• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
მანიპულაცია პირბადეების ფერადი მხარის სწორად ტარებაზე

მანიპულაცია პირბადეების ფერადი მხარის სწორად ტარებაზე

ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება

30/11/2020
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

ანალიზი:

2020 წლის 13 ნოემბერს, ვებ-გვერდზე Intermedia.ge სტატია გამოქვეყნდა შემდეგი სათაურით- „უმრავლესობა სამედიცინო პირბადეს შეცდომით ატარებს“. სტატიაში განხილულია, პირბადის ფერადი და თეთრი მხარის დანიშნულება.

Intermedia.ge-ის სტატიაში ვკითხულობთ: „ასე, რომ, დაიმახსოვრეთ!!! თუ ავად გახდით და არ გინდათ სხვაც დააავადოთ, ნიღაბი პირისკენ თეთრი ფერით უნდა ატაროთ. მაგრამ, თუ ჯანმრთელი ბრძანდებით, ვირუსისგან თავის უფრო ეფექტურად დასაცავად, ის უკუღმა უნდა გაიკეთოთ – ჯანმრთელი ადამიანის სამედიცინო ნიღაბი, ვიზუალურად, თეთრი უნდა იყოს და არა ცისფერი, მწვანე ან სხვა ფერი!!!“

აღნიშნული საკითხი მანიპულაციის საგანი პანდემიის პერიოდში არაერთხელ გამხდარა. ნიღბის მხარეების სწორად ტარებასა და მის მოხსნას მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, მტკიცება, რომ ჯანმრთელ ადამიანებს სამედიცინო ნიღბის ფერადი მხარე სახისკენ უნდა ჰქონდეთ მიმართული, ხოლო თეთრი გარეთ მოიქციონ, სიმართლეს არ შეესაბამება.

საზოგადოებაში გავრცელებულ მოსაზრებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი ეხმიანება. მისი განცხადებით, სამედიცინო ნიღაბი ყველა ადამიანმა ერთნაირად უნდა ატაროს - ფერადი ნაწილი გარეთ, ხოლო შედარებით ღია ან თეთრი - სახისკენ. ის დაწვრილებით საუბრობს პირბადის ფერადი და თეთრი ნაწილების დანიშნულებაზე. ზახაშვილის თქმით, პირბადის ფერადი ნაწილი ისეთი მასალისგან არის დამზადებული, რომ ის, ინფიცირებული ადამიანის მიერ გამოფრქვეული წვეთების მეორე ადამიანის სასუნთქ სისტემაში მოხვედრას მაქსიმალურად აკავებს. ხოლო თეთრი შრე, არის უფრო შემწოვი შრე, რომელიც ადამიანის მიერ გამოტყორცნილი წვეთების მაქსიმალურად შეკავებას ცდილობს. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანი შესაძლო ინფიცირებულია და ამის შესახებ არ იცის, ეს შრე ხელს უწყობს ვირუსის შემცველი ნაწილაკების რაც შეიძლება ნაკლებად გავრცელებას. აქედან გამომდინარე, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, სამედიცინო ნიღაბი ყველა ადამიანმა ერთნაირად უნდა ატაროს - ფერადი ნაწილი გარეთ, ხოლო შედარებით ღია ან თეთრი - სახისკენ.

ამავე სახის ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფექციური დაავადებების ეპიდემიოლოგიის და კონტროლის ცენტრის თანა-დირექტორის სეტო ვინგ ჰონგიც ავრცელებდა. მისი განმარტებითაც, პირბადის ორივე მხარეს განსაკუთრებული ფუნქცია აქვს და აუცილებელია მისი სწორად მოხმარება. ჰონგის თქმით, პირბადის ფერადი მხარე (ლურჯი) არის წყალგაუმტარი, ხოლო თეთრი მხარე არის მშთანთქმელი, ამიტომ როდესაც ადამიანი ახველებს, სწორედ ეს თეთრი მხარე შეიწოვს მას. შესაბამისად, პირბადის თეთრი მხარე ყოველთვის შიგნით უნდა იყოს მოქცეული, ხოლო ფერადი გარეთ.

ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმის Fullfact-ის მიხედვით, სამედიცინო პირბადეების ფერადი მხარე ძირითადად გარეთ უნდა იყოს მოქცეული. თუმცა, აუცილებელია, რომ ყოველთვის წავიკითხოთ მწარმოებლის ინსტრუქციები, რომლებიც ჩვენ მიერ არჩეულ პირბადეს მოჰყვება.

ჯანდაცვის ინსტიტუტებიც რეკომენდაციას პირბადეების ფერადი მხარის გარეთ მოქცევას უწევენ. ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფოგრაფიკაში, თუ როგორ უნდა გავიკეთოთ უსაფრთხოდ სამედიცინო ნიღბები ნათქვამია: „დარწმუნდით, რომ ფერადი მხარე არის გარეთ“.

შესაბამისად, სამედიცინო პირბადის თეთრი ნაწილის პირისკენ, ხოლო ფერადის - გარეთ მოქცევა, როგორც დაავადებულისთვის, ისე ჯანმრთელი ადამიანისთვის, ერთნაირად სავალდებულოა.

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ალტ ინფო
კორონა ვირუსი
პირბადეები
პირბადის ტარება
ნინო ჩოხელი
ნინო ჩოხელი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა