• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: COVID-19 ხელოვნურად შექმნილი ვირუსია

დეზინფორმაცია: COVID-19 ხელოვნურად შექმნილი ვირუსია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

05/12/2020
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

ანალიზი

სოციალურ ქსელში დეზინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც იაპონელი მეცნიერი და იმუნოლოგი ტასუკუ ჰონჯო კორონავირუსს ხელოვნურად შექმნილს უწოდებს. მასალის მიხედვით, ვირუსის თანაბარი გავრცელება მსოფლიოს სხვადასხვა კლიმატურ სარტყელში მის არაბუნებრიობას უსვამს ხაზს. მასალაში ასევე აღნიშნულია, რომ ტასუკუ ჰონჯო უჰანის ლაბორატორიაში 4 წლის განმავლობაში მუშაობდა და დარწმუნებულია, რომ კორონავირუსი ჩინეთში ხელოვნურად შექმნეს. მოცემული მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. 

აღნიშნული ყალბი ამბავი საკუთარ Facebook გვერდებზე ონლაინ საინფორმაციო გამოცემებმა თვალსაზრისი,  News.ge, Worldnews.Ge გამოაქვეყნეს. დეზინფორმაცია საჯარო Facebook ჯგუფებშიც გავრცელდა: “კორონა მაფია”, “გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრი”, “ კახა კალაძე თბილისის მერი“, „ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერები“, „ბიძინა ივანიშვილი - დადებითი და უარყოფითი. Bidzina Ivanishvili - positive a“, „კახა კახიშვილის მხარდამჭერები“, „ბიძინა ივანიშვილის მეგობრები "ფეისბუქზე“.

COVID-19-ის გარშემო არაერთი დეზინფორმაცია და კონსპირაცია ვრცელდება. მათ შორის ერთ-ერთი ფართოდგავრცელებული ყალბი ამბავი სწორედ ვირუსის არაბუნებრიობას და მის ხელოვნურად შექმნას უკავშირდება. ტასუკუ ჰონჯოს ციტატა, რომელიც ინტერნეტ სივრცეში ჯერ კიდევ აპრილიდან გვხვდება, სწორედ მსგავსი სახის კონსპირაციის ნაწილია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. 

სავარაუდოდ, კონსპირაცია სათავეს, ტასუკი ჰონჯოს ინტერვიუდან იღებს, რომელიც იაპონურმა მედიასაშუალება Nikkei Asian-მა გამოაქვეყნა. ინტერვიუში, ჰონჯომ ისაუბრა იმაზე, რომ COVID-19  ჩინეთში წარმოიშვა, თუმცა ვირუსის ხელოვნურად შექმნაზე მას არაფერი უთქვამს. ამასთან ერთად, 27 აპრილს კიოტოს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ჰონჯოს განცხადება გამოქვეყნდა, სადაც იგი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს და ამბობს: „სამწუხაროა, რომ გლობალური პანდემიის ფონზე ჩემი სახელი და კიოტოს უნივერსიტეტი ცრუ ბრალდებებისა და დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენეს. იმ დროს, როდესაც ჩვენ ფრონტის წინა ხაზზე ვიბრძვით, ვმკურნალობთ დაინფიცირებულებს და ვცდილობთ ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად შევამციროთ, ვირუსის წარმომავლობასთან დაკავშირებით მსგავსი სახის დაუდასტურებელი მტკიცებულებების გაჟღერება, ამ პროცესის შემაფერხებელი ფაქტორია“. შესაბამისად, იაპონელი იმუნოლოგისთვის მსგავსი ციტატის მიწერა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. იმუნოლოგს მსგავსი სიტყვები არასდროს უთქვამს. ვირუსის ხელუვნურად შექმნაზე იგი არცერთ ინტერვიუში არ საუბრობს.

კორონავირუსის ხელოვნურად შექმნის შესახებ არსებული მოსაზრება მეცნიერთა მიერ უკუგდებულია. 2020 წლის მარტში ათობით მეცნიერის მიერ ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ ლანცეტში გამოქყვეყნებული ერთობლივი განცხადების თანახმად,  COVID-19-ს ბუნებრივი საფუძვლები აქვს და, შესაბამისად, ვირუსი ბიოინჟინერიის პროდუქტი არაა. აშშ-ის „ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის“ დირექტორის, ენტონი ფაუჩის თქმით, კორონავირუსის ლაბორატორიაში წარმოქმნის შესახებ მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს. ამავეს აცხადებენ, „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია“ და ამერიკის „გალვესტონის ეროვნული ლაბორატორიის“ წამყვანი მკვლევრებიც. აღსანიშნავია, რომ ვირუსების ხელოვნურად შექმნის შესახებ შეთქმულების თეორიები სხვა დროსაც გავრცელებულა, კერძოდ, 2002 წელს, SARS-ის ეპიდემიის, ხოლო 2009 წელს H1N1-ის პანდემიის შემთხვევაში. აკადემიურ წრეებში მიიჩნევენ, რომ კორონავირუსი არა ხელოვნურად, არამედ  ცხოველებში, დიდი ალბათობით, ღამურებში წარმოიშვა.

მასალაში მოყვანილი მტკიცება, რომ ტასუკუ ჰონჯო 4 წელი უჰანის ლაბორატორიაში მუშაობდა, სიმართლეს არ შეესაბამება. კიოტოს უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგბერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად იაპონელი იმუნოლოგი და მეცნიერი, ნობელის პრემიის ლაურეატი მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში, ტასუკუ ჰონჯო სხვადასხვა წლებში მხოლოდ იაპონიასა და აშშ-ში მოღვაწეობდა. მის ბიოგრაფიაში ჩინეთი და უჰანის ლაბორატორია არსად ფიქსირდება. 1984 წლიდან დღემდე იგი კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორია და პარალელურად ამავე უნივერისტეტის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

ამრიგად, იაპონელ მეცნიერს ტასუკუ ჰონჯოს არასდროს უთქვამს, რომ COVID-19 ხელოვნურად შექმნილი ვირუსია. მოცემული მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ლიზი სამნაშვილი
ლიზი სამნაშვილი

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა