• ჩვენ შესახებ
    1. მეთოდოლოგია
    2. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ 24 საათიანი კარანტინის დაწესების მომხრეა

დეზინფორმაცია: ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ 24 საათიანი კარანტინის დაწესების მომხრეა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

19/04/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ 24 საათიანი კარანტინის დაწესების მომხრეა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-ზე აქტიურად ვრცელდება sportvideos.ge-ზე 2021 წლის 13 აპრილს  გამოქვეყნებული  დეზინფორმაციის შემცველი სტატია. სტატიაში მოყვანილია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის გაყალბებული ციტატა,  თითქოს მინისტრი მესამე ტალღის მოახლოების გამო, 24 საათიანი კარანტინის დაწესების მომხრეა. 

 

აღსანიშნავია, რომ თითქმის იდენტური სტატია ეკატერინე ტიკარაძის განცხადების შესახებ, იდენტური სათაურით - „ტიკარაძე: "მომხრე ვარ 24 საათიანი კარანტინის... ასეც მოვიქცევით" 2020 წლის 3 მაისს Netsport.ge-ზეც გამოქვეყნდა. ორივე სტატიაში 24 საათიანი კარანტინის შესახებ იდენტური განცხადებებია მოყვანილი. მათ შორის ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ 2020 წლის 5 მაისს netsport.ge -ზე გამოქვეყნებულ სტატიაში,  გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვზეა საუბარი:  "ამ ეტაპზე ძალიან რთულადაა საქმე, ვინაიდან უკვე კორონავირუსით მეცხრე ადამიანი გარდაიცვალა. ამას არ ველოდით. ახლა დროა ყველაფერზე დავფიქრდეთ და გადაწყვეტილება მივიღოთ. შესაძლოა ყველაფერი გამკაცრდეს ისიც თქვენთვის." 2021 წლის 13 აპრილს Sportvideos.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში, ზემოთ აღნიშნულ წინადადებაში გარდაცვლილ ადამიანთა შესახებ ინფორმაცია მესამე ტალღის შესახებ ინფორმაციითაა შეცვლილი: „ამ ეტაპზე არც ისე მარტივადაა საქმე, ვინაიდან უკვე მესამე ტალღას ველოდებით. ახლა დროა ყველაფერზე დავფიქრდეთ და გადაწყვეტილება მივიღოთ. შესაძლოა ყველაფერი გამკაცრდეს ისიც თქვენთვის."

სინამდვილეში, 2020 და 2021 წლის სტატიებში მოყვანილი ციტატები ყალბია. ეკატერინე ტიკარაძეს  24 საათიანი კარანტინის შესაძლო დაწესების შესახებ განცხადება არასდროს გაუკეთებია. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2021 წლის 23 მარტს „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის შემდგომ ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, ასევე იმავე დღეს, ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, შესაძლო მესამე ტალღის რისკების შესახებ ისაუბრა, თუმცა კარანტინის ან სხვა რაიმე კონკრეტული აკრძალვების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. 

გავრცელებული დეზინფორმაცია გამოქვეყნების დღესვე აღნიშნულ Facebook-ჯგუფებსა და გვერდებზე  გაზიარდა:  უცნობი ფაქტები; საგიჟეთი ; Z sport ; გაზაფხულდება. 

 

------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე

თეგები:
ეკატერინე ტიკარაძე
24-საათიანი
კარანტინი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 6 თვეში ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადების ზრდის ტემპი 23%-დან 6%-მდე შემცირდა

    6 თვეში ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • თურქეთი №1 სავაჭრო პარტნიორი და მნიშვნელოვანი ინვესტორია

    თურქეთი №1 სავაჭრო პარტნიორი და მნიშვნელ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ მოაწერა ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით წერია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაიწყო - ცხინვალის დაბომბვით

    სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ მოაწერა ხელი...

    მანიპულირება
    განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა