• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
6 თვეში ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ და საბიუჯეტო ორგანიზაციებმა 241 834 ლარის საწვავი შეიძინეს

6 თვეში ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ და საბიუჯეტო ორგანიზაციებმა 241 834 ლარის საწვავი შეიძინეს

ყველა შესყიდვა გამარტივებული წესით არის განხორციელებული და ხელშეკრულებები სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასთან“ არის გაფორმებული

25/06/2020
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

საგანგებო მდგომარეობის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს, მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული შესყიდვები „ფაქტ-მეტრის“  ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. ამ ეტაპზე ჩვენ დავინტერესდით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ და მის დაქვემდებარებაში არსებულმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა რა ღირებულებისა და რაოდენობის საწვავი შეიძინეს.  

კვლევამ აჩვენა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ და შვიდმა მუნიციპალურმა ორგანიზაციამ, მხოლოდ 2020 წლის იანვრიდან მიმდინარე პერიოდის (შესწავლილია 16. 06. 2020 წლის მდგომარეობით) ჩათვლით,  გამარტივებული წესით, ჯამში 241 834 ლარის ღირებულების 104 150 ლიტრი საწვავი შეიძინა. აქედან 29 600 ლიტრი „ევრო რეგულარი“ და „ეკო პრემიუმი“ – 67 493 ლარად და 74 550 ლიტრი „დიზელ ენერჯი“ – 174 341 ლარად.

გრაფიკი 1. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ 2020 წელს გამარტივებული წესით შეძენილი საწვავის რაოდენობა (ლიტრი) და ღირებულება (ლარი)

წყარო:     სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციებს საწვავის ნაწილი საგანგებო მდგომარეობის დროს აქვთ შეძენილი, 21 მარტიდან 23 მაისამდე პერიოდში. მაგალითად, ხულოს რესურსცენტრმა 200 ლიტრი „ეკო პრემიუმის“ შესყიდვაზე ხელშეკრულება 11 მაისს გააფორმა, ხოლო ა(ა)იპ „ხულოს წყალკანალმა“ 600 ლიტრი „ევრო რეგულარი“ 5 მაისს შეისყიდა. 200 ლიტრი „ეკო პრემიუმი“ შეიძინა ა(ა)იპ „ხულოს საბავშვო ბაღების გაერთიანებამ“ 4 აპრილს, ხოლო 18 მაისს - ამდენივე „ევრო რეგულარი“, ანუ 400 ლიტრი ბენზინი ორ თვეში. ყველა შესყიდვა გამარტივებული წესით არის განხორციელებული და ხელშეკრულებები სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასთან“ არის გაფორმებული.

ნაზი რეხვიაშვილი
ნაზი რეხვიაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • 2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-დან 2217 ლარამდე გაიზარდა

    2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა