• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
Facebook-ზე გიორგი კანდელაკის ყალბი ციტატა ვრცელდება

Facebook-ზე გიორგი კანდელაკის ყალბი ციტატა ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

04/07/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-ზე გიორგი კანდელაკის ყალბი ციტატა ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-მომხმარებელი კობახიძე კახაბერი Facebook-ზე  პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის მოადგილე - გიორგი კანდელაკის გაყალბებულ ციტატას ავრცელებს. მის მიერ,  4 ივლისს გავრცელებული პოსტის თანახმად, თითქოს გიორგი კანდელაკმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „ქართული მარში, გაუპატიურებით დამემუქრა მაგრამ, მე ვინ მომცა მაგის ბედი...“. კობახიძე კახაბერის მიერ გაზიარებულ პოსტს, შემდეგ წარწერა ერთვის თან: „დიდი   ფანტაზიის  უნარი  აქვს   რიგით კანდელაკს   😂  სიზმარშიც  და  ცხადშიც  სულ  '' ქართული   მარში '' ელანდებათ  მას  და მის უფროსებს  😀 გიორგი წამებული თავდადებული  ტანგიან- პომადიანი   ბოკერიასი  😀“

სინამდვილეში, გიორგი კანდელაკს იდენტური ან მსგავსი განცხადება საერთოდ არ გაუკეთებია. აღნიშნული არ გაჟღერებულა მედიაში და  არ იძებნება მის პირად Facebook-გვერდზე. ამასთან ერთად, „ფაქტ-მეტრი“  დაუკავშირდა გიორგი კანდელაკს, რომელმაც უარყო აღნიშნული დეზინფორმაცია. 

სავარაუდოდ, რომ პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის მოადგილის მიმართ მსგავსი დეზინფორმაციული შინაარსის პოსტის გავრცელება პარტიის მიერ „ღირსების მარშის“ მიმართ ღიად გამოხატულ მხარდაჭერას უკავშირდება. 

5 ივლისს „ევროპულმა საქართველომ“ განაცხადა, რომ „ღირსების მარშს“ შეუერთდება. „ღირსების მარშის" მხარდაჭერა პრინციპული საკითხია. ჩვენი ვალდებულებაა დავიცვათ გამოხატვის თავისუფლება და არავის მივცეთ ძალადობისა და ძალადობისკენ მოწოდების შესაძლებლობა. ჰომოფობია ჩვენი საზოგადოების მძიმე გამოწვევაა, რადგან სექსუალური და გენდერული უმცირესობის წარმომადგენლებს ძალადობისა და შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება. ჩვენი ვალია დავიცვათ ჩაგრულთა უფლებები.

ეს არა მხოლოდ ამ უმცირესობების, არამედ თითოეული ჩვენგანის თავისუფლებისა და ღირსების საკითხია. ფაშისტური ძალების წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია, ამ ძალების აბსოლუტური უმრავლესობა პუტინისტურია და საქართველოში რუსულ ინტერესებს ემსახურება. 

ეს ძალები საქართველოს ხელისუფლების წახალისებითა და მხარდაჭერით მოქმედებენ, ამიტომ პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” ეკისრება. საზოგადოებამ უნდა აიძულოს მთავრობა დროულად შეზღუდოს ისინი“ - აღნიშნულია პარტიის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

რაც შეეხება Facebook-მომხმარებელ კახაბერ კობახიძეს, მის მიერ Facebook-ზე გაზიარებული პოსტების შინაარსიდან ირკვევა, რომ ის მოძრაობა „ქართული მარშის“ მხარდამჭერია.

--------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
გიორგი კანდელაკი
იდენი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა