• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: 24 ათას ბავშვს ავსტრალიაში იძულებით აცრიან

დეზინფორმაცია: 24 ათას ბავშვს ავსტრალიაში იძულებით აცრიან

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

15/09/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: 24 ათას ბავშვს ავსტრალიაში იძულებით აცრიან

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-მომხმარებელმა Nina Marji გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის ამტკიცებს, რომ „ავსტრალიაში 24,000 ბავშვს მასიურად სტადიონზე აცრიან“ და „მშობლებს დასწრების უფლებაც არ აქვთ“. 

როგორც ავსტრალიის ჯანდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდიდან ირკვევა, ავსტრალიაში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება სავალდებულო ხასიათის არ არის და მოქალაქეები ვაქცინაციის პროცესში ნებაყოფლობით ერთვებიან. კოვიდვაქცინაციას ავსტრალიაშიც 16 წლის და ზემოთ მოქალაქეები ექვემდებარებიან. თუმცა არსებობს გამონაკლისის სახით დაშვება 12-15 წლამდე მოზარდების აცრისთვისაც, იმ შემთხვევაში, თუ მოზარდი მომეტებული რისკის მქონე რომელიმე ჯგუფს მიეკუთვნება ან ცხოვრობს ინდუსტრიული ცენტრებიდან მოშორებულ ტერიტორიებზე (ძირითადად საუბარია ავსტრალიის აბორიგენ მოსახლეობაზე), სადაც ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა შეზღუდულია. 

რაც შეეხება თავად ქართულ ფეისბუქზე გავრცელებულ პოსტს 24,000 ბავშვის იძულებითი ვაქცინაციის შესახებ, სინამდვილეში, ავსტრალიაში, აგვისტოს დასაწყისში, ახალი სამხრეთ უელსის (New South Wales) ჯანდაცვის დეპარტამენტმა სიდნეის გარეუბანში არსებული ქუდოს ბენქ არენა (Qudos Bank Arena) ამცრელ პუნქტად გადააკეთა, რომელიც მიზნად, მათ შორის სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების, ვაქცინაციასაც ისახავს. აღნიშნულ აცრის პუნქტშიც, ისევე როგორც სხვა კლინიკებში, ვაქცინაცია ნებაყოფლობით ხასიათს ატარებს. აგვისტოს თვეში, სიდნეის 8 თვითმმართველი ერთეულის სკოლების დაახლოებით 24,000 მე-12 კლასელის (16 წლის და ზემოთ) აცრა მოახლოებული HSC გამოცდების (სკოლის დამამთავრებელი გამოცდები ავსტრალიაში) კონტექსტში იგეგმებოდა, რათა გამოცდების პერიოდში მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემო შეექმნათ და  მათთვის კოვიდით გამოწვეული შეფერხებები თავიდან აეცილებინათ. 

გარდა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისა, სტადიონზე აცრის მიღება, რეგისტრაციის შემდეგ, ავსტრალიის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. ახალი სამხრეთ უელსის ჯანდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდიდან ირკვევა, რომ მათ მიერ გახსნილ ცენტრებში ვაქცინაციის სერვისის მიღება 16-დან 59 წლამდე ნებისმიერ დარეგისტრირებულ მსურველს შეუძლია. 

შესაბამისად, Nina Marji-ს მიერ გავრცელებული პოსტი, რომ ავსტრალიაში სტადიონზე იძულებით ცრიან ბავშვებს და მშობლებს დასწრების უფლებასაც არ აძლევენ, სიმართლეს არ შეესაბამება. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც Facebook-სა და სხვა სოციალური ქსელების პლატფორმებზე ავსტრალიაში ბავშვების იძულებითი ვაქცინაციის შესახებ მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია სხვადასხვა ენაზე ვრცელდება, რომელთა ჯამურმა რაოდენობამ მილიონობით ნახვას, ინტერაქციასა და გაზიარებას მიაღწია. 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
კოვიდსტატისტიკა
ავსტრალია
ბავშვები
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა