• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ,,ალიას“ მანიპულაცია კორონავირუსის ლაბორატორიაში შექმნის შესახებ

დეზინფორმაცია: ,,ალიას“ მანიპულაცია კორონავირუსის ლაბორატორიაში შექმნის შესახებ

ვერდიქტი: "ფაქტ-მეტრის" დასკვნით, ეს ინფორმაცია არის ყალბი ამბავი

07/10/2020
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: ,,ალიას“ მანიპულაცია კორონავირუსის ლაბორატორიაში შექმნის შესახებ

ვერდიქტი: "ფაქტ-მეტრის" დასკვნით, ეს ინფორმაცია არის ყალბი ამბავი.

ანალიზი:

COVID-19-თან დაკავშირებით „ალია“ სტატიას შემდეგი სათაურით ავრცელებს: ,,როგორ შეიქმნა და ვინ შექმნა კორონავირუსი?“, სადაც ლი-მენ იანის მტკიცებით, რომელსაც გამომცემლობა ,,ალია“ ჩინელ ვირუსოლოგს უწოდებს, კორონავირუსი ჩინეთის სამხედრო ლაბორატორიაში შეიქმნა.

ლი-მენ იანი ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის ყოფილი პოსტდოქტორანტია, რომელმაც კორონავირუსთან დაკავშირებით სადავო ინფორმაცია გაავრცელა. მიმდინარე წლის ივლისში, Fox New-ის ექსკლუზიურ ინტერვიუში იანმა განაცხადა, რომ ჩინეთის მთავრობამ ახალი ვირუსის წარმოშობის შესახებ მსოფლიოს ინფორმაცია თავდაპირველად დაუმალა. ამასთან, ლი-მენ იანმა განაცხადა, რომ მის მიერ ჩატარებული კვლევის მიგნებები ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში მისმა ხელმძღვანელებმა უგულებელყვეს. სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, ივლისში, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტმა განცხადება გაავრცელა და იანის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს გამოეხმაურა. განცხადებაში უნივერსიტეტი აღნიშნავს: „მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლებას, დოქტორ იანის შეხედულებები არ წარმოადგენს უნივერსიტეტის ოფიციალურ პოზიციას“. გარდა ამისა, უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ იანს კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შესახებ კვლევა, რომელზეც ის ინტერვიუში საუბრობდა, არ ჩაუტარებია.

მეცნიერი სექტემბერში კვლავ გამოჩნდა სატელევიზიო გადაცემაში, სადაც ირწმუნებოდა, რომ SARS-CoV-2 ჩინეთის კომუნისტურმა მთავრობამ ვუჰანის ლაბორატორიაში შექმნა. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 14 სექტემბერს ლი-მენ იანმა საჯარო პლატფორმა Zenodo-ზე სამეცნიერო ნაშრომიც განათავსა. თუმცა, აღნიშნულ ნაშრომს სხვა მეცნიერების რეცენზია არ გაუვლია. კვლევას კი, რომელიც მეცნიერების მიერ რეცენზირებული არაა, ბლოგის მსგავსი ღირებულება გააჩნია.

უფრო მეტიც, იანის მიერ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით, ბათის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის ბიოლოგმა დოქტორმა ენდრიუ პრესტონმა განაცხადა, რომ აღნიშნული კვლევა არ შეიძლება იყოს სანდო, ის რეალურად არ ემყარება SARS-CoV-2-ის გენომის ობიექტურ ინტერპრეტაციას და მასში გამოთქმული მოსაზრებები დაუსაბუთებელია. გარდა ამისა, ვებგვერდზე, სადაც იანმა კვლევა განათავსა, მასალის გამოქვეყნება ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია.

მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, კორონავირუსის წარმოშობასა თუ მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე მრავალი შეთქმულების თეორიაა გავრცელებული. იანის ჰიპოთეზა არაა პირველი, რომელიც ვირუსის ხელოვნურად შექმნაზე საუბრობს. სინამდვილეში, კორონავირუსის ლაბორატორიაში შექმნის შესახებ არსებული მოსაზრება მეცნიერთა მიერ ამ ეტაპზე უკუგდებულია. აკადემიურ წრეებში მიიჩნევენ, რომ კორონავირუსი ცხოველებში, დიდი ალბათობით, ღამურებში წარმოიშვა.

ამდენად, ,,ალიას“ მიერ გამოქვეყნებული სტატია მანიპულაციური ხასიათისაა და კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით მკითხველი შეცდომაში შეჰყავს, რადგან ლი-მენ იანის მოსაზრებებთან დაკავშირებით მრავალი კითხვა არსებობს, მის მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომს კი მეცნიერული სანდოობა არ გააჩნია.

სტატიის მომზადებისას გამოყენებულია ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციის Snopes-ის მასალა.

თორნიკე რამაზაშვილი
თორნიკე რამაზაშვილი

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა