• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
როგორ მოქმედებს ვაქცინა?

როგორ მოქმედებს ვაქცინა?

აღნიშნული პუბლიკაცია წარმოადგენს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ვაქცინების შექმნისა და განაწილების შესახებ გამოქვეყნებული განმარტებითი სტატიების პირველ ნაწილს.

16/02/2021
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

როგორ მოქმედებს ვაქცინა?

მიკრობები ჩვენს გარშემო არიან, მათ ვხვდებით გარემოში, რომელშიც ვარსებობთ და ასევე, ჩვენს ორგანიზმშიც. მიკრობის მიმღებლობის მქონე ადამიანებში, მავნე მიკრობთან შეხებამ, შესაძლოა, ავადმყოფობა და სიკვდილი გამოიწვიოს.

ადამიანის ორგანიზმს პათოგენებისგან (დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმებისგან) დაცვის მრავალი საშუალება გააჩნია. კანი, ლორწო და წამწამები (მიკროსკოპული ზომის თმები, რომლებიც ფილტვებს უცხო სხეულებისგან იცავენ) ფიზიკური წინაღობის ფუნქციას ასრულებენ და ორგანიზმში პათოგენების შეღწევას აბრკოლებენ.

პათოგენისგან ადამიანის დაინფიცირების შემთხვევაში, მოქმედებას იწყებს იმუნური სისტემა, ანუ ორგანიზმის თავდაცვითი მექანიზმი, რომელიც ებრძვის პათოგენს და დაძლევს ან ანადგურებს მას.

ორგანიზმის ბუნებრივი პასუხი

პათოგენი არის ბაქტერია, ვირუსი, პარაზიტი ან სოკო, რომელსაც ორგანიზმში დაავადების გამოწვევა შეუძლია. თითოეული პათოგენი რამდენიმე, როგორც წესი, მხოლოდ ამ კონკრეტული პათოგენისთვის და ამ პათოგენის მიერ გამოწვეული დაავადებისთვის დამახასიათებელი ელემენტისგან შედგება. პათოგენის ელემენტს, რომელიც ანტისხეულების ჩამოყალიბებას განაპირობებს, ანტიგენი ეწოდება. ანტისხეულები პათოგენის ანტიგენზე პასუხად წარმოიქმნება და იმუნური სისტემის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. ანტისხეული შესაძლოა ორგანიზმის თავდაცვის სისტემის ჯარისკაცებად მივიჩნიოთ. ჩვენს სისტემაში მოქმედი თითოეული ანტისხეული, ანუ ჯარისკაცი, ერთი კონკრეტული ანტიგენის ამოსაცნობად არის დაპროგრამებული. ჩვენს ორგანიზმში ათასობით განსხვავებული ანტისხეულია. როდესაც ადამიანის ორგანიზმს პირველად უწევს ანტიგენთან შეხება, საჭიროა დრო, რომ იმუნურმა სისტემამ რეაგირება მოახდინოს და ამ კონკრეტული ანტიგენის შესაბამისი ანტისხეულები გამოიმუშავოს.

ამ დროის განმავლობაში, ადამიანი ინარჩუნებს პათოგენის მიმღებლობას და შესაძლოა დაავადდეს.

კონკრეტული ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეულები, გამომუშავების შემდეგ დანარჩენ იმუნურ სისტემასთან ერთად იწყებენ ბრძოლას პათოგენის განადგურების და ავადმყოფობის შეჩერების მიზნით. ერთი პათოგენის საწინააღმდეგო ანტისხეულები, როგორც წესი, ვერ უზრუნველყოფენ სხვა პათოგენებისგან დაცვას, თუ არ ჩავთვლით გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც ორი პათოგენი ერთმანეთს ძალიან ჰგავს. მას შემდეგ, რაც ორგანიზმი ანტიგენზე თავდაპირველი რეაგირების ფარგლებში გამოიმუშავებს ანტისხეულებს, იგი ასევე აყალიბებს ანტისხეულების წარმომქმნელი მეხსიერების უჯრედებს, რომლებიც ანტისხეულების მიერ პათოგენის განადგურების შემდეგაც განაგრძობენ არსებობას. თუ ორგანიზმს კიდევ რამდენჯერმე მოუწევს შეხება და ერთი და იმავე ტიპის პათოგენთან, ანტისხეულების რეაგირება გაცილებით უფრო სწრაფი და ეფექტიანი იქნება, ვიდრე პირველ ჯერზე, რადგან მეხსიერების უჯრედები უკვე მზად არიან აღნიშნული ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოსამუშავებლად.

ეს ნიშნავს, რომ თუ ადამიანს მომავალში კიდევ მოუწევს ამ სახიფათო პათოგენთან შეხება, მის იმუნურ სისტემას შეეძლება დაუყოვნებლივ რეაგირება და ადამიანის დაცვა დაავადებისგან.

როგორ გვეხმარება ვაქცინა

ვაქცინები შეიცავს კონკრეტული მიკროორგანიზმის (ანტიგენის) დასუსტებულ ან არააქტიურ ნაწილაკებს, რომლებიც ორგანიზმში იმუნურ რეაქციას იწვევენ. ახალი ტიპის ვაქცინები ანტიგენების ნაცვლად ანტიგენების გამომუშავების პროგრამას შეიცავს. მიუხედავად იმისა, ვაქცინა ანტიგენზეა დაფუძნებული თუ ორგანიზმის მიერ ანტიგენების გამომუშავების პროგრამას შეიცავს, დასუსტებული ვარიანტი არ იწვევს ავადმყოფობას ვაქცინის მიმღებ ადამიანში, თუმცა უბიძგებს იმუნურს სისტემას ისეთივე რეაგირებისკენ, როგორიც მას მოცემულ პათოგენთან პირველი შეხებისას ექნებოდა.

ზოგიერთი ვაქცინის შემთხვევაში საჭიროა ერთზე მეტი დოზის მიღება, რამდენიმე კვირის ან თვეების ინტერვალით. აღნიშნული ზოგჯერ საჭიროა მაღალი სიცოცხლისუნარიანობის მქონე ანტისხეულების გამომუშავებისთვის და მეხსიერების უჯრედების შესაქმნელად. ამ გზით, ორგანიზმი ქმნის პათოგენის შესახებ არსებულ მეხსიერებას და სწავლობს დაავადების გამომწვევ კონკრეტულ მიკროორგანიზმთან ბრძოლას, ამ პათოგენთან სამომავლოდ შეხების შემთხვევაში, მისი სწრაფად განადგურების მიზნით.

კოლექტიური იმუნიტეტი

აცრის შემთხვევაში, ადამიანი, მაღალი ალბათობით, დაცულია კონკრეტული დაავადებისგან, თუმცა, ყველა ადამიანის აცრა შეუძლებელია. ქრონიკული დაავადებებით (მაგალითად, სიმსივნე ან შიდსი) დასუსტებული იმუნიტეტის მატარებელი, ან ვაქცინის ცალკეულ კომპონენტებზე მწვავე ალერგიული რეაქციის მქონე პირების ზოგიერთი ვაქცინით აცრა შეუძლებელია. თუმცა, ასეთი ადამიანები შეიძლება დავიცვათ იმ შემთხვევაში, თუ გარშემომყოფები აიცრებიან. საზოგადოების დიდი ნაწილის აცრის შემთხვევაში პათოგენის ცირკულირება გართულდება, რადგან ადამიანების უმრავლესობას იმუნიტეტი ექნება. შესაბამისად, რაც უფრო მეტი ადამიანი მიიღებს ვაქცინას, მით უფრო შემცირდება იმ ადამიანების მავნე პათოგენებით დაინფიცირების ალბათობა, რომელთა აცრაც ვერ ხერხდება. ამას კოლექტიური იმუნიტეტი ეწოდება.

აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არა მხოლოდ ვერ ახერხებენ აცრას, არამედ შესაძლოა უფრო მაღალი მოწყვლადობა გააჩნდეთ იმ დაავადებების მიმართ, რომელთა წინააღმდეგაც ხდება ვაქცინაცია. ვერც ერთი ვაქცინა ვერ უზრუნველყოფს 100%-იან დაცვას და კოლექტიური იმუნიტეტი ვერ განაპირობებს სრულ დაცვას მათთვის, რომელთა უსაფრთხო ვაქცინაცია ვერ ხერხდება. ამის მიუხედავად, ასეთი ადამიანები მაინც მნიშვნელოვანწილად დაცულები არიან მათი გარშემომყოფი ადამიანების ვაქცინაციის დამსახურებით.

ვაქცინაცია იცავს არა მხოლოდ აცრილ ადამიანებს, არამედ საზოგადოების იმ წევრებსაც, რომლებიც ვერ ახერხებენ ვაქცინაციას. თუ უკუჩვენება არ გაგაჩნიათ, გაიკეთეთ აცრა.

1900-იანი წლების დასაწყისში, პოლიომიელიტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყო გავრცელებული და ყოველწლიურად ასობით ათასი ადამიანის პარალიზებას იწვევდა. 1950-იან წლებში აღნიშნული დაავადების წინააღმდეგ ორი ეფექტური ვაქცინა შეიქმნა. თუმცა, მსოფლიოს ზოგიერ ნაწილში, განსაკუთრებით აფრიკაში, ვაქცინაცია არ იყო იმ მასშტაბის, რაც საკმარისი იქნებოდა პოლიომიელიტის გავრცელების შესაჩერებლად. 1980-იან წლებში მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო პოლიომიელიტის აღმოფხვრის ერთიანი გლობალური კამპანია. მრავალი წლისა და რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, რეგულარული იმუნიზაციის და მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, დედამიწის ყველა კონტინენტზე მიმდინარეობდა პოლიომიელიტის საწინააღმდეგო აცრები. აღნიშნულის შედეგად განხორციელდა მილიონობით ადამიანის, მეტწილად ბავშვების ვაქცინაცია და 2020 წლის აგვისტოში აფრიკის კონტინენტი, მსოფლიოს სხვა ადგილების მსგავსად, ოფიციალურად გამოცხადდა პოლიომიელიტისგან თავისუფლად ზონად. ამჟამად, ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ პაკისტანი და ავღანეთი, სადაც პოლიომიელიტი ჯერ ბოლომდე არ დამარცხებულა.

აღნიშნული პუბლიკაცია წარმოადგენს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ვაქცინების შექმნისა და განაწილების შესახებ გამოქვეყნებული განმარტებითი სტატიების პირველ ნაწილს, რომელშიც ახსნილია თუ როგორ იცავს ვაქცინა ჩვენს ორგანიზმს დაავადების გადამტანი მიკრობებისგან. მეორე ნაწილში ყურადღება ეთმობა ვაქცინების შემადგენელ ინგრედიენტებს და კლინიკური გამოცდების სამ ფაზას. მესამე ნაწილი მოიცავს ვაქცინაზე მუშაობის შემდეგ ეტაპს: კლინიკური გამოცდის ფაზის დასრულებიდან განაწილებამდე.

ორიგინალი სტატიის ბმული ხელმისაწვდომია აქ.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა