• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ვუჰანის ვირუსოლოგიის ლაბორატორია ფარმაცევტული კომპანიების, Pfizer და Glaxo, კუთვნილებაა

დეზინფორმაცია: ვუჰანის ვირუსოლოგიის ლაბორატორია ფარმაცევტული კომპანიების, Pfizer და Glaxo, კუთვნილებაა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

15/12/2020
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტსა და ფარმაცევტული კომპანიების, Pfzizer და Glaxo, კავშირის შესახებ ყალბი ამბავი ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი კომპანია Glaxo-ს ეკუთვნის, რომელიც, თავის მხრივ, Pfizer-ის კუთვნილებაა. პოსტის ავტორი ასევე ცდილობს, ვუჰანის ლაბორატორიას, აღნიშნულ კომპანიებს, ცნობილ ბიზნესმენ ჯორჯ სოროსსა და Microsoft-ის დამფუძნებელ ბილ გეითსს შორის კავშირები იპოვოს, რისი მიზანიც შეთქმულების თეორიების ჩამოყალიბება და მკითხველის შეცდომაში შეყვანაა.

აღნიშნული ინფორმაცია საერთაშორისო მასშტაბით გავრცელდა, რომლის სიყალბის შესახებ ფაქტების გადამოწმების არაერთი პლატფორმა წერდა (Poynter.org, Snopes.com, Pesacheck.org).

სინამდვილეში, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ, ერთი მხრივ, ვუჰანის ლაბორატორიას და მეორე მხრივ, Glaxo-სა და Pfizer-ის კომპანიებს, ჯორჯ სოროსსა და ბილ გეითსს, რაიმე კავშირი აქვთ. 

ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი (The Wuhan Institute of Virology) არცერთ ფარმაცევტულ კომპანიას არ ეკუთვნის. ის ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის (The Chinese Academy of Sciences) დაქვემდებარებაშია, რომელიც, თავის მხრივ, ჩინეთის სახელმწიფოს ექვემდებარება. ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მშენებლობა 2014 წელს დასრულდა. ის დაარსების დღიდან დღემდე თანამშრომლობს ისეთ ცენტრებთან, როგორებიცაა: ინფექციური დაავადებების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტი, გალვესტონის ეროვნული ლაბორატორია. არცერთი მათგანი Glaxo-სა და Pfizer-ის ხელმძღვანელობასთან კავშირში არაა.

გავრცელებული ინფორმაციის სიყალბის დასადასტურებლად ფაქტების გადამმოწმებელი ესპანური პლატფორმა Maldita.es თავად გლობალურ ჯანდაცვის კომპანია GlaxoSmithKline-ს დაუკავშირდა, რომელთაც აცნობეს, რომ Glaxo ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მფლობელი არ არის.

რაც შეეხება შემდეგ მტკიცებას, რომ Glaxo ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის (კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთ-ერთი მწარმოებელი) მფლობელობაშია, აღნიშნულიც ფაქტობრივ საფუძველს მოკლებული ყალბი ამბავია. ორივე კომპანიაზე, Glaxo და Pfizer, ინფორმაცია, მათ შორის, მფლობელების ვინაობა, საჯაროდაა ხელმისაწვდომი. სინამდვილეში, Glaxo და Pfizer ფარმაცევტულ სექტორში ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი განსხვავებული კომპანიაა. მათ 2018 წელს ერთობლივი თანამშრომლობის (Joint Venture) შესახებ განაცხადეს, თუმცა აღნიშნული თანამშრომლობა არ ნიშნავს, რომ ერთმა კომპანიამ მეორე იყიდა. 

ესპანური პლატფორმა Maldita.es კომპანია Glaxo-ს Pfizer-ის შესახებაც დაუკავშირდა. კომპანიამ განაცხადა, რომ ერთადერთი, რაც ამ ორ კომპანიას აკავშირებს, მათი ერთობლივი წამოწყება Joint Venture-ია. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მტკიცება, რომ ვუჰანის ვიროსოლოგიის ინსტიტუტი კომპანია Glaxo-ს ეკუთვნის, Glaxo კი, თავის მხრივ, Pfizer-ს ექვემდებარება, ყალბი ამბავია. შესაბამისად, სხვა ჩამოთვლილი კომპანიების, ჯორჯ სოროსისა და ბილ გეიტსის კავშირიც ვუჰანის ლაბორატორიასთან ფაქტობრივ საფუძველსაა მოკლებული და შეთქმულების თეორიას წარმოადგენს. 

მოცემული პოსტი კიდევ ერთ ყალბ მტკიცებას შეიცავს, თითქოს კორონავირუსი ვუჰანის ლაბორატორიიდან გავრცელდა. მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, კორონავირუსის წარმოშობასა თუ მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე მრავალი შეთქმულების თეორია ჩამოყალიბდა. სინამდვილეში, კორონავირუსის ლაბორატორიაში შექმნის შესახებ არსებული მოსაზრება მეცნიერთა მიერ ამ ეტაპზე უკუგდებულია. აკადემიურ წრეებში მიიჩნევენ, რომ კორონავირუსი ცხოველებში, დიდი ალბათობით, ღამურებში წარმოიშვა.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ლიკა ხუციბერიძე
ლიკა ხუციბერიძე

ყველა სიახლე

  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • 2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-დან 2217 ლარამდე გაიზარდა

    2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა