• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრმა, 2018 წლიდან 2020 წლის მაისის ჩათვლით, მხოლოდ ნათურების შესაძენად, 360 034 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრმა, 2018 წლიდან 2020 წლის მაისის ჩათვლით, მხოლოდ ნათურების შესაძენად, 360 034 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა

თენგიზ ქუტიძის კომენტარიდან ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტის (და არა მხოლოდ ოზურგეთის) ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად სოლიდური თანხა უხარისხო ნათურების შესყიდვის მიზნით იხარჯება

27/05/2020
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

„ფაქტ-მეტრი“ აგრძელებს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების ხარჯების კვლევას. ამ ეტაპზე კვლევის არეალში ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრი“ მოხვდა. ჩვენი ყურადღება ორგანიზაციის მიერ გასანათებელი მოწყობილობების, კერძოდ, ნათურების, შესყიდვის მიზნით გაფორმებულმა ხელშეკრულებებმა მიიპყრო, რომელთა ჯამური ღირებულება, 2018 წლიდან მიმდინარე პერიოდის ჩათვლით, 360 034 ლარს შეადგენს.

 ა(ა)იპ „ოზურგეთის მომსახურების ცენტრი“ ოზურგეთის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ორგანიზაცია 2018 წლის 22 თებერვალს დარეგისტრირდა და იმავე წლის 27 მარტს პირველი ტენდერი გამოაცხადა. „მომსახურების ცენტრმა“, პირველივე ჯერზე, 37 760 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს „EL-GROUP”- თან გააფორმა და გასანათებელი მოწყობილობები შეიძინა - სხვადასხვა ტექნიკური მახასიათებლების ჩინური წარმოების (გარდა ერთი სახეობისა) დიოდური, სოდიუმისა და ეკონათურები, ჯამში 6 630 ცალი, საიდანაც 5 000 ცალი ეკონათურა იყო. იმავე წლის ივნისში, იმავე კომპანიისგან, ორგანიზაციამ კიდევ 21 600 ლარის ღირებულების ნათურები შეისყიდა. ამჯერად 3 620 ცალი, აქედან 3 000 ცალი -  მხოლოდ ეკონათურა. ნოემბერში შპს „ბასამ“ შემსყიდველს ხუთი დასახელების 970 ცალი ნათურა (ეკონათურა 800 ცალი) 8 777 ლარად მიაწოდა. 2018 წლის ბოლოს იმავე მიმწოდებლისგან ორგანიზაციამ 5 777 ლარად კიდევ 830 ცალი ნათურა (აქედან 500 ეკონათურა) შეიძინა.

 2019 წელს გასანათებელი მოწყობილობების შეძენის მიზნით ორგანიზაციამ ჯამში 162 090 ლარი გახარჯა და 13 800 ცალი ნათურა შეიძინა. მათ შორის,  8 000-ზე მეტი ნათურა, საიდანაც 7 000 ცალი მხოლოდ ეკონათურა იყო, შარშან, წლის დასაწყისში, 85 720 ლარად შეისყიდა  შპს „EL-GROUP”-ისგან, რომელსაც ტენდერში გამარჯვება სხვა კომპანიის დისკვალიფიკაციის ხარჯზე ერგო. იმავე წლის მაისში შპს „თორნიკესთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით, ორგანიზაციამ, 3 250 ლარად, კიდევ 180 ცალი ნათურა შეიძინა. 2019 წლის ივლისში, ნათურების შესყიდვის მიზნით, ხელშეკრულება გაფორმებულია კვლავ შპს  „EL-GROUP”- თან, ამჯერად 2 240 ნათურის (2 000 ცალი ეკონათურა) შესაძენად ბიუჯეტიდან  24 450 ლარია გადახდილი. წლის დასრულებამდე შეძენილია კიდევ 650 ლარის ღირებულების  100 ცალი სოდიუმის ნათურა შპს „ჯეოლაითისგან“ და 1 480 ცალი დიოდური და სოდიუმის ნათურა 22 960 ლარად შპს  „EL-GROUP“-ისგან, რომელმაც ხელშეკრულება ორი კომპანიის დისკვალიფიკაციის შედეგად მიიღო. წლის ბოლოს ამ კომპანიასთან „მომსახურების ცენტრმა“ კიდევ ერთი - 25 000-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა და 1 800 ცალი ნათურა შეისყიდა. ყველა ამ ხელშეკრულების ვადა 2019 წლის 31 დეკემბრამდეა, ხოლო გარანტია - არანაკლებ 1 წელი.

2020 წლის იანვარში ორგანიზაციამ, 5 058 ცალი დიოდური, სოდიუმისა და ეკონათურის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ  შპს „EL-GROUP“-ს 62 645 ლარი უკვე გადაუხადა, ხოლო 4 840 ცალ ნათურაში 61 445 ლარი,  შპს „თორნიკეს“ უნდა გადაუხადოს.

 2018 წლიდან 2020 წლის მაისის ჩათვლით, ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრმა“  35 748 ცალი ნათურის შესყიდვაზე ჯამში 360 034 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა. გასანათებელი მოწყობილობებისთვის 2019 წელს  გადახდილი თანხა, 2018 წელს ამავე მიზნით გაწეულ ხარჯს, 88 116 ლარით აღემატება, გაზრდილია შეძენილი ნათურების რაოდენობაც. რაც შეეხება 2020 წელს, გასანათებელი მოწყობილობების შესაძენად პირველ ხუთ თვეში გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება, შარშან მთელი წლის განმავლობაში გაწეულ ხარჯზე 37 940 ლარით ნაკლებია. თუმცა უნდა ითქვას, რომ 2018 წელს აღნიშნული მიზნით - ოთხი, 2019 წელს - ხუთი, ხოლო 2020 წლის მაისის ჩათვლით მხოლოდ ორი შესყიდვა განხორციელდა. ყველა შესყიდვის დაფინანსების წყაროა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი, საიდანაც, ნათურების შესყიდვის გარდა, გაწეულია ელექტროენერგიის გამანაწილებლების, საკონტროლო აპარატურის, იზოლირებული მავთულებისა და გაყვანილობების შეძენის ხარჯიც, რომლის მოცულობაც, საანგარიშო პერიოდის გათვალისწინებით, 94 290 ლარს შეადგენს. აქედან 2018 წელს - 30 840 ლარს, 2019 წელს - 38 634 ლარს და 2020 წლის მაისის ჩათვლით - 24 817 ლარს.

„ფაქტ-მეტრი“ დაუკავშირდა ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის“ დირექტორს თენგიზ ქუტიძეს და სთხოვა, აეხსნა, მუნიციპალიტეტს ყოველწლიურად ასეთი დიდი რაოდენობის ნათურების შესყიდვა რატომ სჭირდება. ორგანიზაციის ხელმძღვანელის განმარტებით: „ეს ნათურები ემსახურება მთლიანად ოზურგეთში, ქუჩებში, სოფლებში, რაც გარე განათების ქსელი მაქვს, იმას ხმარდება. ზოგჯერ ისეთი პრობლემები მაქვს, ჭექა-ქუხილი როცაა, კილომეტრობით ხაზიანად წვავს ყველაფერს. გარემო პირობების გარდა, ხარისხსაც ვეძებთ უკეთესს. ახლა რომ შემოვიტანეთ, შედარებით უკეთესია, რომ მოვიკვლიეთ ბაზარი, მეტ დროს რომ იმუშაოს. ფასებსაც ვეძებთ. შედარებითია ყველაფერი... ამ ბოლოს შემოვიტანეთ ლედნათურები, ეკონათურები. ხარისხი კი აქვს უკეთესი, მაგრამ ძაბვის ცვალებადობას ვერ უძლებს და ჩვენი ქსელი როგორი გამართულია, კი იცით... კონდენსატორები იწვება, ზოგი სკდება... მუნიციპალიტეტებს ვუკავშირდებით, რა გამოიყენეს, როგორი აქვს ხარისხი, რამდენ ხანს მუშაობს... გასულ წელსაც საკმაოდ დიდი იყო [ხარჯი]. აქ ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ფირმასაც ვერ ვუთითებთ. მაგალითად: ორიგინალი რომ მივუთითო, რომელსაც ხარისხი მეტი აქვს, [სახელმწიფო შესყიდვების] სააგენტო არ გვიშვებს. მხოლოდ პარამეტრები და დამთავრდა. პარამეტრებით შემოდის ჩინური წარმოების ყველა. ქალაქის ცენტრში მაქვს ადრე გაკეთებული ფილიპსის ნათურები და იშვიათად იწვება და ესენი მალე იწვება უფრო. დიახ, ბიუჯეტიდან თანხა იხარჯება [უხარისხო საქონლის შეძენაში] და ექსპერტის დასკვნა რომ მომთხოვეს, ის კი წერს, რომ შეესაბამება პარამეტრებს, მაგრამ ამას გრძელვადიანი გამოცდა უნდა, რომ გასინჯავ, კი შეესაბამება სიმძლავრეს, მაგრამ რამდენ ხანს მუშაობს...  აი რომ უწერია 10 000 საათი, პირობითად, მუშაობს 2 000, 3000, 4000 საათი. ძაბვაზეც არის დამოკიდებული. მე შემიძლია, თუ ღირს ნათურა ეს 13 ლარი, გადავიხადო 25 ლარი და იმუშაოს დიდხანს. საერთო ჯამში მოგებული ვრჩებით. ეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უნდა გადაწყვიტოს. ყველა მუნიციპალიტეტი ასეთ დღეშია. სიტყვიერად მივმართე, მაგრამ სააგენტოს რომ ველაპარაკები, იქაც ვერ წყვეტენ. მე მივუთითე ფირმა და არა, არ ჩაწეროთ, არ შეიძლებაო. ლედნათურები, ბოლოს რაც შევისყიდე გასულ წელს, გაამართლა. ეკონათურები საერთოდ უნდა ამოვიღო, მაგას უჭირს საერთოდ ძაბვის ცვალებადობა. შარშან რომელი ლედნათურებიც შევიძინეთ, ის არის ჯერ, 90% მუშაობს ჯერ, თუ რამე გარე დაზიანება არ მოხდა“.

თენგიზ ქუტიძის კომენტარიდან ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტის (და არა მხოლოდ ოზურგეთის) ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად სოლიდური თანხა უხარისხო ნათურების შესყიდვის მიზნით იხარჯება, რომლებსაც, ხელშეკრულებების თანახმად, ერთწლიანი გარანტია მაინც უნდა ჰქონდეს. თუმცა, უხარისხო საქონლისა და გაუმართავი ქსელის მიზეზით, ნათურები მწყობრიდან ადვილად გამოდის და პრობლემას თვითმმართველობა ახალი ნათურების შესყიდვით ებრძვის.

ნაზი რეხვიაშვილი
ნაზი რეხვიაშვილი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა