• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ძლიერ კანკალს იწვევს

დეზინფორმაცია: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ძლიერ კანკალს იწვევს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

23/08/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება Facebook-მომხმარებლის ჯეკო ჭიათურსკის მიერ 19 აგვისტოს გამოქვეყნებული ვიდეო. 1-წუთიან ვიდეოში სხვადასხვა პირის ძლიერი კანკალის ამსახველი კადრებია ნაჩვენები. ვიდეოს დართული აქვს წარწერა @Anastaci91, რაც მიანიშნებს, რომ აღნიშნული ვიდეო კ ტელეგრამიდანაა აღებული. ამ სახელის მქონე ტელეგრამის გვერდზე მრავალი ანტივაქსერული შინაარსის მატარებელი დეზინფორმაციაა გავრცელებული. 

რაც შეეხება აღნიშნულ ვიდეოს, ვიდეოში ასახულ კადრებს Facebook-მომხმარებელი აკრედიტებული ვაქცინების გვერდით ეფექტებად ასაღებს. „სრულად აცრილი ადამიანები, სინოფარმი, სინოვაკი, ბიონტეკი, მოდერნა, ფაიზერი ასტრაზენეკა-ყველა ერთი ნაგავია, რომ იძახით ჩინური უფრო სლაბიაო, აგერ ფაქტი, მიდით გაიკეთეთ ცხვრებო  აი რა საშინელ დღეშია აცრილების გარკვეული ნაწილი....გვერდითი ეფექტებით“, - აღნიშნულია პოსტში, რომელსაც ამ დროისთვის 6.6 ათასი გაზიარება აქვს, მათ შორის - Facebook ჯგუფში „არ აიცრა“. 

პირველ რიგში, აღსანიშნავია რომ 1-წუთიან ვიდეოში რამდენიმე ვიდეო ჩანაწერია მოყვანილი. მათ უმეტესობაში ადამიანის სახეები არ ჩანს  და ძირითადად ქვედა კიდურების კანკალის კადრებია ნაჩვენები. „ფაქტ-მეტრმა“ 1-წუთიან ვიდეოში ნაჩვენები ერთ-ერთი ჩანაწერის წყაროს ორიგინალის პოვნა შეძლო, თუმცა როგორც ჯეკო ჭიათურსკის მიერ გავრცელებულ ვიდეოში, ისე გავრცელების საწყის წყაროში, პაციენტის იდენტიფიცირება შეუძლებელია. 

ვიდეოში მონაწილე პირების ვინაობის არარსებობის გარდა, უცნობია ისიც, თუ რომელი ვაქცინით ან რამდენი დოზით აიცრნენ, ასევე ისიც, აღნიშნული ვიდეოები  როდის არის გადაღებული. ამ ინფორმაციის ნაკლებობა, სავარაუდოდ, მიუთითებს, რომ პაციენტების მდგომარეობა ვაქცინასთან კავშირში საერთოდ არაა და ვიდეო ვაქცინაციის დისკრედიტაციის მიზნითაა შექმნილი და  გავრცელებული. მსგავსი მანიპულაცია ანტივაქსერებს ხშირად გაუვრცელებიათ.

ზემოხსენებულ ეჭვს ვაქცინების გვერდითი ეფექტების შესახებ ვაქცინის მწარმოებლებისა და სამედიცინო ექსპერტების განცხადებებიც ამყარებს, სადაც  კანკალსა და ნებისმიერ აკრედიტებულ ვაქცინას შორის კავშირი არ დასტურდება. WHO-ის გვერდზე მითითებული ოფიციალური  ინფორმაციის თანახმად, კიდურების კანკალი და ვიდეოში მოცემული სხვა კონდიციები ვაქცინის მიერ გამოწვეულ გვერდით ეფექტს არ წარმოადგენს. 

აღნიშნულ ვიდეოებში შეუძლებელია ინდივიდუალური შემთხვევების შესახებ მსჯელობა, ამასთან ერთად, სრულიად გაურკვეველია, ვიდეოში ნაჩვენები პაციენტები,  საერთოდ იყვნენ,  თუ - არა ვაქცინირებულნი ან აღნიშნული ვიდეოები როდის არის გადაღებული.  

წარსულში „ფაქტ-მეტრმა“ორი პაციენტის კანკალის შემთხვევა გადაამოწმა, რაც ვაქცინაციის შემდგომ გამოუვლინდათ. სტატიის დაწერის დროს, არც ერთ შემთხვევაში,  ძლიერ კანკალსა და ვაქცინას შორის პირდაპირი კავშირი არ დადასტურებულა. სტატიის დაწერიდან ორ თვეში, ძლიერი კანკალის შესახებ ახალი გარემოება გამოიკვეთა, რის მიხედვითაც აღნიშნული შესაძლოა, „ფუნქციურ ნევროლოგიურ დარღვევასთან“ (FND) იყოს დაკავშირებული.  მიიჩნევა, რომ აღნიშნული ნეიროფსიქიატრიული აშლილობა, გამოწვეულია მთელი რიგი სტიმულებით, მათ შორის, ფიზიკური ან ემოციური მოვლენებით, დაზიანებებით, სამედიცინო პროცედურებით და ნემსის ინექციითაც კი. მასაჩუსეტსის საავადმყოფოს (MGH) ნევროლოგი დესვიდ პერესის განცხადებით, FND-ის მქონე პაციენტებს ახასიათებთ საფრთხის შეგრძნების მიმართ მაღალი მგრძნობელობა, რამაც შესაძლოა, ადამიანის ნერვული ქსოვილების „გატაცება“ და იმ ნერვულ ქსოვილებზე კონტროლის დამყარება გამოიწვიოს, რომლებიც ადამიანის მოძრაობას აკონტროლებს. 

დევიდ პერესის განცხადებით, ვიდეოებში ნაჩვენები სიმპტომები სწორედ აღნიშნულ დისფუნქციას ახასიათებს.  აღნიშნულ ვიდეოებს საერთაშორისო მედიცინის მუშაკებით დაკომპლექტებული ორგანიზაცია „FND-საზოგადოების“ წარმომადგენლები გამოეხმაურნენ, რომელთა განცხადებითაც, შესაძლოა აღნიშნული მდგომარეობა პანდემიის გამო გაზრდილი სტრესით, ვაქცინის სიახლესთან დაკავშირებული ნერვული ფონით  და სხვა მრავალი ფაქტორით იყოს გამოწვეული. რაც ყველაზე მთავარია, უშუალოდ ვაქცინის სითხეს ამასთან კავშირი არ აქვს.  

ამდენად, დეზინფორმაციულია მტკიცება, თითქოს ძლიერი კანკალი რომელიმე აკრედიტებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გვერდით ეფექტს წარმოადგენს. 

------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ჟურნალისტები
კანკალი
კოვიდვაქცინები
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა