• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: მანიპულაციური ვიდეო - კორონავირუსი დადგმული პანდემიაა

დეზინფორმაცია: მანიპულაციური ვიდეო - კორონავირუსი დადგმული პანდემიაა

ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება

15/03/2021
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

2021 წლის 11 მარტს, Facebook-ჯგუფში „ნანოტექნოლოგია (COVID-19_ში) იცოდე რას ირჩევ!“ ვიდეო გამოქვეყნდა წარწერით- „ასე იქმნება ტანჯული ექიმები“. ვიდეოში ასახულია საავადმყოფოს მსგავს დაწესებულებაში მიმდინარე ვიდეოგადაღება, კამერებით და სამედიცინო ფორმებში გამოწყობილი მსახიობებით. აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა იმის დამამტკიცებელ საბუთად, რომ კორონავირუსის პანდემია მსახიობების მიერ გათამაშებული ფილმია, რომელსაც სატელევიზიო სტუდიებსა თუ პავილიონებში იღებენ. სინამდვილეში, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ფაქტებით მანიპულირებაა და ის არ ამტკიცებს, რომ კორონავირუსის პანდემია სატელევიზიო პავილიონებშია დადგმული და გადაღებული.

აღნიშნული ვიდეო Facebook-ისა და Twitter-ის პლატფორმებზე გავრცელდა, ის სათაურით - „როგორი მარტივია ადამიანთა რასით მანიპულირება“ (How to Easily manipulate the human race) youtube-ზეც იძებნებოდა, თუმცა ამჟამად იგი ხელმისაწვდომი აღარ არის.

Twitter.com

Youtube.com

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ადგილი, რომელიც საავადმყოფოს ან ფილმის გადასაღებ პავილიონში მოწყობილ სამედიცინო დაწესებულებას ძალიან ჰგავს. ასევე, კადრებში ჩანს მამაკაცი, რომელიც სამედიცინო ტანისამოსში გამოწყობილ პირებს მითითებებს აძლევს. ასევე ისმის, თუ როგორ იძახის ეს მამაკაცი „action”-ს, შემდეგ კადრში ჩნდება კამერა და სამედიცინო ტანსაცმელში გამოწყობილი ორი ადამიანი, რომელსაც საკაცეზე დაწვენილი პირი გადაჰყავს. ვიდეოს იდენტიფიცირება მისი დაბალი ხარისხის გამო საკმაოდ რთული იქნებოდა, რომ არა ორი პატარა დეტალი - ვიდეოში ებრაული საუბარი ისმის და ასევე ერთ კადრში ზურგით მდგომი ექიმის ტანისამოსზე ებრაულ წარწერას ვხედავთ - „საკაცის მატარებელი/გადამტანი“. სწორედ ამ დეტალების დახმარებით, ფაქტების გადამმოწმებელმა პლატფორმამ France info-მ ივარაუდა, რომ ვიდეო ისრაელში უნდა ყოფილიყო გადაღებული.

France info ისრაელში რამდენიმე საავადმყოფოს დაუკავშირდა და დაადგინა, რომ ვიდეო კონკრეტულად ქალაქ ბერ-იაკოვში, შამირის სამედიცინო ცენტრში, იგივე ასაფ ჰა-როფეს საავადმყოფოში (Shamir Medical Cennte- Assaf Harofeh) 2021 წლის 3-4 მარტს არის გადაღებული. აღნიშნული ფაქტი ამავე საავადმყოფოს სპიკერმა ლიად ავიელმაც დაადასტურა.

როგორც თავიდანვე სავარაუდო იყო, კონკრეტულ ვიდეოს პანდემიის სიმულაციურ დადგმასთან არავითარი კავშირი არ აქვს. რეალურად, Shamir Medical Centre-ის საავადმყოფოს სპიკერის განმარტებით, გავრცელებული ვიდეო კომერციული ვიდეორგოლის გადაღების პროცესს ასახავს, რომელსაც იმ ფაქტის სადემონსტრაციოდ იღებდნენ, რომ საავადმყოფოს პარკინგის გადაკეთება ე.წ. emergency განყოფილებად თავისუფლად არის შესაძლებელი. ეს პროექტი შამირის სამედიცინო ცენტრის მიწისქვეშა სადგომზე განსათავსებელ 150-საწოლიან გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის კომპლექსს ეხება, რომელიც საგანგებო სიტუაციების დროს (Covid-19-ის პანდემია) პაციენტებისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველსაყოფად შეიქმნა. Shamir Medical Centre-ის საავადმყოფოს სპიკერმა France Info-სთან მწუხარება გამოხატა, რომ მსგავსს ფაქტებს, ვიდეოებს, ფოტოებს თუ კომერციულ რეკლამებს, გარკვეული ადამიანები შეთქმულების თეორიებთან აკავშირებენ.

აღნიშნული გადაუდებელი სამედიცინო კომპლექსის გეგმის შესახებ ინფორმაცია Shamir Medical Centre-ის საიტზეც არის განთავსებული. დასახელებულ პროექტზე ისრაელის რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომაც დაწერა. საავადმყოფოს დირექტორმა ოსნატ ლევზიონ-კორაჩმა ისრაელის National News-თან ჯერ კიდევ 2020 წლის 19 ივლისს განაცხადა, რომ საავადმყოფოს ავტოსადგომის გადაუდებელ სამედიცინო დაწესებულებად გადაკეთების შესაძლებლობა, საავადმყოფოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის უპირატესობას მისცემდა.

წყარო: shamir.org

როგორც Knack-ის ფაქტების გადამმოწმებელი ბელგიური პლატფორმა წერს, ჯერჯერობით საავადმყოფოს კომერციული ვიდეო ინტერნეტსივრცეში არ არის განთავსებული. ვინაიდან და რადგანაც, ვიდეოს ჯერ კიდევ 3-4 მარტს იღებდნენ, სავარაუდოდ, ვიდეორგოლი მომზადების პროცესშია.

ამრიგად, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ვიდეო კომერციული ვიდეორგოლის გადაღების პროცესს ასახავს, რომელიც ისრაელის ერთ-ერთი საავადმყოფოს ავტოსადგომზე საგანგებო მდგომარეობის დროს სამედიცინო კომპლექსის განთავსების შესაძლებლობას გამოხატავს და არა იმას, რომ კორონავირუსის პანდემია მსახიობების მიერ გადასაღებ მოედნებზე გათამაშებული აფიორაა.

მომზადებულია ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმის Knack-ის სტატიის მიხედვით.

---------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
QR კოდი
დამოუკიდებლობა
ქოლგეითი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა