• ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მეთოდოლოგია
  • პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ჯონ კენედიმ მოსახლეობას ამერიკელთა დამონების გეგმის შესახებ ამცნო

დეზინფორმაცია: ჯონ კენედიმ მოსახლეობას ამერიკელთა დამონების გეგმის შესახებ ამცნო

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

30/03/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: ჯონ კენედიმ მოსახლეობას ამერიკელთა დამონების გეგმის შესახებ ამცნო

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

24 მარტს Facebook-ანგარიშმა „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანებმა“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამერიკის პრეზიდენტის ჯონ ფიცჯერალდ კენედის ფოტო და თანდართული ციტატა არის მოცემული: „არსებობს შეთქმულება ამ ქვეყანაში, რომ დაიმონონ ყოველი კაცი, ქალი და ბავშვი. სანამ ამ მაღალ და დიდებულ კაბინეტს დავტოვებ, ვაპირებ ვამხილო ეს შეთქმულება“. პოსტის ავტორის თანახმად, კენედიმ ციტატა მის მკვლელობამდე 7 დღით ადრე წარმოთქვა. 

ციტატის ინგლისური ვერსია სოციალურ ქსელებში 2019 წლიდან ცირკულირებს. მისი ნამდვილობა 2019 წელს ფაქტების გადამმოწმებელმა პლატფორმამ - Politifact-მა, 2020 წელს კი Reuters-მა გადაამოწმა. დეტალების გასარკვევად Politifact ჯონ  კენედის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას დაუკავშირდა. ბიბლიოთეკის არქივის წარმომადგენლის, სტეისი ჩენდლერის თანახმად, მათ ციტატასთან დაკავშირებული კითხვებით ხშირად მიმართავენ. სხვადასხვა ვერსიის მიხედვით, კენედიმ აღნიშნული სიტყვები გარდაცვალებამდე 7 დღით ადრე, 1963 წლის 15 ნოემბერს კოლუმბიის უნივერსიტეტში გამოსვლის დროს წარმოთქვა. მეორე ვარიანტის თანახმად, პრეზიდენტმა ციტატა 1963 წლის 12 ნოემბერს გააჟღერა. ჯონ ფ. კენედის  სახელობის ბიბლიოთეკის არქივში შენახულია კენედის სიტყვით გამოსვლის ჩანაწერები. ბუნებრივია, მათ შორის არის პრეზიდენტის მკვლელობამდე (1963 წლის 22 ნოემბერი) 7 დღით ადრე გაკეთებული ყველა საჯარო გამოსვლის და განცხადების ტექსტი. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, კენედი, მის მკვლელობამდე (1963 წლის 22 ნოემბერი) 7 დღით ადრე, შესაბამისად, 15 ნოემბერს, სიტყვით გამოვიდა ქალაქ ნიუ-იორკში,  „ამერიკის შრომის ფედერაციისა და ინდუსტრიული ორგანიზაციების კონგრესის“ (AFL-CIO) ყრილობაზე და ასევე „ახალგაზრდული კათოლიკური ორგანიზაციის“ ეროვნულ კრებაზე. კენედის სიტყვის ბეჭდური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებეზე: ბმული 1, ბმული 2. არცერთ ამ ჩანაწერში ზემოთ მოცემული ციტატა ან მიახლოებული შინაარსის განცხადება არ ფიგურირებს. გარდა ამისა, ჩენდლერმა Politifact-თან განაცხადა, რომ ბიბლიოთეკამ სხვადასხვა ხერხით სცადა ციტატის ავთენტურობის გადამოწმება. შეამოწმა ჟურნალ-გაზეთების სხვა წლების ნომრებიც, კალიფორნიის უნივერსიტეტში პრეზიდენტის გამოსვლების ჩანაწერები, თუმცა ციტატის კვალი არცერთ წყაროში არ აღმოჩენილა. 

შესაბამისად, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მკვლელობამდე შვიდი დღით ადრე ჯონ კენედიმ მოსახლეობას ამცნო ამერიკელთა  დამონების გეგმის შესახებ, რომელსაც იგი თანამდებობის დატოვებამდე გაამჟღავნებდა. 

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ექვსი წლის წინ ივანიშვილმა თქვა, რომ პირად რესურს გაიღებდა წყალტუბოს ეკონომიკურ-ტურისტული რეაბილიტაციისთვის, მაგრამ ექვსი წლის თავზე მას არც ერთი სასტუმრო არ გამოუსყიდია

    ექვსი წლის წინ ივანიშვილმა თქვა, რომ პირ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • თბილისის მე-11 სკოლის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2025-2026 სასწავლო წელს, ჯერ მხოლოდ პირველი სართულის რკინა-ბეტონის კონსტრუქციაა ამოყვანილი, მოსწავლეების ტრანსპორტირებაზე 4 მლნ ლარი დაიხარჯა

    თბილისის მე-11 სკოლის მშენებლობა უნდა და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • გრიგოლეთი ქობულეთის გზის მშენებლობა, რომელიც დროში ისედაც გაჭიანურებული იყო, საერთოდ შეჩერდა, რადგან მიმწოდებელს ხელშეკრულება შეუწყდა

    გრიგოლეთი ქობულეთის გზის მშენებლობა, რომ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა