• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში Marca.ge დეზინფორმაციას ავრცელებს

სოციალურ ქსელში Marca.ge დეზინფორმაციას ავრცელებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

18/11/2020
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

2020 წლის 6 მაისს, საიტზე  Marca.ge , შალვა ქობალიას ავტორობით 2 დეზინფორმაციის შემცველი სტატია გავრცელდა. 

პირველი სტატიის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ქართველ სპორტსმენებს აფრთხილებს და ქვეყნიდან გაძევებით ემუქრება: „ჩვენ ქვეყანაში ვინც თამაშობს ყველა ქართველი რუსი უნდა გახდეს და რუსეთის დროშის წინაშე ქედი მოიხარონ. თუ ეს ყველაფერი არ სურთ წავიდნენ ეხლავე ამ ქვეყნიდან საქართველოს და ქართველების ადგილი აქ არ არის”.

მედიაში  და რუსეთის სამთავრობო ვებ-გვერდებზე ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებული მსგავსი ინფორმაციის შემცველი განცხადება არ იძებნება. 

ამასთან ერთად, შალვა ქობალიას მიერ, Marca.ge-ზე მეორე სტატია გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც „ირანელი ჰალკი“  ქართველი სპორტსმენებისა და ზოგადად ქართველი ერის მიმართ, სიძულვილის შემცველ განცხადებას ავრცელებს:  „ქართველებო მიფრთხილდით, ყველა თქვენს სპორტსმენს საიქიოში გავისტუმრებ. ჩემთან ხუმრობას არავის ვურჩევ. ჯერ დედამიწაზე არავინაა ისეთი ვისაც ჩემი დამარცხება შეუძლია. მე საუკეთესო ვარ ჩემთან ახლოსაც კი ვერავინ მოვა. ქართველები არ მიყვარხართ, მძულს ქართველი ერი.” სტატიას თან ერთვის ავტორის კომენტარი: „ირანელი ჰალკი ქართველებზე და ქართველ სპორტცმენებზეა გაბრაზებული…“

სტატიაში ნახსენები „ირანელი ჰალკი“, 1991 წელს დაბადებული ირანელი ათლეტი Sajjad Gharibi-ა. მედიაში მის მიერ გაკეთებული განცხადება ქართველი სპორტსმენების და ქართველი ერის ან ზოგადად საქართველოს შესახებ არ იძებნება. 

თუ სოციალურ ქსელებში შეგხვდებათ ყალბი ამბავი ან ფიქრობთ, რომ პოსტი/ვიდეო/სურათი შეიძლება დეზინფორმაციის ნიშნებს ატარებდეს, მოგვწერეთ „ფაქტ-მეტრის“ ოფიციალურ Facebook გვერდზე. თქვენი ჩართულობა ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

სალომე მარგველაშვილი
სალომე მარგველაშვილი

ყველა სიახლე

  • ინფლაციამ სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა, სურსათის ფასები 8.5%-ითა და ჯანდაცვის ხარჯები 8.1%-ით გაიზარდა

    ინფლაციამ სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა პირველად 100 მლრდ ლარს და მშპ ერთ სულ მოსახლეზე 10 000 დოლარს პირველად გადასცდება

    2025 წელს საქართველოს ეკონომიკა პირველად...

    ვერდიქტის გარეშე
    განცხადების ვერდიქტით შეფასება შეუძლებელია
  • ემიგრანტებზე ზრუნვა არის ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი ათჯერ და ოცჯერ არის გაზრდილი დიასპორის მხარდაჭერის მასშტაბი ჩვენი ხელისუფლების პირობებში

    ემიგრანტებზე ზრუნვა არის ჩვენი ხელისუფლე...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2026 | პერსონალური მონაცემების დაცვა