• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
აჭარის ა/რ „საგანგებო ბიუჯეტი“

აჭარის ა/რ „საგანგებო ბიუჯეტი“

ცვლილებები 2020 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში

14/05/2020
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

2020 წლის 30 აპრილს აჭარის ა/რ უმაღლესმა საბჭომ აჭარის ა/რ 2020 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებს მხარი დაუჭირა. „საგანგებო ბიუჯეტი“, როგორც მას უწოდებენ, რეგიონის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობის მხარდაჭერით, ცამეტი ხმით დამტკიცდა. როგორც მის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების დაზუსტების ძირითად არსს საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის გათვალისწინებული ასიგნებების, საერთო რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებისა და რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების ცვლილებები წარმოადგენს. შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 318 594 300 ლარით განისაზღვრა, რაც ნიშნავს, რომ თავდაპირველად დაგეგმილი მაჩვენებელი (322 094 300 ლარი) 3 500 000 ლარით შემცირდა.

 აღსანიშნავია, რომ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ცალკეული გადასახდელების მოცულობის შემცირებით, მთავრობამ  COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად 23 370 300 ლარის მობილიზება შეძლო.

 ცხრილი 1. აჭარის ა/რ 2020 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების მაჩვენებლები, ცვლილების მოცულობა, ლ (30. 04. 2020)

დასახელება

თავდაპირველად დაგეგმილი მაჩვენებელი

ცვლილების შემდგომი მაჩვენებელი

ცვლილება

 

შემოსულობები

   322 094 300

   318 594 300

-3 500 000

გადასახდელები

   350 094 300

   350 094 300

              0

ნაშთის ცვლილება

     28 000 000

     31 500 000

 3 500 000

წყარო: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო

როგორც ვხედავთ, შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 3 500 000 ლარით მცირდება. ეს შემცირება არაფინანსური აქტივების კლების საპროგნოზო მაჩვენებელს (20 844 300 ლარი) შეეხო და წლიური საპროგნოზო მოცულობა 17 344 300 ლარით განისაზღვრა.

 რაც შეეხება გადასახდელებს, ის უცვლელი რჩება და კვლავ 350 094 300 ლარს შეადგენს. თუმცა ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, მიზნობრივი ღონისძიებების განხორციელება დაიგეგმა, რისთვისაც თანხის მობილიზება სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის ასიგნებების შემცირებით გახდა შესაძლებელი. კერძოდ, კლასიფიკაციის მუხლებს შორის სახსრების გადატანით. ასევე, 2020 წლისთვის არსებული ნაშთის გამოყენების საპროგნოზო მაჩვენებელი, 3 500 000 ლარით იზრდება.

 ცხრილი 2. აჭარის ა/რ 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯები ცვლილებამდე და ცვლილების შემდეგ, ლ

დასახელება

ცვლილებამდე

ცვლილების შემდეგ

ცვლილება

ხარჯები

246 711 100

248 306 700

1 595 600

მათ შორის:

შრომის ანაზღაურება

  39 269 700

  38 801 100

  -468 600

საქონელი და მომსახურება

  44 758 700

  46 816 600

 2 057 900

პროცენტი

    1 144 700

    1 072 000

     -72 700

სუბსიდიები

   7 575 800

     5 212 900

-2 362 900

გრანტები (გაცემული)

 66 757 300

   66 274 300

   -483 000

სოციალური უზრუნველყოფა

 15 001 400

   14 991 400

     -10 000

სხვა ხარჯები

 72 203 600

   75 138 300

  2 934 700

წყარო: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო

 აღსანიშნავია, რომ შრომის ანაზღაურების საპროგნოზო მაჩვენებელიც  შემცირდა და ეს შემცირება აჭარის ა/რ უმაღლეს საარჩევნო კომისიასა და მთავრობის აპარატში, ასევე - აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დასაქმებულთა ხელფასებს შეეხო.

 ჯამში, 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ცალკეული გადასახდელების მოცულობა 23 270 300 ლარით მცირდება და ეს თანხა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება.

 აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება, ჯამში, 2 452 500 ლარით შემცირდა და 111 348 300 ლარით დაიგეგმა. თუმცა გამოთავისუფლებული სახსრების შედეგად, შესაძლებელი გახდა აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დაფინანსების გაზრდა, კერძოდ, 7 300 000 ლარი ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის ღონისძიებებს მოხმარდება. ეს პროგრამა საკარანტინო სივრცეებში (სასტუმროებში) განთავსებული მოქალაქეებისთვის შესაბამისი სერვისების (ცხოვრება, კვება, ჰიგიენა...) მიწოდებას გულისხმობს.

 შემცირება სამინისტროს მთელ რიგ პროგრამებსა და ქვეპროგრამებს შეეხო: ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა; სახაზინო მომსახურება; რეკრეაციული ადგილების მოვლა-შენახვა; დამწყები და განვითარებადი ბიზნესის ხელშეწყობა; საწარმოთა მართვა; ბიზნესინტერესების დაცვა და ექსპორტის ხელშეწყობა; ტურიზმის სფეროს მართვა და დარგის განვითარების ხელშეწყობა; მარკეტინგი (5 მლნ ლარზე მეტით) და სხვა. საერთოდ ამოღებულია პროგრამა „ახალი შესაძლებლობები ბიზნესს“, რომლისთვისაც 500 000 ლარი იყო გათვალისწინებული.

 დაფინანსება ოდნავ, 13 800 ლარით შეუმცირდა საავტომობილო გზების დეპარტამენტს და საბოლოოდ 64 982 200 ლარი შეადგინა.  ყველაზე მეტი ზრდა - 8 137 700 ლარი, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებების საპროგნოზო მაჩვენებელს შეეხო. პარალელურად, თანხები გამოთავისუფლდა სამინისტროს რამდენიმე პროგრამისა და ქვეპროგრამის ხარჯების შემცირებით. ამის შედეგად, სამინისტროს დაემატა ქალაქ ბათუმის 170 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს აღჭურვის, ფუნქციონირებისა და რისკჯგუფების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომლის დაფინანსების საპროგნოზო მაჩვენებელიც 8 555 000 ლარს შეადგენს.

 საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის დაფინანსება 27 200 ლარით გაიზარდა. აქედან 25 500 ლარი მომუშავეთა შრომის ანაზღაურების ზრდას მოხმარდება.

 ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სამინისტროს დაფინანსება, ჯამში, 29 137 700 ლარით განისაზღვრა.

 აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა 47 385 400 ლარი გახდა, რაც ცვლილებამდე არსებულ მაჩვენებელზე, 56 390 100 ლარზე, 9 004 700 ლარით ნაკლებია. ცვლილება სამინისტროს აპარატში დასაქმებულთა ხელფასსაც შეეხო და ის 427 800 ლარით შემცირდა. გარდა ამისა, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ინვენტარით აღჭურვის, მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამის დაფინანსებამ 3 054 400 ლარით მოიკლო.  ასევე, სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის, საპანსიონო მომსახურების, ზოგადი პროფესიული განათლების, უწყვეტი განათლების, უმაღლესი განათლების, სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის, სკოლისგარეშე სასპორტო დაწესებულებების ხელშეწყობის, კულტურის განვითარების, ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის, სპორტის განვითარების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის, ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის პროგრამების ხარჯების მოცულობაც შემცირდა.

 რაც შეეხება აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გადაწყდა, რომ ის, 15 178 200 ლარის ნაცვლად, 14 629 700 ლარს მიიღებს. შემცირება  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ხარჯებს შეეხო. სამინისტროს პროგრამების მუხლებში გარკვეული ცვლილებების შედეგად, შესაძლებელი გახდა დამატებითი თანხის მობილიზება აგროსერვისების განვითარების პროგრამისთვის, რომელიც, 2 537 700 ლარის ნაცვლად, 3 189 200 ლარით დაფინანსდება. ამ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქვეპროგრამა სანერგე, საჩითილე მეურნეობებისა და ვეტერინარული კლინიკების განვითარების შესახებ, რომლის დაფინანსებაც იზრდება. კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადატანით ჯამში 2 413 500 ლარის მობილიზება მოხდა და ეს თანხა სხვა პროგრამებს დაემატა.

 4 314 600 ლარით გაიზარდა საერთო რესპუბლიკური მნიშვნელობის ასიგნება, მათ შორის:

 სარეზერვო ფონდი - 3 800 000 ლარით და 6 800 000 ლარი შეადგინა;

უცხოეთიდან მიღებული სესხის დაბრუნება - 234 100 ლარით და გახდა 2 695 900 ლარი.

თუმცა 72 700 ლარით შემცირდა სესხების მომსახურების ხარჯი და საპროგნოზო მაჩვენებელი 1 072 000 ლარით განისაზღვრა.

246 600 ლარი დაემატა მდგრადი სოფლის მეურნეობის ქვეპროგრამის თანადაფინანსებას.

უნდა აღინიშნოს, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ხარჯებს მხოლოდ 100 000-ლარიანი შემცირება შეეხო, ხოლო აჭარის ა/რ მთავრობის აპარატის ხარჯები 250 000 ლარით შემცირდა. ამ კონკრეტულმა ფაქტორმა და ზოგადად, 2020 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში განხორციელებულმა ცვლილებებმა აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი წევრების  უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია.

მართალია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კანონის პროექტის განხილვაში ჩართული იყვნენ, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. ცვლილებებს მხარი ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმაც არ დაუჭირა, ხოლო ერთი დეპუტატი სხდომას არ დაესწრო.  ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ახალ კორონავირუსთან (COVID-19) ბრძოლისთვის მეტი თანხის მობილიზება იყო შესაძლებელი. ენმ-ის წევრები უმაღლესი საბჭოს უმრავლესობას ურჩევენ, შეამციროს ფრაქციების რაოდენობა, საავტომობილო ხარჯები. ასევე, მათივე განცხადებით, შესამცირებელია ავტომანქანების ხარჯები და მოადგილეების რაოდენობა მთავრობასთან არსებულ ორგანიზაციებში, ამ გზით გამოთავისუფლებული სახსრები კი პანდემიით დაზარალებული პირების დასახმარებლად უნდა წარმართოს. საუბარია იმ პირებზე, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების მიერ განსაზღვრულ კატეგორიებში ვერ მოხვდებიან. ოპოზიცია აცხადებს, რომ აჭარის ა/რ მთავრობამ და უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ ოპოზიციის შეთავაზება უნდა გაითვალისწინოს.

ნაზი რეხვიაშვილი
ნაზი რეხვიაშვილი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა