ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, გორის საარჩევნო ოლქში ხმათა უმრავლესობა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა მოიპოვა. გრიგოლ ვაშაძემ 20 994 ხმა მიიღო, რაც ხმების 42.5%-ია.
გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს შიდა ქართლის დანარჩენ მუნიციპალიტეტებშიც. ქარელში მან ხმების 42%, ხაშურში - 43.22%, კასპის ოლქში კი 39.64% მიიღო. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატთან შედარებით, მის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა ნაკლებია.
მთლიანობაში, შიდა ქართლში, გრიგოლ ვაშაძის მიერ მოპოვებულმა ხმათა რაოდენობამ 44 252 შეადგინა, ხოლო მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა კი ამ რეგიონში 36 985 ხმა მიიღო.
პირველი ტურის შედეგების მიხედვით, გამარჯვება მოიპოვა გრიგოლ ვაშაძემ დევნილთა დასახლებებში გახსნილ საარჩევნო უბნების უმრავლესობაშიც. გორის მუნიციპალიტეტში გახსნილ დევნილთა 7 საარჩევნო უბნიდან უპირატესობა მან 4 უბანზე მოიპოვა.
ანალიზი „21 ათასმა გორელმა ამომრჩეველმა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს დაუჭირა მხარი. მთლიანად შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში გრიგოლ ვაშაძე პირველი ტურის შედეგების მიხედვით, დამაჯერებლად ლიდერობს... მინდა აღვნიშნო, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად გორში მდებარე დევნილების უმრავლეს ჩასახლებებში ხმათა უმრავლესობა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა მოიპოვა. გორის ყველა დევნილთა ჩასახლებაში, აბსოლუტური უმრავლესობით, გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა“ - განაცხადა
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გორიდან, ბადრი ბასიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო კანდიდატად 10 ოპოზიციური პარტიის გაერთიანებამ („სამოქალაქო მოძრაობა - ძალა ერთობაშია“) წარადგინა. სალომე ზურაბიშვილს კი, რომელიც ცესკო-ში დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდა, მხარს მმართველი გუნდი - „ქართული ოცნება“ უჭერს. საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდა. შედეგების მიხედვით, 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა და ხმების უმრავლესობა ორ კანდიდატზე გადანაწილდა. ცესკო-ს მონაცემებით,გრიგოლ ვაშაძემ 601 224 ხმა (ხმების 37.74%), სალომე ზურაბიშვილმა კი 615 572 (ხმების 38.64%) ხმა მიიღო. არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.
გორის 32-ე საარჩევნო ოლქში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო შედეგების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა 17 099 ხმა მიიღო, რაც არჩევნებზე მისული ამომრჩევლისმთლიანი რაოდენობის 34.61%-ია. გრიგოლ ვაშაძემ კი 20 994 ხმა მიიღო (42.5%). გორის მუნიციპალიტეტში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს 3 895 ხმით მოუგო.
სურათი 1:
გორის №32 ოლქის მონაცემები არჩევნების პირველი ტურის შედეგად
აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტში 58 საარჩევნო უბანი სოფლებში იყო გახსნილი, აქედან 32-ში სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძესთან შედარებით, ხმების ნაკლები რაოდენობა მოიპოვა. გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა,
ასევე, ქალაქში გახსნილი უბნების უმრავლესობაში (32 საარჩევნო უბნიდან 25-ში).
მთლიანად შიდა ქართლის რეგიონში სულ 234 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. აქედან, კასპში - 38, ქარელში - 39, ხაშურში - 52, გორში კი 105 საარჩევნო უბანი (მათ შორის დევნილთა დასახლებებში გახსნილი უბნებიც).
ქარელის მუნიციპალიტეტშისალომე ზურაბიშვილმა 6 023 (35.16%), გრიგოლ ვაშაძემ კი 7 195 (42%). ამდენად, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, დამოუკიდებელ კანდიდატთან შედარებით, 33-ე საარჩევნო ოლქში, 1 172 ხმით მეტი აქვს მიღებული.
ხაშურის მუნიციპალიტეტში 7 009ხმა სალომე ზურაბიშვილს (33.13%), 9 145 ხმა (43.22%) კი გრიგოლ ვაშაძეს აქვს მიღებული. 35-ე ოლქში ოპოზიციის კანდიდატმა, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, 2 136 ხმით მოუგო.
კასპის მუნიციპალიტეტში 6 854ხმა (39.27%) სალომე ზურაბიშვილმა, 6 918 (39.64%) კი გრიგოლ ვაშაძემ მიიღო. 30-ე ოლქის მონაცემებით (ქალაქი და სოფლები), გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, დამოუკიდებელ კანდიდატზე 64 ხმით მეტი აქვს მიღებული.
გრაფიკი 1:
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გორის, ქარელის, ხაშურისა და კასპის ოლქებში
საერთო ჯამში, შიდა ქართლის რეგიონში, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა სულ 44 252 ხმა, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიატმა კი, 36 985 ხმა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძესთან შედარებით, 7 267 ხმით ნაკლები მიიღო.
გორის მუნიციპალიტეტში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დევნილი მოსახლეობის სულ დასახლებაა. საარჩევნო უბნებითითოეულში (კარალეთის, ვერხვების, სკრის, ბერბუკის, შავშვების, ხურვალეთის დევნილთა დასახლებები) ცალ-ცალკე იყო გახსნილი.
ცხრილი 1:
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები დევნილთა დასახლებებში გახსნილ საარჩევნო უბნებზე გორის მუნიციპალიტეტში
უბანი № | 100კარალეთი | 101ვერხვები | 102ბერბუკი | 103საქაშეთი | 104სკრა | 105შავშვები | 106ხურვალეთი | სულ |
ამომრჩეველი | 1239 | 719 | 328 | 190 | 206 | 408 | 301 | 3 391 |
გრიგოლ ვაშაძე | 317 | 127 | 116 | 25 | 62 | 120 | 81 | 848 |
სალომე ზურაბიშვილი | 258 | 132 | 98 | 45 | 65 | 113 | 71 | 782 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, გორის მუნიციპალიტეტში მდებარე დევნილთა დასახლებებში 7-დან 4 საარჩევნო უბანზე, არჩევნების პირველ ტურში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა, 3 უბანზე კი მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.