• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ვაქცინები აუტიზმს იწვევს

დეზინფორმაცია: ვაქცინები აუტიზმს იწვევს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

31/05/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: ვაქცინები აუტიზმს იწვევს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს ვაქცინები აუტიზმს იწვევს. vaxxinfo.ge-მ დეზინფორმაციული შინაარსის სტატია სათაურით „აუტიზმი - აცრის ანოტაციაში“ 2019 წელს გამოქვეყნდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ  ვაქცინა Tripedia   (DTaP - დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა) ანოტაციაში გვერდითი მოვლენების ჩამონათვალში არის ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომი (SIDS) და აუტიზმი.  

მტკიცება, რომ ვაქცინა აუტიზმს იწვევს, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია. ვაქცინებსა და აუტისტურ დარღვევებს შორის კავშირი არ არსებობს, რაც შესაბამისი რეცენზირებული კვლევებით დასტურდება. რეალურად, ვაქცინა მედიცინის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა და ის მილიონობით ადამიანს ისეთი მძიმე ინფექციური დაავადებებისგან და მისგან გამოწვეული სიკვდილისგან იცავს, როგორებიცაა: პოლიომილიტი, წითელა, წითურა, ყივანახველა, ტეტანუსი, დიფტერია, ჩუტყვავილა, ყბაყურა, ცოფი, B ჰეპატიტი, გრიპი და ა.შ. 

2005  წლის Tripedia-ს  ვაქცინის ანოტაციაში, გვერდითი მოვლენების სიაში აუტიზმი  და უეცარი  სიკვდილი მოხსენიებულია, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია შეგროვებულია მოხალისეობრივად და მეცნიერული მტკიცებულებებს არ ეფუძნება.  ვაქცინასა და აღნიშნულ მოვლენების შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ დგინდება. 

აღსანიშნავია, რომ ვაქცინის არასასურველი მოვლენის შესახებ ინფორმაციის სისტემის (VAERS) საშუალებით ყველას (ექიმები, პაციენტები, ოჯახის წევრები) შეეძლო განცხადების შევსება და მათ არ სჭირდებოდათ მტკიცებულება იმის შესახებ, რომ გვერდითი მოვლენა ვაქცინით იყო გამოწვეული. 2006 წელს FDA-ს მიერ ვაქცინების მარკირების წესი შეიცვალა და გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი კონკრეტულ სამეცნიერო მტკიცებულებებს ეფუძნება. თუ ვაქცინაციის შემდგომ დაფიქსირებულ მოვლენასა და ვაქცინას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობს, მხოლოდ მაშინ განიხილება, როგორც ვაქცინის გვერდითი მოვლენა. 

აქვე აღსანიშნავია, რომ ვაქცინა Tripedia-ს  წარმოება Sanofi Pasteur-მა 2011 წელს შეწყვიტა. 

Tripedia-ს  ვაქცინის ანოტაციასთან დაკავშირებით მანიპულაციური და დეზინფორმაციული გზავნილები გლობალურად გავრცელდა (იხილეთ ამ თემაზე politifact-ისა და Factcheck.org-ის გადამოწმებული ინფორმაცია).

მითი, რომ ვაქცინა ბავშვებში აუტიზმის რისკს ზრდის, ბრიტანელი ექიმის ენდრიუ უეიკფილდის კვლევას უკავშირდება, რომელიც 1998 წელს პრესტიჟულ სამედიცინო ჟურნალ „The Lancet“  გამოქვეყნდა. კვლევის თანახმად, წითელა, წითურა, ყბაყურას (measles, mumps, rubella - MMR) საწინააღმდეგო ვაქცინა ბრიტანელ ბავშვებში აუტიზმით დაავადების რისკს ზრდიდა. თუმცა, მოგვიანებით აღნიშნული ნაშრომი დისკრედიტირებულ იქნა სერიოზული პროცედურული შეცდომების, დადგენილი ფინანსური ინტერესთა კონფლიქტისა და ეთიკური დარღვევების გამო. ენდრიუ უეიკფილდმა სამედიცინო ლიცენზია დაკარგა და სტატია ჟურნალიდანაც ამოიღეს. ჰიპოთეზა, რომ ვაქცინები აუტიზმს იწვევდა, რამდენიმე სერიოზული კვლევის სახით გადამოწმდა და რაიმე კავშირი ვაქცინასთან და აუტიზმის განვითარების ალბათობას შორის არ დადგენილა.

CDC-ის თანახმად, არსებობს  სამეცნიერო მტკიცებულებები, რომ აუტიზმი  მუცლად ყოფნის პერიოდში, მშობიარობისას ან დაბადებისთანავე ვითარდება. აღნიშნული ფაქტი კი,  აცრასა და აუტისტურ დარღვევებს შორის კავშირს, გამორიცხავს.

------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
პოლიციის დღე
კოვიდსტატისტიკა
აუტიზმი
თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა