• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
Facebook-ზე გრიგოლ გეგელიას ყალბი ციტატა გავრცელდა

Facebook-ზე გრიგოლ გეგელიას ყალბი ციტატა გავრცელდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით ეს ინფორმაცია არის ყალბი ამბავი

22/10/2020
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

ანალიზი: 

Facebook- გვერდი „მევახშეთა ლიგა“, პოლიტიკური პარტია „ლელოს“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი, გრიგოლ გეგელიას ფოტოსურათს შემდეგი წარწერით ავრცელებს: „ქართველ ხალხს მოუწევს ერთსქესიანთა ქორწინებას შეეგუოს, ლელო იქნება სექსუალური უმცირესობების უფლებების დამცველი“. ფოტოსურათს თან ერთვის წარწერა „მევახშეთა ლიგისგან“: „გეი მევახშეების ხმა პარლამენტში“. 

პოსტში არსებული ინფორმაცია, რომ თითქოს ზემოთ ხსენებული ფრაზა სექსუალური უმცირესობების შესახებ, გრიგოლ გეგელიას ეკუთვნოდეს, ყალბია.  არც სოციალურ ქსელში და არც რომელიმე მედიაში მსგავსი პოზიცია გრიგოლ გეგელიას არ დაუფიქსირებია.  

აქვე აღსანიშნავია, რომ გრიგოლ გეგელიამ სექსუალურ უმცირესობებზე 2019 წელს,  ტვ პირველის ეთერში, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოსვლისას ისაუბრა: „მე 17 მაისს არანაირ პრაიდს არ ვემხრობი, მგონია, რომ ეს იწვევს ზიზღს და დაპირისპირებას“. ამასთან ერთად მან მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ქვეყანაში ბევრად დიდი პრობლემები არსებობს, ვიდრე ჰომოფობიური დამოკიდებულებაა კონკრეტული სექსუალური უმცირესობების მიმართ. 

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ პარტია „ლელო-ს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ერთსქესიანთა ქორწინებას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. მისი განცხადების თანახმად, მართალია, სექსუალურ უმცირესობათა უფლებები ირღვევა, თუმცა ეს არ აძლევს უმცირესობებს იმის საბაბს, რომ თავიანთი სურვილები უმრავლესობას თავს მოახვიონ . მისი თქმით, ეს კარგადაა კონსტიტუციაში გაწერილი და საზოგადოებაც ამას უნდა დაემორჩილოთ.   

რაც შეეხება, უშუალოდ, დეზინფორმაციის ავტორ გვერდს, ის  2020 წლის 29 სექტემბერს შეიქმნა. 

გვერდი გამოირჩევა პარტია „ლელოს“ წინააღმდეგ მიმართული ანტიკამპანიით, რაზეც მეტყველებს როგორც გვერდის სახელი „მევახშეთა ლიგა“, ისე მასზე ატვირთული და გაზიარებული პოსტები.  ამასთან ერთად, გვხვდება სხვა ოპოზიციის საწინააღმდეგო შინაარსის პოსტებიც.  

სალომე მარგველაშვილი
სალომე მარგველაშვილი

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა