• ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მეთოდოლოგია
  • პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში „საქართველოს ბანკის“ ინოვაციის, „ღიმილით გადახდის“, შესახებ ყალბი ამბავი ვრცელდება

სოციალურ ქსელში „საქართველოს ბანკის“ ინოვაციის, „ღიმილით გადახდის“, შესახებ ყალბი ამბავი ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

10/03/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში „საქართველოს ბანკის“ ინოვაციის, „ღიმილით გადახდის“, შესახებ ყალბი ამბავი ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-მომხმარებელი ვალერი გოგნაძე სოციალურ ქსელში ყალბი ინფორმაციის შემცველ ვიდეოს აქვეყნებს, აღწერით, ნახეთ ცოცხალი კადრები ავლაბარია თუ სამასი არაგველი დავაზუსტებ მაგასაც. ნახეთ წეღან რაზეც ვსაუბრობდი, ვისაც არ გჯერათ“. გავრცელებულ ვიდეოში მამაკაცი ავლაბრის მეტროში იმყოფება და ყალბ განცხადებას აკეთებს: „აი, ეს აპარატია, ღიმილით იხდი თანხას, გაუღიმებ და ღიმილით ჯოჯოხეთში, სკანერი შუბლზე კითხულობს შტრიხ-კოდს“. Facebook-მომხმარებელი მის მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში ასევე ამტკიცებს, რომ მეტრო გაჩერებული სწორედ ამ მიზნით იყო, თუმცა ყველა მეტროსადგურში მსგავსი აპარატის დამონტაჟება ვერ მოასწრეს.

სინამდვილეში, აღნიშნული აპარატი „საქართველოს ბანკის“ 2019 წლის ერთ-ერთ ინოვაციას- „ღიმილით გადახდას“ - წარმოადგენს. მთელ რეგიონში პირველად, „საქართველოს ბანკის“ მომხმარებელს მიეცა საშუალება, მეტროთი მგზავრობისას და ბანკომატიდან ფულის გამოტანისას კამერის იდენტიფიკატორის, ე.წ. Face Recognition-ით, ესარგებლა. უფრო კონკრეტულად, აღნიშნულ აპარატს ვინაობის დადგენა ფიზიკური ბარათის გარეშე, მხოლოდ ადამიანის სახის ამოცნობით, შეუძლია. „ღიმილით გადახდა“ უსაფრთხო, მარტივი და სწრაფია.

„ღიმილით გადახდის“ სერვისის სარგებლობისთვის აუცილებელია, მომხმარებელს „საქართველოს ბანკის“ Visa, Mastercard ან American Express ბარათი ჰქონდეს. პირმა „საქართველოს ბანკის“ მობაილ ბანკში ე.წ. „სელფი“ უნდა გადაიღოს და ის მის სასურველ ბარათს დაუკავშიროს. მას შემდეგ, რაც მონაცემთა ბაზაში „სელფი“ აისახება, პირი სერვისით - ღიმილით გადახდით - ისარგებლებს. შესაბამისად, გადახდის აპარატი მომხმარებელს არა შუბლზე არსებული შტრიხკოდით, არამედ მის მიერ გადაღებული ფოტოთი „ცნობს“. აღსანიშნავია, რომ სახის ამოცნობის სისტემა, როგორც დაბლოკილ მოწყობილობაში შესვლის საშუალება, არაერთ თანამედროვე ტექნოლოგიაში გვხვდება.

აღნიშნული სისტემა სრულიად დაცული და უსაფრთხოა. „საქართველოს ბანკის“ განცხადებით, პროდუქტის დანერგვამდე უსაფრთხოებისა და პერსონალური მონაცემების დაცვას დიდი ყურადღება მიექცა. სისტემაში ბიომეტრიული მონაცემები მხოლოდ დაშიფრული სახით ინახება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფოტოს გადაღების შემდეგ აღნიშნული სურათი ციფრულ ფორმატში გადადის, ხოლო თავად სურათი იშლება. ციფრული ფორმატიდან კი რეალური სურათის აღდგენა შეუძლებელია.

რაც შეეხება Facebook-მომხმარებლის მტკიცებას, რომ მეტრო სწორედ შტრიხკოდით გადასახდელი აპარატის დამონტაჟებისთვის იყო გაჩერებული, ასევე ყალბია. 2019 წლის პირველი ივლისიდან 2020 წლის 21 სექტემბრამდე მეტროპოლიტენი მგზავრებს შემცირებული სამუშაო გრაფიკით ემსახურებოდა, თუმცა არ გაჩერებულა. ამ პერიოდში მეტროს ვაგონების, ძალოვანი კაბელებისა და გამნიავებელი სისტემების შეცვლა მიმდინარეობდა. რაც შეეხება 2020 წლის 31 მარტიდან 29 მაისამდე პერიოდს, ამ დროს ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები დაწესდა. უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით გადაადგილება აიკრძალა. ამავე მიზეზით აიკრძალა მეტროპოლიტენის მუშაობა 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 8 თებერვლამდე. მეტროპოლიტენის არცერთ შეფერხებასა და გაჩერებას „საქართველოს ბანკის“ მიერ დანერგილ „ღიმილით გადახდის“ აპარატების მონტაჟთან კავშირი არ აქვს.

შესაბამისად, Facebook-მომხმარებლის მტკიცება, რომ თბილისის მეტროსადგურებში ღიმილით გადახდა შუბლზე არსებული შტრიხკოდითაა შესაძლებელი, ხოლო მეტროები ამ მიზეზით იყო გაჩერებული, ყალბი ამბავია და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. გადახდის აპარატი მომხმარებელს არა შუბლზე არსებული შტრიხკოდით, არამედ მის მიერ გადაღებული, სისტემაში ატვირთული ფოტოთი „ცნობს“.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

ყალბი ამბავი გამოგვიგზავნა ფაქტ-მეტრისა და მოხალისეთა ჰაბის ერთობლივი პროექტის, "მოხალისე ფაქტჩეკერის" მონაწილემ, მელანო ბერიძემ.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ექვსი წლის წინ ივანიშვილმა თქვა, რომ პირად რესურს გაიღებდა წყალტუბოს ეკონომიკურ-ტურისტული რეაბილიტაციისთვის, მაგრამ ექვსი წლის თავზე მას არც ერთი სასტუმრო არ გამოუსყიდია

    ექვსი წლის წინ ივანიშვილმა თქვა, რომ პირ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • თბილისის მე-11 სკოლის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2025-2026 სასწავლო წელს, ჯერ მხოლოდ პირველი სართულის რკინა-ბეტონის კონსტრუქციაა ამოყვანილი, მოსწავლეების ტრანსპორტირებაზე 4 მლნ ლარი დაიხარჯა

    თბილისის მე-11 სკოლის მშენებლობა უნდა და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • გრიგოლეთი ქობულეთის გზის მშენებლობა, რომელიც დროში ისედაც გაჭიანურებული იყო, საერთოდ შეჩერდა, რადგან მიმწოდებელს ხელშეკრულება შეუწყდა

    გრიგოლეთი ქობულეთის გზის მშენებლობა, რომ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა