• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: კორონავირუსი ებრაელების ორგანიზებული ოპერაციის ნაწილია

დეზინფორმაცია: კორონავირუსი ებრაელების ორგანიზებული ოპერაციის ნაწილია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით ეს ინფორმაცია არის ყალბი ამბავი

21/10/2020
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: კორონავირუსი ებრაელების ორგანიზებული ოპერაციის ნაწილია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით ეს ინფორმაცია არის ყალბი ამბავი

ანალიზი:

Facebook-გვერდი „ქრისტიანული ახალი ამბები და ბიბლიური წინასწარმეტყველება“ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ის კორონავირუსს ებრაელი ერის დაგეგმილ მსოფლიო მასშტაბის ორგანიზებულ ოპერაციას უკავშირებს. ფოტოზე დატანილი წარწერის თანახმად, კორონავირუსი კაბალისტური მოძღვრების სიცოცხლის ხის ერთ-ერთ ემანაციასთან, Kether-თან არის დაკავშირებული, რაც „გვირგვინად“ ითარგმნება. პოსტს თან George Giggs-ის ატვირთული Youtube ვიდეო ახლავს. ვიდეო ყალბ და მანიპულაციურ ინფორმაციასა და ანტისემიტურ განცხადებებს შეიცავს. Facebook-გვერდის გამოქვეყნებული პოსტი სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბ ამბავს წარმოადგენს.

Facebook-გვერდის გამოქვეყნებული პოსტი ამტკიცებს, რომ კორონა, იგივე გვირგვინი, სინამდვილეში იუდეველთა კაბალისტური ხის - სეფიროთის ხეს ჰქვია და ამდენად, კორონავირუსის პანდემია იუდეველების ოპერაციაა.

COVID-19 კორონავირუსულ დაავადებას აღნიშნავს, რომელსაც კორონავირუსი SARS-CoV-2 იწვევს. ზოგადად, კორონავირუსები (Coronaviridae) ვირუსების ერთ-ერთ ოჯახს წარმოადგენენ, რომელთაც ეს სახელი ჯერ კიდევ 1968 წელს შეიძინეს.  მათ სახელწოდებაში ლათინური სიტყვა - Corona (გვირგვინი) ამ ვირუსების აგებულების გამო ფიგურირებს. საკუთრივ COVID-19-შიც „CO“ – კორონას (Corona), „VI“ – ვირუსს (Virus), „D“ – დაავადებას (Disease) შეესაბამება, „19“ კი, იმ წელს აღნიშნავს, როცა კორონავირუსის გავრცელება დაიწყო. ამდენად, მტკიცება, თითქოს კორონავირუსი პანდემია იუდეველების ოპერაციაა, რადგან კორონა კაბალისტურის ხის სახელწოდებაა, ტყუილია.

რაც შეეხება პოსტში კაბალისტური მოძღვრების ხსენებას, ის იუდაისტური სწავლებაა,  რომლის მიზანს მარადიული ღმერთისა და და ღმერთის ქმნილებებს შორის ურთიერთობის შესწავლა წარმოადგენს. კაბალისტური „სიცოცხლის ხე“, რომელზეც მოძღვრების ერთ-ერთი განმარტების თანახმად,  ადამიანის 11 სულიერი პრინციპია გამოსახული, ერთი სფეროს სახელი მართლაც არის Kether, რომელიც ითარგმნება როგორც „გვირგვინი“. თუმცა აღნიშნულს გვირგვინის სიმბოლო სიცოცხლის ხის თავში მდებარეობის გამო ეწოდა. 

შესაბამისად, პოსტის ავტორი ორ განსხვავებულ ინფორმაციას ერთმანეთს არასწორი ინტერპრეტაციით უკავშირებს და მკითხველი შეცდომაში შეყვანას ცდილობს. სინამდვილეში, იუდაისტური სწავლებაში არსებულ კაბალისტურ ხეს და მის ერთ-ერთ სიმბოლოს კორონავირუსის პანდემიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ვინ ავრცელებს შეთქმულების თეორიას? 

რაც შეეხება YouTube ვიდეოს, რომელიც გამოქვეყნებულ პოსტშიც გვხდება, ის ონლაინ ვიდეო-პლატფორმა BitChute-ზე, Chamelotdaily-ს გამოქვეყნებული ვიდეოს ქართულად ნათარგმნი ვარიანტია. BitChute სოციალური პლატფორმაა, რომელზეც ძირითადად რადიკალი მემარჯვენე ძალების ან კონსპიროლოგების შექმნილი ვიდეოები თავსდება. 2017 წელს, Youtube-ის რეგულაციების თავიდან აცილების მიზნით შექმნილ პლატფორმაზე განთავსებული ძირითადი მასალა დიდი რაოდენობით სიძულვილის ენასაც შეიცავს. რაც შეეხება კონკრეტული ვიდეოს ავტორს, ვიდეოს პლატფორმაზე გვერდი Chamelotdaily აქვეყნებს. გვერდზე მკაცრად ანტისემიტური ვიდეოებია განთავსებული. ამასთან ერთად, პლატფორმაზე Chamelotdaily-ის ოფიციალურ აღწერაში ვკითხულობთ მის გაცხადებულ მიზანს - სატანის სინაგოგას (‘synagogue of Satan’s (S.O.S.)) ცივილიზაციაზე ძალადობის აღმოფხვრა.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ პოსტზე დართულ წარწერაში მოყვანილი ამონარიდები  სახარებიდან, ისეთი მიმდევრობითა და ინტერპრეტაციითაა წარმოდგენილი, რომ ხელს უწყობს როგორც მკითხველის შეცდომაში შეყვანას, ისე ფოტოზე დატანილი და ვიდეო ბმულზე ნახსენები შეთქმულების თეორიების გაძლიერებას.  

Facebook-გვერდზე გავრცელებული პოსტი, რომ კორონავირუსი ებრაელი ერის მიერ დაგეგმილი ოპერაციაა, რომლის მიზანიც სხვა ერების შევიწროება და მოსპობაა, შეთქმულების თეორიას წარმოადგენს. 

სალომე მარგველაშვილი
სალომე მარგველაშვილი

ყველა სიახლე

  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • 2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-დან 2217 ლარამდე გაიზარდა

    2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა