• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რამდენად დაცულია შრომითი უსაფრთხოება საქართველოში

რამდენად დაცულია შრომითი უსაფრთხოება საქართველოში

2019 წლის იანვარ-ივლისში სამუშაოს შესრულებისას 22 ადამიანი დაიღუპა და 51 დაშავდა

20/09/2019
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

სამუშაო ადგილზე უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური და მწვავე საკითხია, რასაც ნათლად წარმოაჩენს სამუშაოს შესრულებისას დაღუპულთა და დაშავებულთა მზარდი მაჩვენებელი.

2015 წელს საქართველოს ხელისუფლებამ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი შეიქმნა. აღნიშნული სამსახურის შექმნის შემდეგ სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა. არსებული კანონმდებლობა ეფექტიან ზედამხედველობას და შრომითი უსაფრთხოების დაცვას ვერ უზრუნველყოფდა.

2019 წლის თებერვალში პარლამენტმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონი დაამტკიცა და შრომის უსაფრთხოების კანონში არსებული ხარვეზები მნიშვნელოვნად გამოსწორდა. 2019 წლის 1 სექტემბრიდან, შრომის უსაფრთხოების კანონის მოქმედება ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე. შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით დანიშნოს ან მოიწვიოს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი. დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია, პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები, თუ მას გავლილი აქვს შესაბამისი აკრედიტებული პროგრამა. თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, ვალდებულია, ჰყავდეს არანაკლებ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში კი მან უნდა შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური, არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით. ასევე, 1 სექტემბრიდან ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილია, წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეამოწმოს ინსპექციას დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

ძველი რედაქციით კანონის მოქმედება ვრცელდებოდა, მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე. ამასთან, დასაქმების ადგილზე საზედამხედველო ორგანოს დაშვება ხდებოდა სასამართლოს ნებართვის საფუძველზე.

სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა სტატისტიკა

ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის იანვარ-ივლისში სამუშაოს შესრულებისას 22 ადამიანი დაიღუპა და 51 ადამიანი დაშავდა. 2015-2018 წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ სამუშაო ადგილზე დაშავებულთა და დაღუპულთა მაჩვენებელი მზარდია (იხილეთ გრაფიკი 1).

გრაფიკი 1: 2015-2019 წლებში სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა

უბედური შემთხვევების რაოდენობა განსაკუთრებით ხშირია სამშენებლო სექტორში. 2019 წლის 7 თვის მონაცემებით, სამუშაო ადგილზე დაღუპვის შემთხვევების 50% სამშენებლო სექტორზე მოდის (იხილეთ გრაფიკი 2).

გრაფიკი2: 2015-2019 წლებში სამშენებლო სექტორში დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა

წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების დროს დროული და ეფექტიანი გამოძიების წარმოება მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშის თანახმად, 2018 წლის განმავლობაში გამოძიება დაიწყო წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების 224 ფაქტზე, აქედან, გამოძიება შეწყდა 67 შემთხვევაში. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია მხოლოდ 19 შემთხვევაში.

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების საქმეთა უმრავლესობა სასამართლოში არსებითი განხილვის გარეშე საპროცესო შეთანხმების დადებით სრულდება.

2018 წლის განმავლობაში საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა წარმოებაში მომხდარ უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით 35 საქმე განიხილეს. რეალური სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 2 შემთხვევაში განისაზღვრა. გამამტყუნებელი განაჩენი დადგა კიდევ 7 საქმეზე.

თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა