• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: თურქეთი ყარსის ხელშეკრულებით აჭარას წაგვართმევს

დეზინფორმაცია: თურქეთი ყარსის ხელშეკრულებით აჭარას წაგვართმევს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

16/10/2020
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: თურქეთი ყარსის ხელშეკრულებით აჭარას წაგვართმევს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

რეზიუმე: სხვადასხვა პრორუსული წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს თურქეთი ყარსის ხელშეკრულების საფუძველზე აჭარის მიტაცებას ცდილობს, მცდარია. სინამდვილეში ყარსის ხელშეკრულება თურქეთის მხრიდან აჭარაზე რაიმე სახის პრეტენზიის წამოყენების შესაძლებლობას არ იძლევა და უფრო მეტიც, ყარსის ხელშეკრულება დაედო საფუძვლად საქართველოსა და თურქეთს შორის დღევანდელი სახელმწიფო საზღვრის საბოლოო დელიმიტაცია-დემარკაციას.

ანალიზი:

2020 წლის 8 ოქტომბერს საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა ანრო ხიდირბეგიშვილმა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის და მისი პოლიტიკის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სადაც ყარსის ხელშეკრულების გამოყენებით, თურქეთის მხრიდან აჭარის „ხელში ჩაგდების“ თაობაზე ისაუბრა. მოგვიანებით სტატია Facebook-გვერდმა სტალინმაც გააზიარა.

არნო ხიდირბეგიშვილის აღნიშნული სტატია მთლიანად ანტითურქული პროპაგანდით არის გაჟღენთილი, თუმცა გვინდა, განსაკუთრებული ყურადღება ერთ ეპიზოდზე შევაჩეროთ - „ყარსის ხელშეკრულების გათვალისწინებით, აჭარის ხელში ჩაგდება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ასევე აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ ბორჭალოს, - გეგმავს ერდოღანი, - და მერე უკვე სომხეთზეც შეიძლება ფიქრი“.

სტატიის ამ ნაწილში, ხიდირბეგიშვილი წლების განმავლობაში ორკესტრირებულ იმ ნარატივს ავითარებს, რომ თითქოს „ყარსის ხელშეკრულების“ საფუძველზე თურქეთს აჭარის რეგიონზე პრეტენზიების წამოყენება შეუძლია.

წლების განმავლობაში, კრემლის პროპაგანდისტული მანქანა და მისი მოკავშირეები საქართველოში (განსაკუთრებით „პატრიოტთა ალიანსი“) დეზინფორმაციას ავრცელებენ, რომ ყარსის ხელშეკრულება, თურქეთს ბათუმისა და მთლიანად აჭარის რეგიონის მიერთების საშუალებას აძლევს და რომ არა რუსეთი, თურქები მთელს აჭარას ადვილად მიიტაცებდნენ. ასევე, თითქოს ყარსის ხელშეკრულებას 2021 წელს 100 წლიანი მოქმედების ვადა ეწურება, რაც თურქეთს საშუალებას მისცემს, ამ რეგიონზე კონტროლი დაამყაროს.

სინამდვილეში, ყარსის ხელშეკრულებაში, რომელიც 1921 წლის 23 ოქტომბერს გაფორმდა (ერთი მხრივ, თურქეთსა და მეორე მხრივ, ამიერკავკასიის რესპუბლიკებს - სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის), არაფერი წერია ისეთი, რაც თურქეთის მხრიდან აჭარაზე პრეტენზიების წამოსაყენებლად სამართლებრივ ან პოლიტიკურ საფუძველს შექმნიდა. პირიქით, 1921 წლის ყარსის ხელშეკრულებით, თურქეთმა აჭარაზე საქართველოს სუვერენიტეტი აღიარა და მას შემდეგ, ეს აღიარება კითხვის ნიშნის ქვეშ არასოდეს დაუყენებია. ყარსის ხელშეკრულებას არ აქვს მოქმედების ვადა და ამაზე განმარტება თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმაც არაერთხელ გააკეთა (ყარსის ხელშეკრულების და მის შესახებ გავრცელებული მითების შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

თურქეთი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ქვეყნებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს 1992 წლიდან მოყოლებული ორმხრივად დადებული 76 ხელშეკრულება უმყარებს ზურგს. მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 1992 წლის 30 ივნისს, საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული ორმხრივი ჩარჩო ხელშეკრულება - „საქართველოს რესპუბლიკას და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ“. ამ ჩარჩო ხელშეკრულებაში, ორი ქვეყნის საზღვრის აღიარების კონტექსტში, ნახსენებია ყარსის ხელშეკრულებაც. დოკუმენტის მიხედვით „მხარეები აცხადებენ, რომ დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის შეთანხმებით“ და „მხარეები ხელმძღვანელობენ იმით, რომ ამ შეთანხმებით საბოლოოდ დადგინდა საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის“. ამასთან აღსანიშნავია, რომ თურქეთი იყო პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი მეზობელი ქვეყანა, რომელთანაც დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველივე წლებში საქართველომ საზღვრების სრული დელიმიტაცია და დემარკაცია მოახდინა.

შესაბამისად, ანრო ხიდირბეგაშვილის სტატიაში გაჟღერებული ბრალდება, რომ თურქეთს ყარსის ხელშეკრულების საფუძველზე ბათუმსა და აჭარაზე პრეტენზიების გამოცხადება შეუძლია, არის სიცრუე. თურქეთის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანია, სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთოების დაძაბვას და რუსული ოკუპაციის პრობლემებიდან აქცენტების თურქეთისკენ გადამისამართებას ისახავს მიზნად.

დავით ნაროუშვილი
დავით ნაროუშვილი

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა