• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: პრეპარატი „ივერმექტინი“ კორონავირუსს კურნავს

დეზინფორმაცია: პრეპარატი „ივერმექტინი“ კორონავირუსს კურნავს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

10/09/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: პრეპარატი „ივერმექტინი“ კორონავირუსს კურნავს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

9 სექტემბერს სოციალურ ქსელში კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტის შესახებ დეზინფორმაცია გავრცელდა. Facebook-პოსტის თანახმად, მედიკამენტი „ივერმექტინი“ „2 დღეში ბლოკავს კორონავირუსს, ხოლო მის საშუალო და მძიმე ფორმას 5 დღეში კურნავს“. პოსტის ავტორის თქმით, აღნიშნული პრეპარატით მკურნალობა აცრილებსაც და აუცრელებსაც თავიდან ააცილებს ვირუსს და გაათავისუფლებს კოვიდტერორისგან. პოსტის ავტორი  კონსპირაციას ავითარებს, თითქოს წამალი პანდემიის დაწყებიდან მალევე აფთიაქებიდან  გააქრეს, რადგან მისი სამკურნალო თვისების შესახებ იცოდნენ და სისტემას დაგეგმილი კოვიდტერორის დასრულება არ აწყობდა.

მასალა აქტიურად ვრცელდება Facebook-ჯგუფებში: ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5, ბმული 6, ბმული 7, ბმული 8.

რა არის „ივერმექტინი“ და როგორ გამოიყენება ის?

COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე მეცნიერები აქტიურად მუშაობენ ისეთი მედიკამენტის შემუშავებაზე, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ მაღალეფექტიანი იქნება. ამ კუთხით სხვადასხვა მედიკამენტის ეფექტიანობის შესაფასებლად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით,  მცირე და დიდი კვლევები ტარდება. ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტი, რომელიც ბოლო პერიოდში აქტიური მსჯელობის საგანი გახდა არის „ივერმექტინი“. ანტიპარაზიტული პრეპარატი „ივერმექტინი“ ძირითადად ვეტერინარიაში ცხოველების (მსხვილი რქოსანი, ცხვარი, თხა, ღორი, კურდღელი) სამკურნალოდ, სხვადასხვა სახის შინაგანი და გარეგანი პარაზიტების საწინააღმდეგოდ გამოიყენება. რიგ ქვეყნებში, ზოგიერთი პარაზიტული დაავადებების დროს,   მისი გამოყენება ადამიანებზეც ნებადართულია. თუმცა ცხოველებსა და ადამიანებში გამოყენებული პრეპარატი ერთმანეთისგან  განსხვავდება  და გათვალისწინებულია პრეპარატის შესაბამისი დოზა, რადგან პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მაღალი კონცენტრაცია შესაძლოა, რომ ადამიანისთვის ტოქსიკური აღმოჩნდეს. ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) ოფიციალურ ვებგვერდზე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ამჟამად არსებული კვლევების მიხედვით, პრეპარატი COVID-19-ის პრევენციისთვის ან მის სამკურნალოდ არ შეიძლება იქნას გამოყენებული.  

რამდენიმე მცირე მასშტაბის კვლევაზე დაყრდნობით გაჟღერდა მოსაზრება, თითქოს პარაზიტების საწინააღმდეგო პრეპარატს ადამიანებში COVID-19–ის დათრგუნვა შეუძლია. თუმცა ივერმექტინის პრეპარატზე ჩატარებული უფრო ფართომასშტაბიანი და სერიოზული კვლევების თანახმად, არ არსებობს რაიმე სანდო, დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ პრეპარატი კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტურად იმუშავებს.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ინფექციური დაავადებების სპეციალისტმა, ექიმმა დენის მაკკულოჰმა UsaToday-სთან აღნიშნა: „პრეპარატ „ივერმექტინით“ დაინტერესება, თავდაპირველად, ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგებმა გამოიწვია. კერძოდ, ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ „ივერმექტინს“ შეუძლია ვირუსის გამრავლების პროცესის შეჩერება. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ეს ეფექტი პრეპარატმა მხოლოდ ექსპერიმენტულ პირობებში, ანუ პეტრის ჭურჭელზე მოთავსებული ვირუსის შემთხვევაში აჩვენა“. მაკკულოჰის განცხადებით, „სამწუხაროდ, დღემდე ჩატარებულმა მაღალი ხარისხის კვლევებმა იგივე შედეგი არ მოგვცა მაშინ, როცა საქმე ადამიანებში COVID-19-ის ვირუსული ნაწილაკების გავრცელების შეზღუდვას ეხებოდა“.

კოლუმბიაში ჩატარებული რანდომიზებული კვლევის თანახმად, კორონავირუსით დაინფიცირებული ზრდასრული ასაკის ცდის პირებში, რომელთა შემთხვევაშიც ვირუსი მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობდა, „ივერმექტინით“ მკურნალობის ხუთდღიანმა კურსმა „სიმპტომების შემცირებაში მნიშვნელოვანი, ხელჩასაჭიდი შედეგი ვერ აჩვენა“. ივლისში გამოქვეყნებულ დასკვნაში კი აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ პრეპარატი „ივერმექტინი“ კორონავირუსის მკურნალობის პროცესში იქნას გამოყენებული.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის 2021 წლის 11 აგვისტოს განცხადებით, „სადღეისოდ „ივერმექტინს“ არ აქვს აშშ FDA-ის ან EMA-ს ოფიციალური რეკომენდაცია, ხოლო ჯანმო, NIH და მსოფლიოს სხვა წამყვანი ინსტიტუციები რეკომენდაციას იძლევიან, რომ „ივერმექტინი“ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ კლინიკური კვლევების ფარგლებში“.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ „ივერმექტინის გამოყენება კორონავირუსის სამკურნალოდ მხოლოდ კლინიკური ცდების დროს არის დასაშვები“. ფარმაცევტულმა კომპანია „მერკმა“, რომელიც თავად აწარმოებს „ივერმექტინს“, თებერვალში განაცხადა, რომ „პრეკლინიკური ცდების შედეგების მიხედვით, არ არსებობს რაიმე მეცნიერული საფუძველი აღნიშნული პრეპარატის COVID-19–ის მკურნალობისთვის გამოყენების სასარგებლოდ“.

ის კვლევები კი, რომლებიც ამტკიცებს, რომ პრეპარატს შეუძლია კორონავირუსის დათრგუნვა ინფიცირებულ ადამიანებში, ძირითადად დაბალი ხარისხის, არარეცენზირებულ კვლევებს განეკუთვნება და ზოგიერთი ამ კვლევის ავტორი პრო-ივერმექტინულ ჯგუფებთან არის აფილირებული.

ამრიგად, Facebook-პოსტში განვითარებული მტკიცება, რომ პრეპარატი „ივერმექტინი“ 2 დღეში ბლოკავს კორონავირუსს, ხოლო მის საშუალო და მძიმე ფორმას 5 დღეში კურნავს, მეცნიერულ საფუძველს მოკლებულია. პრეპარატ „ივერმექტინზე“ კვლევები კვლავ გრძელდება. უკვე არსებული დიდი მასშტაბის, სანდო კვლევების შედეგების თანახმად კი COVID-19-ით ავადმყოფებში „ივერმექტინის“ გამოყენების ეფექტურობის სასარგებლოდ მონაცემები არ არსებობს.

-----------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
თენგიზ ცერცვაძე
ივერმექტინი
განკურნება
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა