• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი პირები, აუცრელებთან შედარებით, 251-ჯერ მეტ ვირუსის ნაწილაკს ატარებენ

დეზინფორმაცია: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი პირები, აუცრელებთან შედარებით, 251-ჯერ მეტ ვირუსის ნაწილაკს ატარებენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

08/09/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი პირები, აუცრელებთან შედარებით, 251-ჯერ მეტ ვირუსის ნაწილაკს ატარებენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 3 და 6 სექტემბერს, Facebook-მომხმარებლებმა სოციალურ ქსელში ოქსფორდის საუნივერსიტეტო კვლევის შესახებ ყალბი ამბავი გაავრცელეს (ბმული 1, ბმული 2):

 

გავრცელებული დეზინფორმაციის თანახმად, ოქსფორდის საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ 10 აგვისტოს ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ ვაქცინირებული ადამიანები ვირუსის აფეთქებისა და ახალი შტამების წყაროები არიან. როგორც Facebook-მომხმარებლები წერენ, კვლევის თანახმად, ასტრაზენეკას ვაქცინით აცრილი ჯანდაცვის მუშაკები შეისწავლეს, რომელთაც დელტა ვარიანტი მათ აცრილ კოლეგებსა და აუცრელ პაციენტებს გადასდეს. საბოლოოდ კი დაადგინეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი პირები, აუცრელებთან შედარებით, 251-ჯერ მეტ ვირუსის ნაწილაკს ატარებენ. Facebook-მომხმარებლებს აღნიშნული ინფორმაციის წყაროდ უცხოური გამოცემა The Defender-ის სტატიები მოჰყავთ (ბმული 1, ბმული 2).

სინამდვილეში ინფორმაცია, თითქოს ოქსფორდის საუნივერსიტეტო კლინიკის კვლევამ დაადგინა, რომ აცრილი პირები, აუცრელებთან შედარებით, 251-ჯერ მეტ ვირუსის ნაწილაკს ატარებენ, ყალბია. სტატია, რომელსაც Facebook-მომხმარებლები იმოწმებენ, ვაქცინების საწინააღმდეგო კამპანიის ჯგუფს, Children’s Health Defense, ეკუთვნის. მათ ვებგვერდზე ასევე პირბადეების მავნებლობის, ვაქცინით დაზარალებული პირებისა და 5G-ის მავნებლობის შესახებ არის დეზინფორმაციული სტატიები გამოქვეყნებული.

რაც შეეხება „ლანცეტში “ გამოქვეყნებულ ოქსფორდის საუნივერსიტეტო კლინიკის კვლევას, ის ადრეული სტადიის ნაშრომია, რომელსაც სხვა მეცნიერების რეცენზია არ გაუვლია. მისი მიზანი იყო, დელტა ვარიანტით დაინფიცირებული მედიცინის მუშაკების ორგანიზმში არსებული ვირუსის ნაწილაკების რაოდენობა, მანამდე არსებული შტამებით დაინფიცირებული ადამიანების ორგანიზმში არსებული ვირუსის რაოდენობასთან შეედარებინა. კვლევის მონაწილეები ვიეტნამის ჯანდაცვის მუშაკები იყვნენ, რომლებიც ასტრაზენეკას ვაქცინის მიღების შემდეგ კორონავირუსის დელტა ვარიანტით დაინფიცირდნენ. 

როგორც უკვე აღინიშნა, კვლევას არ დაუდგენია, რომ აცრილი პირები, აუცრელებთან შედარებით, 251-ჯერ მეტ ვირუსის ნაწილაკს ატარებენ. არამედ მან დაასკვნა, რომ დელტა ვარიანტით ინფიცირებულების შემთხვევაში ორგანიზმში ვირუსის ნაწილაკების რაოდენობა 251-ჯერ მეტი იყო, ვიდრე 2020 წლის მარტ-აპრილში არსებული შტამების შემთხვევაში. 

საინფორმაციო გამოცემა Reuters-ი ოქსფორდის უნივერსიტეტის კლინიკური კვლევების განყოფილების კომუნიკაციების ოფიცერს, ჩი ნგოს, დაუკავშირდა. როგორც ნგომ Reuters-ს განუცხადა, ის Children’s Health Defense-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გაჟღერებულ არცერთ მტკიცებას არ ეთანხმება: „ჩვენ მხარს ვუჭერთ ვაქცინაციას და გვჯერა, რომ ვაქცინაცია ჰოსპიტალიზაციისა და COVID-19–ით გამოწვეული სიკვდილის თავიდან ასარიდებლად ძალზე ეფექტურია. აღნიშნული კვლევა ამბობს, რომ დელტა ვარიანტის შემთხვევაში ვირუსის გადაცემის შესამცირებლად უსაფრთხოების ზომების (ნიღბების ტარება, ხელების დაბანა, სოციალური დისტანცია) დაცვა კვლავ აუცილებელია (სრულად ვაქცინირების შემთხვევაშიც).

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) განმარტავს, რომ კორონავირუსის დელტა ვარიანტი ორჯერ და უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე წინა ვარიანტები. ასევე დელტა ვარიანტით ინფიცირებული ვაქცინირებული და არავაქცინირებული ადამიანის ორგანიზმში ერთნაირი რაოდენობის ვირუსის ნაწილაკები წარმოიქმნება, თუმცა ვაქცინირებულის შემთხვევაში ვირუსის რაოდენობა მცირე დროში იკლებს. აღნიშნული ნიშნავს, რომ ვაქცინირებული ადამიანები გადამდებები უფრო მცირე ხნით არიან, ვიდრე არავაქცინირებულები.

ამრიგად, მტკიცება, თითქოს ოქსფორდის საუნივერსიტეტო კლინიკის კვლევამ დაადგინა, რომ აცრილი პირები, აუცრელებთან შედარებით, 251-ჯერ მეტ ვირუსის ნაწილაკს ატარებენ, ყალბია. კვლევა არა ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ პირებში ვირუსის ნაწილაკების რაოდენობის განსაზღვრას და მათ შედარებას, არამედ ვაქცინირებულ ჯანდაცვის მუშაკებში დელტა ვარიანტის მახასიათებლების შესწავლას ემსახურებოდა. კვლევის თანახმად, დელტა ვარიანტით ინფიცირებულების შემთხვევაში ორგანიზმში ვირუსის ნაწილაკების რაოდენობა 251-ჯერ მეტი იყო, ვიდრე 2020 წლის მარტ-აპრილში არსებული შტამების შემთხვევაში.

---------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ჟურნალისტები
ივერმექტინი
ნაწილაკი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა