• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
მანიპულაცია: ტაქსით მომსახურების საფასურიც უნდა გაიზარდოს - კახა კალაძე

მანიპულაცია: ტაქსით მომსახურების საფასურიც უნდა გაიზარდოს - კახა კალაძე

ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება

02/12/2020
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

ანალიზი

Clickbait საიტმა - ambebi.site (ვებგვერდი, რომელიც ინტერნეტში მნახველთა წახალისების მიზნით, ისეთ მასალას ავრცელებს, რომელიც ბმულზე გადასასვლელად მკითხველის ყურადღების მიპყრობას ცდილობს) 29 ნოემბერს გაავრცელა კახა კალაძის ციტატა - „ტაქსით მომსახურების საფასურიც უნდა გაიზარდოს, ძალიან იაფია ტაქსით მგზავრობა“. იგივე ინფორმაცია  excluzivi.com-მა და pirveli.website-მა გაავრცელეს.

კახა კალაძეს მოცემული ფრაზა ნამდვილად აქვს ნათქვამი, თუმცა 2018 წელს. მან აღნიშნული განცხადება 2018 წლის 21 დეკემბერს გააკეთა. იგი ტაქსების რეფორმაზე საუბრობდა. 2020 წლის 29 ნოემბერს 2 წლის წინანდელი ინფორმაციის იმგვარად გავრცელება, თითქოს ის ქალაქის მერმა ახლახანს განაცხადა, მანიპულაციურია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 28 ნოემბრიდან კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით შემოღებული შეზღუდვები 28 ნოემბერს ამოქმედდა, რის შედეგადაც დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდა და გადაადგილება მხოლოდ პირადი ავტომობილით, ფეხით და ტაქსით არის შესაძლებელი. შესაბამისად, 29 ნოემბერს ტაქსით მგზავრობის გაძვირების შესახებ კახა კალაძის ორი წლის წინ გაკეთებული განცხადების გავრცელება მანიპულაციურია და მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავს.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

იაკობ ლაჩაშვილი
იაკობ ლაჩაშვილი

ყველა სიახლე

  • აჭარაში არსებული საჯარო სკოლების ნაწილი მოსწავლეებისთვის ვერც წელს გაიხსნა

    აჭარაში არსებული საჯარო სკოლების ნაწილი...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ბოლო 20 წელიწადში ფასები თითქმის სამჯერ გაიზარდა და ქონების გადასახადი ისევ 40 000 ლარიდან იწყება

    ბოლო 20 წელიწადში ფასები თითქმის სამჯერ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა დადებითად შეაფასა ეუთო/ოდირმა

    არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუ...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა