• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რა ეტაპზეა და როდის დასრულდება ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა

რა ეტაპზეა და როდის დასრულდება ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა

„ქუთაისის პორტიდან ვიწრო არხი მიჰყავთ ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტამდე“, - ასე ხუმრობენ ქუთაისში

23/04/2018
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

„ქუთაისის პორტიდან ვიწრო არხი მიჰყავთ ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტამდე“, - ასე ხუმრობენ ქუთაისში ხელისუფლების ორი დაპირების შესახებ. მათგან პირველი - პორტის იდეა - პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, ომარ ნიშნიანიძეს ეკუთვნის. რაც შეეხება საუნივერსიტეტო ქალაქს, მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები რამდენიმე წელია მიმდინარეობს.

 

60 000 სტუდენტზე გათვლილი, მსოფლიოში მასშტაბით მე-5 საუნივერსიტეტო ქალაქი, 140 ჰექტარზე, ქუთაისთან ახლოს უნდა აშენდეს. პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გაიმართა.

 

ქუთაისისთვის საუნივერსიტეტო ქალაქის ფუნქციის მინიჭების იდეა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრის პროექტის შესახებ საკუთარი მოსაზრება მაშინდელმა ოპოზიციის ლიდერმა, ჯერ კიდევ 2012 წელს, გააჟღერა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად ქცევის დაპირება ამომრჩევლებს, მაჟორიტარმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემაც მისცა.

 

2012-დან 2016 წლამდე, ანუ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის შესახებ განცხადებები აღარ გაჟღერებულა. თემას, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დაუბრუნდა.

 

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის, თბილისის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრის საერთო ბიუჯეტი მილიარდი ევროა. ამ თანხის ნახევარი, ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობისა და აღჭურვისთვის უნდა დაიხარჯოს. თბილისის ტექნოლოგიური ინსტიტუტი და ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი ერთი პროექტია, რომელსაც ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. ტექნოლოგიური ინსტიტუტი, რომელიც თბილისში აშენდება, საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება და საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს დამოუკიდებლად განახოციელებს. ამას „ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს.

 

2017 წლის ივნისში, საქარველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ და მიუნხენის საერთაშორისო ტექნიკური უნივერსიტეტის მმართველმა დირექტორმა, დანიელ გოტშალდმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტის თანახმად, ქუთაისის უნივერსიტეტის  სასწავლო და კვლევითი პროგრამების შემუშავების და მართვის, სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში, TUM International-ის ხარისხის მართვის სტანდარტები იქნება გამოყენებული. გერმანელი სპეციალისტები ქართველ არქიტექტორებს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის დაგეგმარებაში დახმარებას დაპირდნენ. მოგვიანებით, თეიმურაზ მურღულია ჯერჯერობით არაშენებული საუნივერსიტეტო კომპლექსის რექტორად დაინიშნა.

 

2017 წლიდან დღემდე, ხელისუფლებისა და „ქართუ“ ჯგუფის წარმომადგენლები ქუთაისის ტექნოლოგიურ სასწავლებელში მშენებლობის დასრულებისა და სწავლის დაწყების თარიღად 2019 წელს ასახელებენ. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, 2017 წლის ნოემბერში, ქვაბულის გათხრის სამუშაოები დაიწყო. „ქართუ ჯგუფის“ პროექტების ხელმძღვანელი, ვახტანგ ცაგარელი, იმ დროისთვის აცხადებდა, რომ ქვაბული საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა და, შესაბამისად, სამუშაოებსაც დიდი დრო დასჭირდებოდა.

 

ვახტანგ ცაგარელი და განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, მედიასთან საუბრისას, ახალ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაწყების თარიღად 2019 წლის სექტემბერს ასახელებენ. 2018 წლის მარტში, მინისტრი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს  შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს და უნივერსიტეტის 2019 წლის აკადემიური პროგრამები შეათანხმეს.

 

ქუთაისში, პროექტის მომავალს ეჭვის თვალით უყურებენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები.

 

„ევროპა ჩვენი სახლიას“ ერთ-ერთი წევრის, თორნიკე ბარათაშვილის განცხადებით, დაპირებას პირველივე წელს პოლიტიკური სარჩული გააჩნდა. ბარათაშვილმა აღნიშნა, რომ მისი ვარაუდით, მშენებლობა მომდევნო არჩევნებამდე გაიწელება, რათა პოლიტიკოსებმა იოლად შეძლონ თემით სპეკულირება.

 

საუნივერსიტეტო ქალაქის იდეისადმი „გირჩის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თემურ ცამციშვილიც სკეპტიკურადაა განწყობილი. ფაქტ-მეტრთან საუბარში მან აღნიშნა, რომ ქუთაისის საგანმანათლებლო ცენტრად ქცევის იდეით, ხელისუფლება ცდილობს  საპარლამენტო ქალაქის კონცეფციის მოკვლას. ცამციშვილის განცხადებით, პროექტი, მეტ-ნაკლებად, რეალურია. უნივერსიტეტის მშენებლობა შესაძლოა მალე დასრულდეს, თუმცა საეჭვოა ის ფაქტი, თუ რამდენად მოემსახურება 2019 წლისთის შენობა 60 000 სტუდენტს.

 

2018 წლის 17 მარტით თარიღდება კადრები, რომლებიც მშენებლობის ადგილზეა გადაღებული. დრონით გადაღებულ ვიდეოს ქუთაისელი ფოტოგრაფი, არჩილ გეგენავა, მობილურით გადაღებულ  კადრებს კი მოქალაქე ლევან ლექვინაძე ავრცელებს. მიმდინარე წლის 17 აპრილს, საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობისათვის განკუთვნილი ადგილიდან, კადრები ადგილობრივმა საინფორმაციო სააგენტო „ქუთაისი პოსტმაც“ გაავრცელა. სამივე ვიდეოში  ჩანს, რომ ტერიტორიაზე მობილიზებულია სამშენებლო ტექნიკა, დგას სადარაჯო ჯიხური, მოსწორებული და დამუშავებულია მიწის პატარა მონაკვეთი. დანარჩენ ტერიტორიაზე მხოლოდ ჭაობი და საძოვრებია.

 

ფაქტ-მეტრი „ქართუ ჯგუფის“ პროექტების ხელმძღვანელს, ვახტანგ ცაგარელს დაუკავშირდა. რესპონდენტმა, ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ სამშენებლო ქვაბულის მოწყობა მიმდინარე თვეში დასრულდება. მიწისზედა კონსტრუქციის სამუშაოები აქტიურ ფაზაში 2018 წლის მაისში შევა. აღებულია ნებართვა მუნიციპალიტეტიდან, ძალიან მალე კი გერმანელი პარტნიორებისგან შენობის არქიტექტურულ პროექტს ელოდებიან. ცაგარელის თქმით, სამშენებლო სამუშაოები მალე დასრულდება და, დაპირებისამებრ, 2019 წლიდან  სწავლა დაიწყება. მომავალი წლისთვის უნივერსიტეტი სტუდენტთა პირველ ნაკადს მიიღებს.

 

პროექტების ხელმძღვანელის თქმით, ქუთაისის მერიას ადგილზე განაშენიანების რეგულირების გეგმასა და მიწისზედა სამუშაოების წარმოებაზე ნებართვა გაცემული აქვს. ცაგარელმა აღნიშნა, რომ პროექტის შემუშავებას, მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, დიდი დრო დასჭირდა. საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, ასევე, ადგილზე ქვაბულისათვის განკუთვნილ სამუშაოებს. სწორედ ამ ფაქტორებმა გამოიწვია მშენებლობის დაწყების გაჭიანურება. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით მსგავსი განცხადება ვახტანგ ცაგარელმა 2017 წლის ივლისშიც გააკეთა. მაშინ, მან აღნიშნა, რომ კამპუსების მშენებლობა ერთ თვეში დაიწყებოდა.

 

ფაქტ-მეტრი თვალს მიადევნებს ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას და ამ თემას მომავალშიც დაუბრუნდება.

შორენა ლაღაძე
შორენა ლაღაძე

ყველა სიახლე

  • სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილიარდია და მზარდი ტენდენციით გამოირჩევა

    სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილია...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილს აქვს ეკონომიკური ვარდნა, ეკონომიკური რეცესია

    ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა