• ჩვენ შესახებ
  • გუნდი
  • მეთოდოლოგია
  • პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ინფლაციის დინამიკა კონკრეტული სასაქონლო ჯგუფებისა და პოზიციების მიხედვით

ინფლაციის დინამიკა კონკრეტული სასაქონლო ჯგუფებისა და პოზიციების მიხედვით

მიმდინარე მაღალი ინფლაციის პრობლემა მოსახლეობისთვის კრიტიკულია, განსაკუთრებით კი პანდემიურ კონტექსტში, რომელიც თავისთავად, ეკონომიკური შეზღუდვებით გამოირჩევა

26/10/2021
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

დროთა განმავლობაში, ინფლაციის შედეგად, ფულის მსყიდველუნარიანობა მცირდება და მოცემულ ეტაპზე ერთი ლარით უფრო ნაკლები საქონლისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი, ვიდრე ადრე. აღნიშნულ პროცესს ინფლაცია ეწოდება. საჭიროებიდან გამომდინარე, ინფლაციის გამოსათვლელად სხვადასხვა მაჩვენებელი შეიძლება იყოს გამოყენებული. მაგალითად, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის გამოთვლისთვის გამოიყენება სამომხმარებლო, მწარმოებელთა და ექსპორტ-იმპორტის ფასების ინდექსები. სამომხმარებლო ინფლაცია „სამომხმარებლო ფასების ინდექსით“ ფასდება.

მიმდინარე მაღალი ინფლაციის პრობლემა მოსახლეობისთვის კრიტიკულია, განსაკუთრებით კი პანდემიურ კონტექსტში, რომელიც თავისთავად, ეკონომიკური შეზღუდვებით  გამოირჩევა. 2021 წლის სექტემბრის მონაცემებით, წლიური ინფლაცია 12.3%-ს შეადგენს. საბაზო ინფლაციამ, [1] 2021 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.3% შეადგინა. წლიური ინფლაცია, სამომხმარებლო ფასების ჯგუფების მიხედვით, წარმოდგენილია ცხრილ 1-ში. 

ცხრილი 1: სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2021 წლის სექტემბრის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ყოველწლიურ ინფლაციაზე,  ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.9%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.99 პროცენტული პუნქტით აისახა. ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.3%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 2.47 პროცენტული პუნქტით აისახა, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - ჯგუფში ფასების 11.8%-იანი მატება დაფიქსირდა, რაც 1.74 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე და ჯანდაცვის ჯგუფში, ჯგუფში ფასები მომატებულია 9.2%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.72 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღსანიშნავია რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში, ფასების კლება დაფიქსირდა კავშირგაბმულობის და ტანსაცმლის/ფეხსაცმლის ჯგუფებში.

ჯამში, აღნიშნული 12 ჯგუფი, 305 საქონლისგან შედგება, რომლებიც საქსტატის განმარტებით, წარმოადგენენ ქვეყანაში ყველაზე ხშირად მოხმარებადი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალს და ასახავს ქვეყნის საშუალო მომხმარებლის ხარჯების სტრუქტურას. 40 ინდივიდუალური საქონელი/მომსახურება, რომლებიც ბოლო 1 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაძვირდა, წარმოდგენილია ცხრილ 2-ში.

ცხრილი 2: დეტალური წლიური ინფლაცია 

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

[1] საბაზო ინფლაციის გაანგარიშება ხდება სამომხმარებლო კალათიდან შემდეგი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების გამორიცხვით: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები; ენერგომატარებლები; ადმინისტრირებადი ტარიფები; ტრანსპორტი (ცალკეული ტარიფები).

თეგები:
ფასები
სურსათის ფასები
ტესტირება
ვახტანგ დემურია
ვახტანგ დემურია

ყველა სიახლე

  • სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ მოაწერა ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით წერია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაიწყო - ცხინვალის დაბომბვით

    სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ მოაწერა ხელი...

    მანიპულირება
    განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
  • [ბათუმის საკრებულოში] ოთხი წლის განმავლობაში, ღია კარის სხდომის მოწვევა ვერ მოხერხდა

    [ბათუმის საკრებულოში] ოთხი წლის განმავლო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • ჰელსინკიში მთელი წლის განმავლობაში არ მომხდარა არცერთი ავარია, რომელიც მსხვერპლით დამთავრდა. შარშან ფინეთში ავტოავარიის დროს დაიღუპა 171 ადამიანი, საქართველოში 444

    ჰელსინკიში მთელი წლის განმავლობაში არ მო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა