• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რატომ შეუჩერდა ფულადი სოციალური დახმარება 17 036 ოჯახს?

რატომ შეუჩერდა ფულადი სოციალური დახმარება 17 036 ოჯახს?

დახმარების მიმღები ოჯახები ახალი ფორმულით მოწმდებიან

12/11/2019
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისიდან სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა ყოველთვიურად მცირდება. ოქტომბერში 2,573 ოჯახს (5,638 მოქალაქეს) შეუჩერდა ფულადი დახმარება. გასული 5 თვის განმავლობაში საარსებო შემწეობა 17,036 ოჯახს (44,314 მოქალაქეს) შეუჩერდა. ფაქტ-მეტრი ოჯახებისთვის სოციალური დახმარების შეჩერება/შეწყვეტის მიზეზებით დაინტერესდა.

როგორც გავარკვიეთ, მიმდინარე წლის ივნისიდან სამინისტრო სოციალურად დაუცველ ოჯახებს აქტიურად ამოწმებს. გადამოწმების პროცესში საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს დახმარება უწყდებათ ან დროებით უჩერდებათ.

გრაფიკი 1: 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობა

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მუდმივად იცვლება, როგორც ზრდისკენ, ასევე კლებისკენ. სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებს გეოგრაფიული, დემოგრაფიული ან შემოსავლების ცვლილების გამო მუდმივად ამოწმებენ. საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირებას სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის ცვლილება იწვევს. დახმარების მიმღები ოჯახები ახალი ფორმულით მოწმდებიან. ამასთან, სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ოჯახში სოციალური აგენტის განმეორებითი ვიზიტი 4 წელიწადში ერთხელ სავალდებულოა. გადამოწმების პროცესში ოჯახებს დახმარება უჩერდებათ. თუ ოჯახს, გადამოწმების შედეგად, კვლავ შეუნარჩუნდა სოციალურად დაუცველის სტატუსი, ამ შემთხვევაში მას აღუდგება ფულადი დახმარება და ის პერიოდიც აუნაზღაურდება, როდესაც დახმარება შეჩერებული ჰქონდა.

2015 წლის მაისიდან სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდოლოგია ამოქმედდა და ოჯახების ამ მეთოდოლოგიით გადამოწმება დაიწყო, რასაც საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება მოჰყვა. (იხილეთ ამ თემაზე ფაქტ-მეტრის სტატია). ახალი მეთოდოლოგიით ოჯახების გადამოწმებიდან 4 წელი გავიდა და სოციალურად დაუცველი ოჯახების გეგმური/სავალდებულო გადამოწმების პროცესი დაიწყო. რასაც დახმარების მიმღებთა რაოდენობის შემცირება მოჰყვა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური ჩვენთან საუბრისას ადასტურებს, რომ მიმდინარეობს სოციალურად დაუცველი ოჯახების აქტიური გადამოწმება. მისი თქმით: „4 წელიწადში ერთხელ სავალდებულოა სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გეგმური გადამოწმება, იმის დასადგენად ხომ არ შეეცვალა ოჯახს სოციალური სტატუსი. ეს ციკლი მოუწია ივნის-ივლისიდან და მიმდინარეობს სოციალურად დაუცველი ოჯახების აქტიური გადამოწმება. შესაბამისად, მოცემულ მომენტში კლებულობს ბაზაში არსებული ოჯახების რაოდენობა. მაგრამ საარსებო შემწეობა მათ შეწყვეტილი არ აქვთ, მათ აქვთ შეჩერებული. თუ ოჯახს გადამოწმების შემდეგ შეუნარჩუნდება სოციალურად დაუცველის სტატუსი, დახმარება აღუდგება და განაცდურის კომპენსაციასაც მიიღებენ“.

ოჯახების გადამოწმების პროცესი გრძელდება და შესაბამისად, ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება.

დიდი ალბათობით ოჯახების აქტიურად გადამოწმების პროცესი 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდამდე დასრულდება. ამით, დახმარების მოხსნისთვის ან დროებით შეჩერებისთვის თავის არიდება იქნება შესაძლებელი. პარალელურად ოჯახებს, რომელთაც გადამოწმების გამო დროებით შეუჩერდათ დახმარება, საარსებო შემწეობა აღუდგებათ. ასევე, შესაძლებელია პროგრამას ახალი ბენეფიციარებიც შემოემატოს. ამის თქმის საფუძველს განვლილი წლების სტატისტიკური მონაცემები იძლევა. წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მუდმივად იზრდება და სავარაუდოდ გამონაკლისი არც 2020 წელი იქნება (იხილეთ ამ თემაზე ფაქტ-მეტრის სტატია).

თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • ოლქს, რომელსაც, არჩევნების შემდეგ, რვა თვე მაჟორიტარი არ ჰყავდა, ახლაც მაჟორიტარი მოუხსნეს და წელიწად-ნახევარი, ოთხი წლიდან, მაჟორიტარის გარეშეა

    ოლქს, რომელსაც, არჩევნების შემდეგ, რვა თ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირში ექსპორტმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა

    ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედების შემ...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • ბოლო 4 წელიწადში დოლარში დათვლით საქართველოს ეკონომიკა გაორმაგდა

    ბოლო 4 წელიწადში დოლარში დათვლით საქართვ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა