• ჩვენ შესახებ
  • გუნდი
  • მეთოდოლოგია
  • პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ასახავს არა ბათუმს, არამედ უკრაინას

დეზინფორმაცია: მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ასახავს არა ბათუმს, არამედ უკრაინას

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

01/10/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ Facebook-გვერდზე ვიდეომასალა გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს ექს-პრეზიდენტი ამბობს, რომ ის საქართველოში, კერძოდ ბათუმში იმყოფება. აღნიშნული მასალის გავრცელებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გვერდის, „ლიდერი 41“-ის მტკიცებით კი, ვიდეოში უკრაინაა და არა ბათუმი: „...გაეცანით ამინდის პროგნოზს და მიხვდებით, რომ ვიდეო ბათუმის არ ყოფილა და მიშა ხალხს ამასხარავებს. ვიდეო არის ყალბი, ის უკრაინაა და არა საქართველო...“.

იხ. Facebook-პოსტი

„ლიდერი 41“-ის მტკიცება, რომ სააკაშვილის ფონზე ვიდეომასალაში უკრაინა ჩანს, ყალბი ამბავია. კერძოდ, გეოლოკაციის დადგენით, ცხადი ხდება, რომ ვიდეომასალის კადრებში ქალაქ ბათუმში მდებარე სხვადასხვა შენობა მოჩანს.

ჩვენ მიერ ვიდეოკადრებიდან ამოჭრილ პირველ სურათზე ბათუმის საბაგიროა გამოსახული, ხოლო მეორე სურათზე საბაგიროს სიახლოვეს მდებარე სასტუმრო „ველმონდი“. შესაბამისად, მტკიცება, რომ ვიდეომასალაში უკრაინა ჩანს, არასწორია. იხილეთ შესაბამისი ბმულები: ბმული 1, ბმული 2.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილმა Facebook-გვერდზე კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მან გაიმეორა, რომ არჩევნების წინ საქართველოში ჩამოვიდა და ამომრჩევლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. აღნიშნულ ვიდეოში არსებულ კადრებშიც ნათლად ჩანს ბათუმში ახალი ბულვარის უბანში მდებარე არაერთი შენობა. იხილეთ შესაბამისი ბმულები: ბმული 1, ბმული 2.

ამდენად, ორივე ვიდეომასალაში ნამდვილად ბათუმი და იქ მდებარე შენობები ჩანს. თუმცა, ამ დრომდე უცნობია, იმყოფებოდა, თუ - არა ფიზიკურად სააკაშვილი ბათუმში ვიდეოს გადაღების მომენტში და ისიც, თუ სად იმყოფება ის ამჟამად. აღნიშნულთან დაკავშირებით, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას არ ადასტურებს. შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ, აქტიური კომუნიკაცია ჰქონდათ უკრაინულ მხარესთან და სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები კი ადასტურებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იმყოფება.

-----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
სამშობლოს ღალატი
ლიდერი 41
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ მოაწერა ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით წერია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაიწყო - ცხინვალის დაბომბვით

    სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ მოაწერა ხელი...

    მანიპულირება
    განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
  • [ბათუმის საკრებულოში] ოთხი წლის განმავლობაში, ღია კარის სხდომის მოწვევა ვერ მოხერხდა

    [ბათუმის საკრებულოში] ოთხი წლის განმავლო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • ჰელსინკიში მთელი წლის განმავლობაში არ მომხდარა არცერთი ავარია, რომელიც მსხვერპლით დამთავრდა. შარშან ფინეთში ავტოავარიის დროს დაიღუპა 171 ადამიანი, საქართველოში 444

    ჰელსინკიში მთელი წლის განმავლობაში არ მო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა