• ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მეთოდოლოგია
  • პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ზუგდიდში ექიმის ვაქცინაცია დადგმულია

დეზინფორმაცია: ზუგდიდში ექიმის ვაქცინაცია დადგმულია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

15/03/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: ზუგდიდში ექიმის ვაქცინაცია დადგმულია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

13 მარტს საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის - Oxford-Astrazeneca-ს პირველი პარტია, 43 200 დოზა მიიღო. ვაქცინა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდა და 15 მარტიდან ექიმების ვაქცინაცია დაიწყო. აცრის პირველი მაგალითების გაშუქებას ვაქცინის გარშემო დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების გავრცელება მოჰყვა.

Facebook-მომხმარებელმა Larisa Tsitlanadze-მ 15 მარტს ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ზუგდიდში ექიმ ლანა უბილავას Astrazeneca-თი ვაქცინაცია არის ასახული. Larisa Tsitlanadze-ის თქმით, ნემსის წვერი ფლაკონზე არასწორ ადგილასაა მოთავსებული და შესაბამისად, ექიმი ფლაკონიდან წამალს არ იღებს. ვიდეო-მასალა Facebook-სივრცეში სწრაფად გავრცელდა. ვიდეო პარტია „საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილმა, ასევე Facebook-მომხმარებლებმა თორნიკე ბაჯელიძემ, მაია დვალიძემ, ნი მფამ და გვერდმა „ახალგაზრდული“ გამოაქვეყნეს. Facebook-მომხმარებლები წერენ, რომ ექიმი ვაქცინას გაუხსნელი ფლაკონიდან იღებს და მას შპრიცში სხვა სითხე წინასწარ ჰქონდა გამზადებული.

ვიდეოს ორიგინალი წყაროა ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

წყარო: რუსთავი 2

როგორც „რუსთავი 2“-ის, ისე Facebook-მომხმარებლების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ უკეთებს ექთანი ექიმ ლანა უბილავას მკლავზე სითხით სავსე შპრიცს. გარდა ამისა, მტკიცება, რომ ექთანი ვაქცინას გაუხსნელი ფლაკონიდან იღებს სიმართლეს არ შეესაბამება. ვაქცინა მოთავსებულია ფლაკონში, რომელიც ჰერმეტულადაა დახურული რეზინით და გარე თხელი ლითონის ფურცლით. იმისთვის, რომ ვაქცინამ სრულად შეინარჩუნოს სტერილურობა და ასევე შპრიცით ამოღების დროს უზრუნველყოფილი იყოს მისი ზუსტი დოზირება, ვაქცინის ფლაკონის თავსახურის მოხსნა არ ხდება. ნემსის წვერით რეზინის ბარიერი პირდაპირ ირღვევა და ვაქცინა ნემსში ამოიტუმბება.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ექვსი წლის წინ ივანიშვილმა თქვა, რომ პირად რესურს გაიღებდა წყალტუბოს ეკონომიკურ-ტურისტული რეაბილიტაციისთვის, მაგრამ ექვსი წლის თავზე მას არც ერთი სასტუმრო არ გამოუსყიდია

    ექვსი წლის წინ ივანიშვილმა თქვა, რომ პირ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • თბილისის მე-11 სკოლის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2025-2026 სასწავლო წელს, ჯერ მხოლოდ პირველი სართულის რკინა-ბეტონის კონსტრუქციაა ამოყვანილი, მოსწავლეების ტრანსპორტირებაზე 4 მლნ ლარი დაიხარჯა

    თბილისის მე-11 სკოლის მშენებლობა უნდა და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • გრიგოლეთი ქობულეთის გზის მშენებლობა, რომელიც დროში ისედაც გაჭიანურებული იყო, საერთოდ შეჩერდა, რადგან მიმწოდებელს ხელშეკრულება შეუწყდა

    გრიგოლეთი ქობულეთის გზის მშენებლობა, რომ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა