• ჩვენ შესახებ
  • გუნდი
  • მეთოდოლოგია
  • პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში საქართველოს  კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ისა და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას, გაყალბებული ციტატები ვრცელდება

სოციალურ ქსელში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ისა და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას, გაყალბებული ციტატები ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

06/04/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში საქართველოს  კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ისა და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას, გაყალბებული ციტატები ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი: 

Facebook-გვერდი - „საქართველო“ – 2021 წლის 6 აპრილს საქართველოს  კათოლიკოს- პატრიარქის, ილია II-ისა და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას, გაყალბებულ ციტატებს აქვეყნებს. გავრცელებული პოსტის თანახმად, პატრიარქმა კომენდანტის საათი უარყოფითად შეაფასა და განაცხადა, რომ ის არა ვირუსის შეკავებას, არამედ ქართველი ხალხის დამონებას ემსახურება. Facebook-გვერდი ირწმუნება, რომ პატრიარქის ამ განცხადებას გიორგი გახარიაც დაეთანხმა და აღიარა, რომ კომენდანტის საათის დაწესებაში თავის პასუხისმგებლობასაც ხედავს: „ვაღიარებ, რომ კომენდანტის საათის დაწესება იყო შეცდომა, რის გამოც ბოდიშს ვიხდი ქართველი ხალხის წინაშე“. გვერდი მეტი დამაჯერებლობისთვის ტელეკომპანია „იმედის“ დიზაინს იყენებს.

 

აღნიშნულმა Facebook-გვერდმა ყალბი ამბავი ილია II-ის შესახებ 2021 წლის 4 აპრილსაც გაავრცელა. 5 აპრილს „საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა“ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას კომენდანტის საათისა და შეზღუდვების გაუქმების შესახებ ისაუბრა, უარყო:

 

რაც შეეხება ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებას, აღნიშნული ციტატაც ყალბია. არც ტელეკომპანია „იმედთან“ და არც სხვა მედიასთან მსგავსი განცხადება გიორგი გახარიას არ გაუკეთებია. ტელეკომპანია „იმედის“ პოსტში გამოყენებული დიზაინი ფოტომანიპულაციის შედეგია:

შესაბამისად, Facebook-გვერდის - „საქართველო“ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ილია II და გიორგი გახარია კომენდანტის საათს უარყოფითად აფასებენ, არის ყალბი ამბავი. 

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
20-21 ივნისის მოვლენები
პატრიარქი
გაყალბებული ციტატა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ მოაწერა ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით წერია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაიწყო - ცხინვალის დაბომბვით

    სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ მოაწერა ხელი...

    მანიპულირება
    განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
  • [ბათუმის საკრებულოში] ოთხი წლის განმავლობაში, ღია კარის სხდომის მოწვევა ვერ მოხერხდა

    [ბათუმის საკრებულოში] ოთხი წლის განმავლო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • ჰელსინკიში მთელი წლის განმავლობაში არ მომხდარა არცერთი ავარია, რომელიც მსხვერპლით დამთავრდა. შარშან ფინეთში ავტოავარიის დროს დაიღუპა 171 ადამიანი, საქართველოში 444

    ჰელსინკიში მთელი წლის განმავლობაში არ მო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა