• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2018 წლის იანვარ-მარტში დანაშაულთა რაოდენობა 3 960-ით გაიზარდა

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2018 წლის იანვარ-მარტში დანაშაულთა რაოდენობა 3 960-ით გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის მარტის თვეში რეგისტრირებულ დანაშაულთა სტატისტიკა გამოაქვეყნა,

08/05/2018
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის მარტის თვეში რეგისტრირებულ დანაშაულთა სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელიც 2017 წლის მარტის თვის მონაცემებსაც მოიცავს, რაც ამ დრომდე საზოგადოებისთვის ცნობილი არ ყოფილა. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2018 წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა 1 925 ერთეულით გაიზარდა. ამასთან, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დანაშაულის გახსნის მაჩვენებლი 12.34 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული.

რაც შეეხება იანვარ-მარტის კუმულატიურ სტატისტიკას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ის ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია. შსს-სგან განსხვავებით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა პირველი კვარტლის დანაშაულის სტატისტიკა, ჩვეულებისამებრ, მიმდინარე წლის 5 მაისს გამოაქვეყნა. თუმცა, რა თქმა უნდა, ის ვერ ჩაანაცვლებს შსს-ს მიერ გამოსაქვეყნებელ სტატისტიკას, რადგან მხოლოდ რეგისტირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობისა და ძირითადი სახის დანაშაულების შესახებ მონაცემებს შეიცავს.

საქსტატის კვარტალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ირკვევა რომ 2018 წლის იანვარ-მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა 3 960 ერთეულით გაიზარდა. რაც შეეხება დანაშაულის გახსნის მაჩვენებელს, სამწუხაროდ, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ამ სახის ინფორმაციას არ იძლევა, შესაბამისად, სანამ შესაბამის მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გამოაქვეყნებს, 2017-2018 წლის იანვარ-მარტში რეგისტრირებულ დანაშაულთა გახსნის მაჩვენებლის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ იქნება.

 

გრაფიკი 1: 2013-2018 წლებში, პირველი კვარტლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულ დანაშაულათა საერთო რაოდენობა

image001

წყარო: საქსტატი

 

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2018 წლის პირველ სამ თვეში რეგისტრირებულ დანაშაულთა მაღალი ზრდა (იხ. 2018 წლის იანვრისა და თებერვლის თვეში დანაშაულის ზრდის შესახებ ფაქტ-მეტრის სტატიები), ლოგიკურად, იანვარ-მარტის კუმულატიურ სტატისტიკაშიც აისახა და შედეგად 2018 წლის პირველ კვარტალში არა მხოლოდ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უპრეცედენტოდ მაღალი ზრდა (3 960 ერთეული) დაფიქსირდა, არამედ 2013 წლიდან მოყოლებული, ყველაზე მაღალ ნიშნულს სწორედ წელს მიაღწია (14 000 დანაშაული).

 

ცხრილი 1: პირველი კვარტლის (იანვარი-მარტი) მონაცემები ძირითადი სახის დანაშაულების მიხედვით

  2013 2014 2015 2016 2017 2018
საერთო რაოდენობა 11 708 10 583 8 970 9 748 10 040 14 000
სიცოცხლის წინააღმდეგ 414 255 256 326 337 570
ჯანმრთელობის წინააღმდეგ 1 143 860 1 107 1 218 1 100 2 471
დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ 175 96 133 163 149 489
დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ 13 4 5 5 5 23
დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ 4 989 3 606 3 203 3 613 3 713 5 936
დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ 677 622 445 599 537 473
ნარკოტიკული დანაშაული 1 754 2 987 1 272 1 350 1 581 952
სატრანსპორტო დანაშაული 1 036 865 915 1 076 994 1 025
სამოხელეო დანაშაული 343 104 115 113 130 171
დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ 600 546 828 447 557 669

წყარო: საქსტატი

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, შსს-ს 2018 წლის იანვარ-მარტის სტატისტიკის არ არსებობის პირობებში, მხოლოდ საქსტატის კვარტალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით, შეუძლებელია იმის დადგენა თუ კონკრეტულად რომელი დანაშაული შემცირდა ან გაიზრდა. თუმცა, საერთო სურათის შესაქმნელად პირველ ცხრილში მოცემული ძირითადი სახის დანაშაულების შესახებ მონაცემები დაგვეხმარება. ამ მაჩვენებლების თანახმად, 2018 წლის  იანვარ-მარტში რეგისტრირებული ძირითადი სახის დანაშაულების უმრავლესობა (სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, ოჯახისა და არასრულწლოვნის, საკუთრების  წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები) მნიშვნელოვნად აღემატება არა მხოლოდ 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს, არამედ 2013 წლიდან მოყოლებული, ნებისმიერი წლის მონაცემს.

თითქმის ანალოგიური მდგომარეობაა მხოლოდ მარტში რეგისტრირებულ დანაშაულებთან მიმართებითაც. კერძოდ, 2018 წლის მარტში, როგორც რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობა (გრაფიკი 2), ისე ძირითადი სახის დანაშაულთა უმრავსლესობა წინა წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით საგრძნობლად არის გაზრდილი.

 

გრაფიკი 2: 2013-2018 წლებში, მარტის თვეში, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულ დანაშაულათა საერთო რაოდენობა

image002

 

რაც შეეხება რეგისტრირებულ დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით მისი დრამატული კლება მარტის თვეშიც შეინიშნება (როგორც ეს იანვრისა და თებერვლის თვის შემთხვევებში იყო). კერძოდ, მინდინარე წლის მარტში  2014-2017 წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით, ყველაზე დაბალი გახნის მაჩვენებელი დაფიქსირდა. მასზე დაბალი, მხოლოდ, 2013 წელს იყო (25.57%) და ისიც მხოლოდ  1.34 პროცენტული პუნქტით.

 

გრაფიკი 3: 2013-2018 წლებში, მარტის თვეში რეგისტრირებულ დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი

image004

 

აღსანიშნავია, რომ ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა იმ შესაძლო ეჭვებზე, რასაც ერთი მხრივ რეგისტრირებული დანაშულის მოულოდნელი და შესამჩნევი ზრდა, ხოლო მეორე მხრივ დანაშაულის გახნის მაჩვენებელის ასევე შესამჩნევი კლება იწვევს. კერძოდ, აღნიშნული ცვლილებები მას შემდეგ გახდა თავლშისაცემი, რაც შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, კრიმინილათან დაკავშირებით მეტი გამჭვირვალობის პოლიტიკა აირჩია და საზოგადოებას დანაშაულების შესახებ რეალური სურათის (თუნდაც არსასიამოვნო) მიწოდებას დაპირდა. შესაბამისად, მისი მინისტრობის დროს დაფიქსირებული მონაცემები კრიმინალური მდგომარეობის მართლაც მკვეთრად გაუარესების ან წინა წლებში დანაშაულის დაფარვის მანიშნებელი შეიძლება იყოს. არც ორივე ზემოხსნებული მიზეზის თანაარსებობაა გამორიცხული.

თამარ ქეცბაია
თამარ ქეცბაია

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა