• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში პნევმონიის მკურნალობასთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში პნევმონიის მკურნალობასთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

19/08/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-მომხმარებელი Mariam Saldadze Marisali სოციალურ ქსელში პოსტს  შემდეგი აღწერით აქვეყნებს: „როგორ ვუშველოთ ფილტვების ანთებას...“ პოსტში ფილტვების ანთების სამკურნალოდ ე.წ. ხალხური მეთოდია შემოთავაზებული, რომლის თანახმადაც, 1 კვერცხის ცილის, 1 სუფრის კოვზი მაწვნისა და ფქვილის საშუალებით დამზადებული ცომის მასა პაციენტმა მარცხენა მხარეს, გულზე უნდა მოითავსოს. ეს კი მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს. მოცემულ პოსტს, რომელში წარმოდგენილი ინფორმაციაც არანაირ სამეცნიერო საფუძველს არ ემყარება, 28 ათასამდე გაზიარება აქვს. აღსანიშნავია, რომ მოცემული Facebook-ანგარიში ამა თუ იმ დაავადების სამკურნალო სხვადასხვა ხალხურ მეთოდს აუდიტორიას ხშირად სთავაზობს.

 

Facebook-მომხმარებლის პოსტში წარმოდგენილი მტკიცებები, რომელიც არანაირ მყარ სამეცნიერო საფუძველს არ ემყარება,  

პაციენტის ჯანმრთელობისთვის, შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს და დაავადებასთან გამკლავების ნაცვლად, პირიქით, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი შედეგი მოიტანოს.  

ფილტვების პნევმონიის მკურნალობის სამედიცინო გზების დასაზუსტებლად „ფაქტ-მეტრი“ ევექსის კლინიკის ქსელის ოჯახის ექიმს, ქალბატონ სოფიო თევდორაძეს დაუკავშირდა. ექიმმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა:

„პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ სახლის პირობებში, მხოლოდ სიმპტომებზე დაყრდნობით პნევმონიის დიაგნოზის დასმა, გაუმართლებელია. აუცილებელია აუსკულტაციური, რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული კვლევები, როგორიცაა მაგალითად, სისხლის საერთო ანალიზი, C რეაქტიული ცილა და ა.შ. გარდა ამისა, როგორც ვიცით, პნევმონია რამდენიმე სახის არსებობს. მათ შორის,  ინფექციური პნევმონიის ორ ძირითად სახეს გამოვყოფთ - ვირუსულს და ბაქტერიულს. ამ უკანასკნელის სამკურნალოდ ანტიბიოტიკების დანიშვნაა აუცილებელი. ვირუსული გენეზის პნევმონიასაც სპეციფიკური მკურნალობა სჭირდება, ასე რომ, ამ შემთხვევაში, ხალხური მეთოდი, როგორიცაა კვერცხის ცილის, მაწვნისა და ფქვილის მასით მკურნალობა, ვერ დაგვეხმარება“. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, Facebook-მომხმარებლის მიერ პნევმონიის მკურნალობის ფართო აუდიტორიისთვის შემოთავაზებული მეთოდი, არანაირ ფაქტობრივ საფუძველს არ ემყარება. მსგავსი სახის თვითნებურმა მკურნალობამ პაციენტი ჯანმრთელობისთვის სახიფათო შედეგებამდეც შეიძლება მიიყვანოს.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ფილტვების ანთება
ჯანმრთელობა
თინა თოფურია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა