• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: კოვიდრეგულაციების წინააღმდეგ კანადაში აქცია გაიმართა

დეზინფორმაცია: კოვიდრეგულაციების წინააღმდეგ კანადაში აქცია გაიმართა

ვერდიქტი: მანიპულირება

07/05/2021
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: კოვიდრეგულაციების წინააღმდეგ კანადაში აქცია გაიმართა

ვერდიქტი: მანიპულირება

2021 წლის 4 მაისს, Facebook-მომხმარებელმა Giorgi Giorgadze-მ პოსტი გამოაქვეყნა წარწერით - „კოვიდის რეგულაციების წინააღმდეგ. მონრეალი კანადა“. პოსტმა მალე 234 რეაქცია, 69 კომენტარი და 1,100-ზე მეტი გაზიარება დააგროვა. 

 

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ მონრეალში 2021 წლის 2 მაისს არც კოვიდრეგულაციებთან და არც რაიმე სხვა საკითხთან დაკავშირებული აქცია არ გამართულა. მიუხედავად ამისა, Facebook-ზე წარმოდგენილი ფოტო რეალურია, თუმცა ის 2018 წლის 24 მარტს, ვაშინგტონშია გადაღებული. 

სინამდვილეში, 2018 წლის 24 მარტს, ვაშინგტონში ათასობით ადამიანის მონაწილეობით აქცია „მარში ჩვენი სიცოცხლისთვის“( March for Our Lives) - იარაღზე კონტროლის გამკაცრების მოთხოვნის მიზნით, გაიმართა.  აღნიშნული ღონისძიება, 2018 წლის თებერვალში, ფლორიდის შტატის ქალაქ პარკლენდის სკოლაში (Marjory Stoneman Douglas High School) მომხდარი სროლის გამოძახილი იყო, რომლის შედეგადაც 17 ადამიანი გარდაიცვალა და 20-მდე ადამიანი დაშავდა. ერთი თვის თავზე, სროლის შედეგად დაღუპული ადამიანების საპატივსაცემოდ და იარაღზე არსებული კანონმდებლობის რეფორმირების მოთხოვნით, 2018 წლის მარტში, დაახლოებით მილიონმა მოსწავლემ ქვეყნის მასშტაბით მასობრივი მსვლელობა მოაწყო, მათ ხალხი სხვადასხვა ქალაქიდანაც უერთდებოდა. როგორც ზემოთ აღინიშნა, Facebook-მომხმარებლის პოსტში წარმოდგენილი ფოტო, სწორედ ამ აქცია-პროტესტს ასახავს და არა კოვიდრეგულაციების წინააღმდეგ გამართულ მანიფესტაციას. 

აქვე, აღსანიშნავია, რომ Facebook-ზე განთავსებული პოსტის კომენტარებში (ფოტო1, ფოტო 2), სხვადასხვა მომხმარებელი წერს, რომ პოსტში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მიუხედავად ამისა, ავტორი პოსტს არ არედაქტირებს. 

 

(ფოტო 1 )

(ფოტო 2 )

ამრიგად, Facebook- მომხმარებლის მიერ განთავსებული პოსტი, თითქოს კანადაში 2 მაისს კოვიდრეგულაციების წინააღმდეგ აქცია გაიმართა, სიმართლეს არ შეესაბამება. ის რეალურად, 2018 წელს, აშშ-ში გამართული აქციის ფოტოთი მანიპულირებას წარმოადგენს და მიზნად მომხმარებლის განზრახ შეცდომაში შეყვანას ისახავს. 

-------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
Natia Colussi
კოვიდრეგულაციები
საბა ბუაძე
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა