• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ეკონომიკის დინამიკა შეზღუდვების სიმკაცრის ფონზე

ეკონომიკის დინამიკა შეზღუდვების სიმკაცრის ფონზე

COVID-19-ის მიერ გამოწვეულ საფრთხეს სხვადასხვა ქვეყანა განსხვავებულად მიუდგა. შეზღუდვების სიმკაცრის თანმიმდევრულად შეფასებისთვის, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა სიმკაცრის ინდექსი შეიმუშავეს.

10/02/2021
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

COVID-19-ის მიერ გამოწვეულ საფრთხეს სხვადასხვა ქვეყანა განსხვავებულად მიუდგა. შეზღუდვების სიმკაცრის თანმიმდევრულად შეფასებისთვის, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა სიმკაცრის ინდექსი შეიმუშავეს. ინდექსი ქვეყნების მიერ მიღებული ზომების სიმკაცრეს სხვადასხვა კრიტერიუმით ზომავს. ეს კრიტერიუმებია შეზღუდვები გადაადგილებაზე, ჯანდაცვის სისტემის რეაგირება, საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვა და ა.შ. თითოეული კრიტერიუმი ინდექსით 0-დან 100-მდე ფასდება. 1-ლი იანვრიდან ინდექსი ყოველდღიურად ახლდება და 1 თებერვლის მდგომარეობით, საქართველო 81.48 ქულით ევროპაში მეორეზე (ჩამორჩება გერმანიას - 83.33), ხოლო რეგიონში კი პირველ ადგილზეა და უკან აზერბაიჯანი (80.56) მოსდევს.

შეზღუდვების მკაცრი რეჟიმი საქართველოს მთავრობამ გაზაფხულიდან დააწესა. მარტში ვირუსის შესაკავებლად არაერთი ღონისძიება გატარდა, რამაც ქვეყნის სიმკაცრის ინდექსი მკვეთრად გაზარდა. 23 მარტს ინდექსმა 89-ს, ხოლო 30 მარტს 100-ს მიაღწია და 25 აპრილამდე უცვლელად ამ ნიშნულზე დარჩა.

გრაფიკი 1: სიმკაცრის ინდექსის დინამიკა და ინფიცირებულთა ყოველდღიური დადასტურებული შემთხვევები[1] მილიონ მოსახლეზე

წყარო: Oxford’s CORONAVIRUS GOVERNMENT RESPONSE TRACKER, OURWORLDINDATA

ზაფხულში ზომების სიმკაცრე შედარებით შემსუბუქდა, მაგრამ ახალი ეპიდემიოლოგიური ტალღის ფონზე 27 ნოემბერს, როდესაც დღიურად კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონ მოსახლეზე 1100-ს გადააჭარბა, მთავრობამ ზომები ისევ გაამკაცრა, რის შედეგედაც სიმკაცრის ინდექსი 84-მდე ავიდა.

შეზღუდვით ზომებს ეკონომიკის კლებასთან პირდაპირი კავშირი აქვთ. აპრილის თვეში, როდესაც სიმკაცრის ინდექსი ყველაზე მაღალ ნიშნულზე იყო, რეალური მშპ-ს ყველაზე დიდი, 16.6%-იანი კლება დაფიქსირდა. ზაფხულში შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, ეკონომიკა ნაკლებად მცირდებოდა, ხოლო ნოემბერსა და დეკემბერში, შეზღუდვების ხელახალი გამკაცრების ფონზე, ისევ მზარდი ტემპით დაიწყო კლება (-7.7 % და -7.9% შესაბამისად).

გრაფიკი 2: რეალური ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემები და საშუალო თვიური სიმკაცრის ინდექსი, 2020-2021(იანვარი)

წყარო: საქსტატი, Oxford’s CORONAVIRUS GOVERNMENT RESPONSE TRACKER

შეზღუდვებისა და მშპ-ს შემცირების ფონზე ბიზნესის განწყობა ყველა სექტორში გაუარესდა. შედეგად ბიზნესის განწყობის ინდექსმა (BCI) ისტორიულ მინიმუმს, ჯერ მეორე კვარტალში, ხოლო შემდეგ, ხელახალი შეზღუდვების ფონზე, 2020 წლის მეოთხე კვარტალში მიაღწია. აისეტის კვლევითი ინსტიტუტის ბიზნესის განწყობის ინდექსი სხვადასხვა ბიზნესსექტორის გამოკითხვის შედეგად ითვლება (-100-დან +100-მდე შკალაზე) და მათ მოლოდინებს ზომავს. ბიზნესის პოზიტიური განწყობა დადებითად მოქმედებს მიწოდების მხარეზე, რაც გაზრდილ წარმოებას/ინვესტიციებს ნიშნავს.

გრაფიკი 3: ბიზნესის განწყობის ინდექსი, 2018-2021

წყარო: აისეტის კვლევითი ინსტიტუტი

პანდემიის განმავლობაში ყველაზე დიდი კლება ვაჭრობისა და სერვისის სექტორებში შეინიშნება. აღსანიშნავია, რომ გამოცხადებული შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, 2021 წლის პირველ კვარტალში[2] ბიზნესის განწყობის ინდექსი გაუმჯობესდა და წელს, პირველი კვარტლის შემდეგ, პირველად დადებითი ნიშნული (3.4) აჩვენა. პირველ კვარტალში ვაჭრობის გარდა ყველა სექტორმა გაუმჯობესებული მოლოდინები აჩვენა. ყველაზე დიდი გაუმჯობესება სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე დონეზე დასაბრუნებლად მიმდინარე მაჩვენებელს ჯერ კიდევ ბევრი უკლია.

გრაფიკი 4: მომხმარებელთა განწყობის ინდექსი, 2020

წყარო: აისეტის კვლევითი ინსტიტუტი

ბიზნესის განწყობის ინდექსის მსგავსი ინდიკატორი მომხმარებელთა განწყობის ინდექსია (CCI). თუ ბიზნესის განწყობის ინდექსი მიწოდების მხარის ნაწილია, მომხმარებელთა განწყობის ინდექსი მოთხოვნის მხარეს სწავლობს და მომხმარებელთა ხარჯების ცვლილების პროგნოზს გვაძლევს. როგორც მეოთხე გრაფიკზე ვხედავთ, მომხმარებელთა განწყობის ინდექსი მთელი 2020 წლის განმავლობაში უარყოფითია. მინიმუმს (-48.3-იან ნიშნულს) კი რადიკალური შეზღუდვების ფონზე, აპრილში აღწევს. ასევე, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 2020 წლის დეკემბერში ფიქსირდება.

საბოლოო ჯამში, პანდემიისა და შეზღუდვების ფონზე, 2020 წლისთვის წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა, რაც 1994 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია. პრეპანდემიურ დონესთან შედარებით ბიზნესისა და მომხმარებელთა მოლოდინები მნიშვნელოვნადაა შემცირებული, რაც, მკაცრ შეზღუდვით ზომებთან ერთად, 2021 წლის დასაწყისისთვის დადებითი ეკონომიკური ზრდის მოლოდინს არ აჩენს.

[1] აღსანიშნავია, რომ დღიური ინფიცირებულთა რაოდენობა დამოკიდებულია ყოველდღიურად ჩატარებული ტესტების რაოდენობაზე, რომელიც სხვადასხვა დღეს სხვადასხვა იყო.

[2] პირველი კვარტლის მოლოდინები ითვლება იანვრის თვის გამოკითხვით

რატი ფორჩხიძე
რატი ფორჩხიძე

ყველა სიახლე

  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა