• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
შავით თეთრზე წერია, რომ საზღვრების დადგენა უნდა მოხდეს 1938 წლის რუკის შესაბამისად

შავით თეთრზე წერია, რომ საზღვრების დადგენა უნდა მოხდეს 1938 წლის რუკის შესაბამისად

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მამუკა მდინარაძის განცხადება არის მცდარი.

03/02/2021
მცდარი
განცხადება არაზუსტია
Facebook Linkedin Twitter Print

მამუკა მდინარაძე: შავით თეთრზე წერია, რომ საზღვრების დადგენა უნდა მოხდეს 1938 წლის რუკის შესაბამისად

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მამუკა მდინარაძის განცხადება არის მცდარი.

რეზიუმე: 1996 წლის 13 ივნისის აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე აზერბაიჯანისა და საქართველოს სამთავრობო კომისიების პირველი ერთობლივი სხდომის ოქმის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საზღვრის დადგენის პროცესში 1938 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანის უმაღლესი ორგანოების მიერ შეთანხმებული კონკრეტული საზღვრის ხაზით იხელმძღვანელებენ.

ანალიზი:

2021 წლის 1 თებერვალს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დავით გარეჯი სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ „90-იანი წლების მეორე ნახევარში საქართველომ და მისმა მეგობარმა, მისმა პარტნიორმა ქვეყანამ - აზერბაიჯანმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, სადაც შავით თეთრზე წერია და ეს არსებობს დოკუმენტი, არსად არ წასულა. შავით თეთრზე წერია, რომ საზღვრების დადგენა უნდა მოხდეს 1938 წლის რუკის შესაბამისად“.

1996 წელს 12-დან 14 ივნისის ჩათვლით პერიოდში, თბილისში აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე აზერბაიჯანისა და საქართველოს სამთავრობო კომისიების პირველი ერთობლივი სხდომა გაიმართა. სინამდვილეში, 1996 წლის 13 ივნისის სხდომის ოქმში (იხილეთ ოქმი) შავით თეთრზე წერია, რომ „სახელმწიფო საზღვარი აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის პირველად იმ სამშვიდობო ხელშეკრულებით იქნა დადგენილი, რომელიც 1920 წლის 12 ივნისს დაიდო აზერბაიჯანის სოციალისტურ რესპუბლიკასა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის. შემდგომ პერიოდში, საბჭოთა ხელისუფლების დროს საზღვარი მრავალგზის შეიცვალა და ბოლოს, 1938 წელს, ორმხრივად იქნა დადგენილი საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1938 წლის 23 მარტის დადგენილებით (ოქმი #63) და აზერბაიჯანის სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1938 წლის 5 მაისის დადგენილებით (ოქმი #59). მხარეები მიზანშეწონილად მიიჩნევენ აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დადგენის საფუძვლად ამ ხაზის მიღებას, აუცილებლობის შემთხვევაში კი სხვა არსებული დოკუმენტების გამოყენებასაც“.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ქართული მოსახლეობისთვის ყოველთვის სენსიტიური საკითხი იყო. ამასთან, ე.წ. „კარტოგრაფების საქმისა“ და ბოლო პერიოდში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის თემის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, თემის მიმართ საზოგადოების ინტერესი ძალიან გაზარდა. აღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით, მნიშნველოვანია, რომ ხელისუფლების წარმომადგენელმა განცხადებაში მკაფიოდ დააფიქსიროს, 1996 წელის შეთანხმება, თუ რას გულისხმობს.

მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ მხარეები 1938 წლის რუკის გამოყენებაზე შეთანხმდნენ, არ არის ზუსტი. ზემოხსენებული ოქმიდან ჩანს, რომ კომისიების შეთანხმება გულისხმობს, რომ საზღვრის დადგენის პროცესში მხარეები, 1938 წელს, ორივე ქვეყნის უმაღლესი ორგანოს მიერ დამტკიცებული საზღვრის ხაზით იხელმძღვანელებდნენ. მამუკა მდინარაძის განცხადება და კომისიების შეთანხმება, შინაარსობრივად შეიძლება ერთმანეთის მსგავსი იყოს. თუმცა საყურადღებოა, მამუკა მდინარაძის ფორმულირება - „ შეთანხმება 1938 წლის რუკაზე“ ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რამაც შეიძლება, საზოგადოებაში გაურკვევლობა გამოიწვიოს. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში საზოგადოებაში სხვადასხვა პერიოდის კარტოგრაფიული მასალა (მათ შორის 1938 და მომიჯნავე წლებით დათარიღებული რუკები) გავრცელდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მკაფიოდ განისაზღვროს, რომ 1996 წლის 12 ივნისის ოქმის მიხედვით, მხარეების შეთანხმების საგანი 1938 წელს 2 ქვეყნის უმაღლესი ორგანოს მიერ შეთანხმებული და დამტკიცებული კონკრეტული საზღვრის ხაზია. აღნიშნული გულისხმობს, რომ 1938 წელს შეთანხმებული საზღვრის ხაზის გარდა, არცერთი სხვა, 1938 წლით დათარიღებული რუკა ან სხვა კარტოგრაფიული მასალა 1996 წლის შეთანხმების საგნად არ შეიძლება მოიაზრებოდეს. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მამუკა მდინარაძის განცხადება არის მცდარი.

ფოტო: interpressnews.ge

გიორგი ჯანაშვილი
გიორგი ჯანაშვილი

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა