• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ქუთაისის ბაგა-ბაღების ქრონიკა გაფიცვიდან დღემდე

ქუთაისის ბაგა-ბაღების ქრონიკა გაფიცვიდან დღემდე

2015 წლის 11 დეკემბერს ქუთაისში 1-ლი, მე-13, მე-15 და მე-17 ბაგა-ბაღების თანამშრომლები გაიფიცნენ.

10/07/2018
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

2015 წლის 11 დეკემბერს ქუთაისში 1-ლი, მე-13, მე-15 და მე-17 ბაგა-ბაღების თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცულები დაბალ ანაზღაურებას და სამუშაო პირობებს აპროტესტებდნენ. აღმზრდელები, გამგეები და მომვლელები დაწესებულებების ცხელი წყლით უზრუნველყოფასა და ხელფასების მომატებას მოითხოვდნენ. გაფიცულებს ქალაქის მაშინდელმა მერმა, შოთა მურღულიამ მიმართა და მოთხოვნების შესრულება აღუთქვა.

 

მოგვიანებით, ა(ა)იპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომელთა გაფიცვა კანონგარეშედ გამოაცხადა და სასამართლოში იჩივლა. გაერთიანების ადვოკატი აცხადებდა, რომ გაფიცვის შესახებ ბაღის თანამშრომლებმა წინასწარ არ შეატყობინეს ა(ა)იპ-ს და ამით სასწავლო პროცესი ჩაშალეს. საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, გაფიცვის ან ლოკაუტის დაწყებამდე არანაკლებ სამი კალენდარული დღით ადრე უნდა შეატყობინონ შესაბამის უწყებებს გაფიცვის დრო, ადგილი და ხასიათი (კარი IV, თავი XXI, 49-ე მუხლი, მე-5 პუნქტი). ამავე კანონის თანახმად, გაფიცვა ან ლოკაუტი უკანონოა, თუ ის საომარი მდგომარეობის დროს ეწყობა, დაუშვებელია გაფიცვის უფლების გამოყენება იმ პირთა მიერ, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან. გაფიცვის კანონიერების ან უკანონობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ 2016 წლის 4 იანვარს შეტანილი სარჩელის განხილვაზე უარი თქვა, თუმცა სარჩელის განმეორებით შეტანის შემდეგ, ამავე წლის 8 იანვარს საქმის წარმოება დაიწყო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, 13 იანვარს ოთხივე გაფიცული ბაღის გამგეები სამსახურიდან გაათავისუფლეს. მათ შორის, მე-15 ბაგა-ბაღის გამგე, ნანა კაკურია, რომელიც აღნიშნულ მომენტში 8 თვის ფეხმძიმე გახლდათ. გათავისუფლების შემდეგ ქალბატონის მდგომარეობა დამძიმდა. ევროპის სოციალური ქარტიის მიხედვით, რომლის გარკვეული მუხლების რატიფიცირებაც საქართველოს პარლამენტმა 2005 წელს მოახდინა, ორსული ქალებისათვის სამსახურიდან გათავისუფლების შეტყობინება ან სამსახურიდან გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ დეკრეტული პერიოდის დასრულების შემდეგ (მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი). ბაღის გამგეებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. 18 აპრილს სასამართლომ მე-15 ბაღის გამგე, ნანა კაკურია სამსახურში აღადგინა.

 

პარალელურად, გრძელდებოდა 1-ლი ბაგა-ბაღის გამგის, ზაალ ხონელიძის სასამართლო პროცესი, რომელიც საზოგადოებაში გაფიცვის ორგანიზატორად მოიაზრებოდა. მოგვიანებით, ხონელიძე სამსახურში აღადგინეს. იგი დღემდე ქალაქის ნომერ 1-ლ ბაგა ბაღს ხელმძღვანელობს.

 

ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანებამ 2017 წელს 187 თანამშრომლის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელიდან 185-ზე სასამართლო დავა შეწყვიტა. გაერთიანებაში განაცხადეს, რომ დავა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც თანამშრომელთა ნაწილმა აღიარა, რომ გაფიცვა არაკანონიერი იყო, ზემოაღნიშნული შეუტყობინებლობის მიზეზის გამო. დარჩენილ 21 თანამშრომელზე სარჩელი საქალაქო სასამართლოში შევიდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით 2017 წლის 21 მარტს დავა დროებით შეჩერდა. გადაწყვეტილება ბაგა-ბაღების გაერთიანებამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლო დავა საკითხზე დღემდე მიმდინარეობს.

 

2016 წლის 12 თებერვალს ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ბიუჯეტი გაიზარდა და სახელფასო ფონდს 855 250 ლარი დაემატა (თავი 1-ლი მუხლი 26-ე). ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო წყლის პრობლემის მოსაგვარებლად.

 

2016 წლიდან დღემდე ხელფასები ქუთაისში არსებულ საბავშვო ბაღებში არ გაზრდილა. 2018 წლის მონაცემებით ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში 648 აღმზრდელია დასაქმებული. ქუთაისის მერიის მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, პირველი ცვლის აღმზრდელის ხელფასი 400, ხოლო მეორე ცვლის აღმზრდელის ხელფასი 200 ლარს შეადგენს. ხელფასების ზრდა არც მიმდინარე წელს იგეგმება. ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანებისათვის ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტში 10 000 ლარია გამოყოფილი (მე-2 თავის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი).

 

ფაქტ-მეტრი 2015 წლის გაფიცვის ერთ-ერთ მონაწილეს, N1 ბაგა-ბაღის ხელმძღვანელს, ზაალ ხონელიძეს ესაუბრა. ხონელიძის განცხადებით, გაფიცვიდან დღემდე ბაღებში ხელფასი მხოლოდ ერთხელ გაიზარდა, რაც დღევანდელი ეკონომიკური პირობების ფონზე არც თუ ისე საკმარისია. შეიცვალა ისიც, რომ პედაგოგებს ახლა თბილი წყალი აქვთ, თუმცა  პრობლემა მაინც ბევრია და მათ შორის უმთავრესი - არასაკმარისი სივრცე და ბავშვების დიდი რაოდენობა ჯგუფებში. რაც შეეხება გაფიცვის მონაწილე სხვა ხელმძღვანელებსა და მასწავლებლებს, ჩვენ დავუკავშირდით რამდენიმე მათგანს, თუმცა თემაზე კომენტარის გაკეთება არც ერთმა არ ისურვა.

შორენა ლაღაძე
შორენა ლაღაძე

ყველა სიახლე

  • სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილიარდია და მზარდი ტენდენციით გამოირჩევა

    სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილია...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილს აქვს ეკონომიკური ვარდნა, ეკონომიკური რეცესია

    ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა