• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
კონსპირაცია კორონავირუსზე: იტალიელი მოხუცები ინექციით დააძინეს

კონსპირაცია კორონავირუსზე: იტალიელი მოხუცები ინექციით დააძინეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

20/10/2020
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

11 ოქტომბერს Facebook-ჯგუფში „კორონავირუსი/COVID-19 ერთად დავამარცხოთ✌“ დეზინფორმაციის შემცველი პოსტი გამოქვეყნდა. იდენტური პოსტი (ე.წ. screenshot-ის სახით) Facebook-გვერდმა „სტალინი“ 15 ოქტომბერს გამოაქვეყნა. მასალის თანახმად,  იტალიაში მოხუცები ინექციით დააძინეს და ამით პენსიებზე გათვლილი თანხა დაზოგეს. პოსტის ავტორის თქმით, „იტალიას მიეცა შანსი და გაწმინდეს ქვეყანა, და თუ ეს მართალია, მაშინ იგივე მოელის სხვა ქვეყნებსაც“. პოსტის ავტორი აცხადებს, რომ ინფორმაცია იტალიელებისგან შეიტყო. აღნიშნული ინფორმაცია არავითარ სანდო მტკიცებულებას და ფაქტებს არ ემყარება და ის კორონავირუსის გარშემო არსებული კონსპირაციის საზოგადოებისთვის თავს მოხვევას ემსახურება.

Worldometer-ის თანახმად, იტალიაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საკმაოდ მაღალია  და ის დაახლოებით 84 წელს უდრის. პანდემიის პირველ ეტაპზე, იტალია იყო ევროპის მასშტაბით პირველი ქვეყანა, სადაც კორონავირუსი ყველაზე სწრაფად გავრცელდა  და თან  სიკვდილიანობის რეკორდული მაჩვენებელი ახლდა. იტალიის შემთხვევის ანალიზმა აჩვენა, რომ კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად დაღუპული პირებიდან აბსოლუტური უმრავლესობა ხანდაზმულები იყვნენ. ოქტომბრის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, იტალიაში კორონავირუსით 36 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და მათ შორის 85%-ზე მეტი 70 წლის ან უფროსი ასაკის პირი იყო. აღნიშნული შემთხვევის ამხსნელი ფაქტორებიდან ერთ-ერთი იტალიის დემოგრაფიული მდგომარეობაა. 2019 წლის მონაცემებით, იტალია არის მეორე ქვეყანა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ხანდაზმული მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში საკმაოდ მაღალია. სტატისტიკის თანახმად, 2019 წელს მოსახლეობის 22,8% 65 წლის და უფროსი ასაკის იყო. 

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის და აშშ-ს დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კორონავირუსის მიმართ ყველაზე მოწყვლადები 85 წლის ან უფროსი ასაკის პირები არიან. მათი თქმით, ხანდაზმული ადამიანები და განსაკუთრებით ისინი , ვისაც უკვე აქვთ ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, დიაბეტი ან/და გულსისძარღვთა პრობლემები, კორონავირუსით დაავადების უფრო დიდი რისკის წინაშე დგანან. როგორც წესი, აღნიშნულ მოწყვლად ჯგუფს კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში  უფრო მძიმე გართულებები უვლინდებათ და შემთხვევების ნაწილი სიკვდილითაც სრულდება.

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა შემთხვევების ანალიზის მარტის შედეგებმა აჩვენა, რომ გარდაცვლილთა უმეტესობას ვირუსით დაინფიცირებამდე სიცოცხლისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი სულ მცირე ერთი დაავადება უკვე აწუხებდა. მაგალითად, მაღალი წნევა, დიაბეტი, გულის დაავადებები და სხვა. ეს დაავადებები კი კორონავირუსმა უფრო დაამძიმა.  

ამრიგად, მტკიცება, რომ იტალიაში მოხუცები ინექციით დააძინეს, რეალობას საერთოდ არ შეესაბამება. Facebook-ზე გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მოხუცების გარდაცვალებით იტალიამ ხელოვნურად შეამცირა საპენსიო დანახარჯები, შეთქმულების თეორიაა, ფაქტებს არ ეფუძნება და დეზინფორმაციის გამავრცელებელი ჯგუფების მანიპულაციური ინტერპრეტაციაა. რეალურად, პანდემიის დაწყებიდან, იტალიამ კორონავირუსით ინფიცირებულების დასახმარებლად მრავალი ღონისძიება განახორციელა. ექიმებსა და ექთნებს პირდაპირი მითითება ჰქონდათ, რომ განსაკუთრებული ყურადღებით  უფრო მოწყვლად ჯგუფებს მოპყრობოდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ ეფექტური სამკურნალო საშუალება და/ან ვაქცინა არ არსებობს, ბუნებრივია, ვირუსისადმი უფრო მოწყვლადი ჯგუფები განსაკუთრებით დაზარალდნენ და შემთხვევების ნაწილი სიკვიდილითაც დასრულდა. 

ლიზი სამნაშვილი
ლიზი სამნაშვილი

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა