• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: 6 თვიდან 15 წლამდე ბავშვებში ვაქცინის გამოცდას იწყებენ

დეზინფორმაცია: 6 თვიდან 15 წლამდე ბავშვებში ვაქცინის გამოცდას იწყებენ

ვერდიქტი: მცდარი

03/03/2021
მცდარი
განცხადება არაზუსტია
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: 6 თვიდან 15 წლამდე ბავშვებში ვაქცინის გამოცდას იწყებენ

ვერდიქტი: მცდარი

ანალიზი

Facebook-მომხმარებელმა შორე შანიძემ, რომელსაც კორონავირუსთან და მის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით ყალბი ამბავი  აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია,  პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ 6 თვიდან 15 წლამდე ბავშვებში ვაქცინის გამოცდას იწყებენ. პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გავრცელება და გამოხმაურება აქვს.  

 

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ტესტირება ბავშვებში მართლაც იწყება, თუმცა  არა პოსტში დასახელებულ ასაკობრივ კატეგორიაზე. კორონავირუსის საწინააღმდეგო არცერთი ვაქცინის ტესტირება 6 თვიდან ბავშვებში არ იგეგმება.

ასტრაზენეკასა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი ვაქცინის უსაფრთხოების, ძლიერი იმუნური რეაქციის გამომუშავებისა და ზრდასრულებში მაღალი ეფექტიანობის დადასტურების შემდეგ, ვაქცინის გამოცდა ბავშვებსა და ახალგაზრდებშიც იწყება, კონკრეტულად, 6-დან 17 წლამდე. ამ ეტაპისთვის, ასტრაზენეკასა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 18+ ასაკის მოსახლეობისთვისაა დამტკიცებული. ვაქცინის (მეორე ფაზის) გამოცდაში 300 მოხალისე იქნება ჩართული. მოხალისეები ორ კატეგორიაში თანაბარი რაოდენობით გადანაწილდებიან - 6-დან 11 წლამდე და 12-დან 17 წლამდე. მათგან 240 ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ასტრაზენეკას მიერ შექმნილ ვაქცინას მიიღებს, ხოლო დანარჩენი (საკონტროლო ჯგუფი) მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება, რომლის უსაფრთხოება ბავშვებში უკვე დადასტურებულია. აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში ვაქცინის გამოცდის პროცესი 12 თებერვალს დაიწყო და პირველი ვაქცინაციის პროცესი თებერვლის განმავლობაში იყო დაგეგმილი. კვლევაში 16 წლამდე ბავშვის მონაწილეობა მის სურვილსა და მშობლის თანხმობაზეა დამოკიდებული, ხოლო, ჯანმრთელობის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის სახელმძღვანელო მითითებების მიხედვით, 16-17 წლის ახალგაზრდას საკუთარი სურვილითაც შეუძლია კვლევაში მონაწილეობა, თუმცა პირველი ვიზიტის დროს მშობელი/მეურვე უნდა ახლდეს და მშობელი/მეურვე კვლევასთან დაკავშირებულ ინფორმაციასაც მიიღებს. კვლევაში მონაწილეები ეტაპობრივად შეირჩევიან - თავდაპირველად 12-17 წლის მოზარდები. შესაბამისად, უფრო პატარა ასაკის ბავშვებში (6-11 წელი) ვაქცინის გამოცდამდე, 12-17 წლის მოზარდებში ვაქცინის გამოცდის შედეგად მიღებული მონაცემები უკვე განხილული იქნება. ბავშვებში ტესტირებისას იგივე დოზა იქნება გამოყენებული, რაც ზრდასრულებში. ვინაიდან 18-19 წლის თინეიჯერებსა და უფრო ახალგაზრდებს შორის მცირე განსხვავებაა, ოქსფორდის უნივერსიტეტი მოელის, რომ ვაქცინა აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაშიც ეფექტური იქნება.

რაც შეეხება Pfizer-BioNTech-ის ვაქცინას, ის 16+ ასაკის მოსახლეობისთვისაა დაშვებული. Pfizer-ის ვაქცინა 12-დან 15 წლამდე ასაკის 2300 მოხალისეზე გამოიცდება.

მოდერნა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირებას 12-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში იწყებს. კვლევაში 3 ათასი მონაწილე ჩაერთვება, რომელთა ნახევარი - ოთხი კვირის შუალედით, ვაქცინით ორჯერ აიცრება (როგორც ზრდასრულებშია აპრობირებული), ხოლო მეორე ნახევარს, საკონტროლო ჯგუფს, პლაცებო გაუკეთდება.

Johnson & Johnson კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირებას მოზარდებშიც აპირებს, თუმცა კვლევის მასშტაბი და ასაკობრივი კატეგორია ჯერ ცნობილი არაა. კიდევ ერთი ვაქცინა, რომელიც ახალგაზრდებში იტესტება, ჩინური Sinovac Biotech-ის ვაქცინაა (ის ჯერჯერობით, ავტორიტეტული მარეგულირებლების მიერ ლიცენზირებული არაა) და მისი კვლევა ჩინეთში 3-დან 17 წლამდე ბავშვებს მოიცავს. რუსული ვაქცინის, „Sputnik V“-ის, ბავშვებში გამოცდა ჯერ არ დაწყებულა. ამასთან, „Sputnik V“-ის ეფექტურობასთან დაკავშირებით კითხვები ჯერ კიდევ არსებობს. რუსული მედიის ინფორმაციით, „Sputnik V“-მა ბავშვებში ვაქცინის გამოცდის ნებართვა შესაძლოა, მარტში ითხოვოს.

შესაბამისად,  6 თვის ასაკის ბავშვებზე არ იტესტება არათუ ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინები, არამედ ის ვაქცინებიც კი, რომელთა ეფექტურობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ კითხვები არსებობს. შესაბამისად, Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია.

----------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

იაკობ ლაჩაშვილი
იაკობ ლაჩაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა