• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: დასავლეთი პროტასევიჩის დაკავების საკითხში ბელარუსის წინააღმდეგ ორმაგ სტანდარტებს იყენებს

დეზინფორმაცია: დასავლეთი პროტასევიჩის დაკავების საკითხში ბელარუსის წინააღმდეგ ორმაგ სტანდარტებს იყენებს

ვერდიქტი: მცდარი

09/07/2021
მცდარი
განცხადება არაზუსტია
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: დასავლეთი პროტასევიჩის დაკავების საკითხში ბელარუსის წინააღმდეგ ორმაგ სტანდარტებს იყენებს

ვერდიქტი: მცდარი

პრორუსული და ანტიდასავლური ონლაინ გამოცემების, „პოლიტიკანოსა“ და „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გამოქვეყნებული მსგავსი მასალის მიხედვით, ბელარუსის მიერ Ryanair-ის თვითმფრინავის სამხედრო ძალის გამოყენებით მინსკში დაშვებაზე იძულებას დასავლეთისგან არაადეკვატური რეაქცია მოჰყვა, რადგან მსგავსი რამ აქამდე საკუთრივ დასავლეთის ქვეყნების მიერაც განხორციელდა. გამოცემები ასეთ მაგალითად 2013 წელს მოსკოვში ვიზიტად მყოფი ბოლივიის პრეზიდენტის თვითმფრინავის ავსტრიაში დაშვებას ასახელებენ და ამდენად, დასავლეთს ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში ადანაშაულებენ: „Ryanair-ის თვითმფრინავის ამბავმა დასავლეთი კიდევ ერთხელ ჩაახედა სარკეში და ორმაგ სტანდარტებზე მიუთითა - დასავლეთმა დაგმო ლუკაშენკოს საქციელი, მაგრამ მსგავსი რამ 2013 წელს თვითონ ჩაიდინა,“ ამტკიცებს „საქართველო და მსოფლიო“. იდენტურ პოზიციას აფიქსირებს „პოლიტიკანოც“. 

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ „პოლიტიკანოსა“ და „საქართველო და მსოფლიოს“ ეს მტკიცება, რომელიც პრორუსული მედიების მიერ სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად გავრცელდა, მანიპულაციურია და ის მომხდარ ორ ამბავს შორის არსებულ მნიშვნელოვან განმასხვავებელ დეტალებს უგულებელყოფს. 

ბელარუსში არსებულმა რეჟიმმა და ლუკაშენკომ, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოების დიდი უმრავლესობა 2020 წლის ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების დარღვევებით ჩატარების გამო ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს, ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც 23 მაისს ათენიდან ვილნიუსისკენ მიფრინავდა, ბელარუსის საჰაერო სივრცეში, ავიაგამანადგურებლის მეშვეობით აიძულეს, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. აღნიშნულ თვითმფრინავში ბელარუსის მიერ დევნილი ჟურნალისტი, ტელეგრამის პოპულარული არხის, Nexta-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. Nexta, ბელარუსში პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ გასულ წელს არჩევნების შემდეგ დაწყებულ მასობრივ დემონსტრაციებს დეტალურად აშუქებდა. პროტასევიჩს ბელარუსის ხელისუფლება ბრალს ტერორიზმისა და ექტრემიზმის ხელშეწყობაში სდებდა. ამჟამად პროტასევიჩი ბელარუსში შინაპატიმრობაში იმყოფება, თუმცა შინაპატიმრობის გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც პროტასევიჩმა Nexta-ს რიგებში საკუთარი როლის გამო ბელარუსის რეჟიმის მიერ კონტროლირებული სახელმწიფო ტელევიზიის მეშვეობით ბოდიში საჯაროდ მოიხადა და ლუკაშენკოს მიმართ საკუთარი პოზიცია შეიცვალა - ყველაფერი ეს, ფართოდ გავრცელებული რწმენით, ზეწოლისა და სავარაუდოდ, წამების შედეგად მოხდა.  

რაც შეეხება ევო მორალესის თვითმფრინავის ავსტრიაში დაშვებას, Ryanair-ის თვითმფრინავის გატაცებასთან მისი შედარება, შეუსაბამოა. მართალია, 2013 წლის ივლისში ევო მორალესის თვითმფრინავი იძულებული გახდა ავსტრიაში დაშვებულიყო, თუმცა ბელარუსის ცაში განვითარებული სცენარისგან განსხვავებით, სადაც მოქმედებაში ჩართული იყო ავიაგამანადგურებელი და ყალბი შეტყობინება ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ, მორალესის თვითმფრინავის წინააღმდეგ სამხედრო ძალა და მუქარა გამოყენებული არ ყოფილა. კერძოდ, 2013 წლის ივლისში მოსკოვში ვიზიტად მყოფ მორალესს, რომელიც ევროპის გავლით ბოლივიისკენ კერძო თვითმფრინავით მიფრინავდა, რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ (იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, პორტუგალია) საჰაერო სივრცე არ გაუხსნა. მოგვიანებით, აღნიშნულის მიზეზად ბორტზე აშშ-ის მიერ ძებნილი ედუარდ სნოუდენის ყოფნასთან დაკავშირებით არსებული ეჭვი დასახელდა. შედეგად, მორალესის თვითმფრინავი პილოტებმა ავსტრიის დედაქალაქში საწვავის შესავსებად დასვეს. ვენის აეროპორტში ევო მორალესს ავსტრიის პრეზიდენტი, ჰაინც ფიშერი პირადად შეხვდა. ამასთან, ფიშერის განცხადებით, მორალესის თვითმფრინავის გაჩხრეკა საერთოდ არ მომხდარა, ხოლო ევროპულმა სახელმწიფოებმა ბოლივიას მომხდარის გამო ბოდიში ოფიციალურად მოუხადეს, რაც ბოლივიის ხელისუფლებამ მიიღო და ამ ქვეყნებიდან გამოწვეული საკუთარი ელჩების უკან დაბრუნება გადაწყვიტა.   

ამდენად, ევო მორალესის თვითმფრინავის გარშემო განვითარებული მოვლენები და Ryanair-ის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის ყალბი ინფორმაციის გამოყენებით თვითმფრინავის  გატაცების შემთხვევები, ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და მათი ერთმანეთთან შედარებით, პრორუსული ჯგუფები დასავლეთის „ორმაგ სტანდარტებზე“ აპელირებით, მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავენ.  

----------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
პროტასევიჩი
დაკავება
ბელარუსი
დანებება
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა