო არდადეგებისთვის სრულყოფილად და სრული დატვირთვით შეძლონ მგზავრების მომსახურება. 

დღემდე ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს ავიაკომპანიების თანამშრომლები სამსახურს ტოვებენ ან  ვაქცინაციის საწინააღმდეგო პროტესტში იღებენ მონაწილეობას ,არაერთგზის გავრცელდა.  რაც შეეხება რეალურ რეგულაციებს ავიაკომპანიებისთვის, აშშ-ში ავიაკომპანიების მიერ თანამშრომლებისთვის დაწესებულ კოვიდრეგულაციებს, ბაიდენის ადმინისტრაციის თავდაპირველი განცხადებით, ფედერალური კონტრაქტორი ავიაკომპანიების თანამშრომლები COVID-19-ის ვაქცინებით მიმდინარე წლის 8 დეკემბრამდე უნდა აიცრან. ამდენად, დიდმა კონტრაქტორმა კომპანიებმა - American, Southwest, JetBlue, Alaska Airlines ფედერალური მანდატიდან გამომდინარე, თანამშრომლებს განუცხადეს, რომ კოვიდვაქცინაცია უნდა ჩაიტარონ. სხვა მცირე კონტრაქტორი კომპანიები, რომლებიც ავიაგადაზიდვებს დიდი კომპანიებისთვის მცირე მანძილზე ახორციელებენ, ჯერჯერობით პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არიან და შესაბამისად, მათი თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ამ დრომდე არ გამხდარა. ამასთანავე, დიდი კონტრაქტორი ავიაკომპანიებისთვის ბაიდენის ადმინისტრაციამ მანდატის აღსრულების ვადა 2022 წლის 4 იანვრამდე გაახანგრძლივა. 

რაც შეეხება ადამიანების სამსახურებიდან დათხოვნის ფაქტებს, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთმა ამერიკულმა ავიახაზებმა United Airlines-მა ვაქცინის მანდატის ამუშავების შემდგომ, იმ თანამშრომელთა ნაწილი, რომლებიც რელიგიური ან სამედიცინო მიზეზები გამო კოვიდვაქცინაციას ვერ იტარებდნენ, გამონაკლისის სახით არაანაზღაურებად შვებულებაში გაუშვა. ამ თანამშრომლებმა ავიაკომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, რადგან მათი განცხადებით ამ გადაწყვეტილებამ მათ „გამოუსწორებელი ზიანი“ მიაყენა. მიუხედავად ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით United Airlines-ს ვაქცინების მანდატების მიხედვით მოქმედების უფლება შეუნარჩუნდა და ამავდროულად, სასამართლომ განაცხადა, რომ არაანაზღაურებად შვებულებაში ადამიანების გაშვება მათთვის „გამოუსწორებელი ზიანის“ მიყენებას არ წარმოადგენს. თავის მხრივ, United Airlines-მა განაცხადა, რომ კომპანიაში დაახლოებით 2000 თანამშრომლის სამსახურებრივ მოვალეობებს გადახედავენ და მათ დასაქმებას იმ მიმართულებით შეეცდებიან, რომლის ფარგლებშიც ამ პირებს მომხმარებელთან მჭიდრო კონტაქტი არ მოუწევთ. შესაბამისად, ამ ადამიანებს ახალ პირობებზე დათანხმება და მუშაობის გაგრძელება შეეძლებათ, ან სამსახურების დატოვება მოუწევთ. ცნობისთვის, United Airlines-ი არის კომპანია, რომლის პერსონალის დაახლოებით 99% მთლიანად ვაქცინირებულია. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ American Airlines,  ჯერჯერობით ვაქცინაციაზე უარის თქმის გამო, American Airlines-დან თანამშრომლები არც საკუთარი ნებით წასულან და არც კომპანიას დაუთხოვია. 

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
კოვიდვაქცინაცია
ავიარეისები
ვახტანგ დემურია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა