• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დეზინფორმაცია ვრცელდება

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დეზინფორმაცია ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

29/09/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

2021 წლის 28 სექტემბერს, Facebook-მომხმარებელმა ვახტანგ სუხიაშვილმა, სოციალურ ქსელში  პოსტი გამოაქვეყნა:

„სამი ძალიან კარგი ახალი ამბავი, რომელიც სარწმუნო წყაროებიდან გახდა ცნობილი:

1. ივანაშვილი მოლაპარაკებებს აწარმოებს ამერიკელებთან თავისი უსაფრთხოების გარანტიის პირობებზე!

2. ამერიკელები გვაცილებენ კიევი-თბილისის რეისზე!

3. ამერიკული 5 სამხედრო გემი უკვე საქართველოს ტერიტორიულ წყლებში იმყოფება!“

Facebook-მომხმარებელი აღნიშნულს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის კონტექსტში წერს, რომელმაც 2021 წლის 27 სექტემბერს საქართველოში კიევი-თბილისის რეისით ჩამოსვლა დააანონსა. Facebook-მომხმარებლის პირველ და მეორე მტკიცებას ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია. ასევე, შეცდომაში შემყვანია საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 5 ამერიკული სამხედრო გემის შემოსვლისა და სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხის დაკავშირება. ანალოგიური ინფორმაცია სოციალურ ქსელში სხვა Facebook-მომხმარებლებმაც გამოაქვეყნეს. 29 სექტემბრის მონაცემებით, პოსტებს საერთო ჯამში 1 084  რეაქცია, 602 გაზიარება და 435 კომენტარი აქვს.

 

სინამდვილეში, 28 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კერძოდ, ბათუმის პორტში, არა 5 ამერიკული სამხედრო გემი, არამედ NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ხომალდები შემოვიდნენ. შენაერთის შემადგენლობაში ესპანეთის (ფლაგმანი), იტალიის, ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებია. საქართველოს პორტებში NATO-ს საზღვაო შენაერთების ვიზიტები რეგულარული ხასიათისაა. 2021 წელს NATO-ს ხომალდები საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობენ. შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით NATO-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგი სწორედ აღნიშნული ხომალდების ვიზიტებია. 

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და NATO-ს საზღვაო შენაერთის ხომალდების მონაწილეობით, შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები გაიმართება, რასაც საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებულ ჩამოსვლასთან არანაირი კავშირი არ აქვს.  სწავლება მიზნად საქართველოს და NATO-ს საზღვაო ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებასა და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს. ამასთან, დაგეგმილია სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფების ნატოს სერტიფიცირების მეორე დონის შეფასების მეორე საფეხურის [NEL-2] გავლა, რაც შეფასების ოთხწლიანი პროცესის ბოლო ფაზას წარმოადგენს.

ამრიგად, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში არა 5 ამერიკული სამხედრო გემი, არამედ NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ხომალდები (ესპანეთის, იტალიის, ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის) შემოვიდნენ. საქართველოს პორტებში NATO-ს საზღვაო შენაერთების ვიზიტები რეგულარული ხასიათისაა და მას სააკაშვილის ჩამოსვლასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამასთანავე, დაუსაბუთებელია Facebook- მომხმარებლების მიერ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლისას ამერიკელების გამოცილებისა და ბიძინა ივანიშვილის ამერიკელებთან მოლაპარაკების შესახებ მტკიცებები. აღნიშნული პოსტი, საერთო ჯამში, კონსპირაციული ხასიათისაა, რომელიც, ერთი მხრივ, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის შესახებ კონსპირაციას ავრცელებს და მეორე მხრივ, Facebook-მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს.

---------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
სამშობლოს ღალატი
აბასთუმანი
ამერიკული ხომალდები
გახარია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • უმნიშვნელოვანესი პროგრამაა სახნავ-სათესების უსასყიდლოდ დახვნა, რამაც უზრუნველყო, რომ, რაც შეიძლება, მეტი პროდუქცია მოვიმკათ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

    უმნიშვნელოვანესი პროგრამაა სახნავ-სათესე...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
  • ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების შესრულების მაჩვენებელი იანვარ-მაისში 0%-ია

    ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების შესრულებ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • წელს ეკონომიკა 103 მლრდ ლარამდე გაიზრდება და 2012 წლის მაჩვენებელს 4-ჯერ გადააჭარბებს

    წელს ეკონომიკა 103 მლრდ ლარამდე გაიზრდებ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა