• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დაეკისრება თუ არა თბილისის მერიას „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტისთვის კომპენსაციის გადახდა

დაეკისრება თუ არა თბილისის მერიას „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტისთვის კომპენსაციის გადახდა

თბილისის მერია მიმდინარე წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს.

26/03/2018
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

თბილისის მერია მიმდინარე წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს. პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

 

„ჩვენი მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს, რაც მოქალაქეების უფლებების შელახვისა და პარკირების მართვის სფეროში სისიტემური პრობლემების შექმნის მიზეზად იქცა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, „სითი პარკთან“ გაფორმებული გადაწყვეტილება შევწყვიტოთ“, - განაცხადა ქალაქის მერმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.

 

შპს „სითი პარკის“ მიმართ პრეტენზია მასთან ხელშეკრულების გაფორმების დღიდან არსებობდა. ჯერ კიდევ დავით ნარმანიას მთავრობას მთელი ოპოზიციური სპექტრი მოუწოდებდა, რომ შპს „სითი პარკთან“ ხელშეკრულება გაეუქმებინა, თუნდაც კომპენსაციის გადახდის ფასად (კომპენსაციის სავარაუდო რაოდენობად 25 მილიონი ლარი სახელდებოდა). ასევე, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ თითქმის ყველა მერობის კანდიდატის ერთ-ერთი დაპირება შპს „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტა იყო.

 

„სითი პარკის“ გაშვების მცდელობა  დავით ნარმანიას მთავრობასაც ჰქონდა. თბილისის მერიამ ხელშეკრულების შესასწავლად აუდიტორული კომპანია EY დაიქირავა (რაშიც 47 000 ლარი გადაიხადა). აუდიტორული  დასკვნის მიხედვით, „ სითი პარკის“ უაპელაციოდ გაშვება გარკვეულ რისკებს შეიცავდა და ეს რისკი საკომპენსაციო თანხის შესაძლო გადახდა იყო, რომლის სავარაუდო რაოდენობა იმდროისთვის 25 მილიონ ლარს შეადგენდა.

 

„სითი პარკის“ ოპერირება დედაქალაქში 2007 წლიდან დაიწყო. 2007 წელს თბილისის მერიამ დედაქალაქში პარკირების ორგანიზებისთვის აუქციონი გამოაცხადა. აუქციონში შპს „ამაგონის“ და შპს „შოჰარ პარკინგ სერვისის“ კონსორციუმმა გაიმარჯვა. გამარჯვებულმა კომპანიებმა შპს „სითი პარკი“ დააფუძნეს.

 

თბილისის მერიასა და შპს „სითი პარკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, “სითი პარკს“ თბილისში ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების ექსკლუზიური მართვის უფლება გადაეცა (მუხლი 1.1). თბილისის მერიასა და „სითი პარკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების დეტალებზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა.

 

ხელშეკრულების მიხედვით, თუ თბილისის მერია „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას საკუთარი სურვილით შეწყვეტდა („სითი პარკის“ მხრიდან ვალდებულების დარღვევის გარეშე), ის ვალდებული იქნებოდა კომპანიისთვის კომპენსაცია გადაეხადა (მუხლი 12.2). თუ ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდებოდა ხელშეკრულების დადებიდან 4 წლის განმავლობაში, შპს „სითი პარკისთვის“ გადასახდელი კომპენსაცია შემდეგი ფორმულით დაანგარიშდებოდა: 500 000 ლარი გამრავლებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე დარჩენილი თვეების რაოდენობაზე.

 

ხოლო, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდებოდა ხელშეკრულების ამოქმედებიდან 4 წლის შემდეგ, ქალაქ თბილისის მერია ვალდებული იქნებოდა შპს „სითი პარკისთვის“კომპენსაცია შემდეგი რაოდენობით გადაეხადა: გასული 12 თვის განმავლობაში შპს „სითი პარკის“ მომსახურებიდან მიღებული საშუალო თვიური შემოსავალი გაყოფილი ორზე და გამრავლებული ხელშეკრულების ვადის შეწყვეტიდან ხელშეკრულების ვადის ბოლომდე დარჩენილი თვეების რაოდენობაზე.

 

„სითი პარკის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში (მუხლი 13.3) კი, თბილისის მერია ვალდებულია წერილობით გააფრთხილოს კომპანია და მიუთითოს დარღვევის ხასიათი და მისცეს დარღვევის გამოსწორების 60 დღიანი ვადა. საჭიროების შემთხვევაში, მერია უფლებამოსილია  ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოც მიიღოს.

 

„სითი პარკის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების განმეორებით შეუსრულებლობა, განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივი მოშლის საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში „სითი პარკს“ არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ აუნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების განმეორებით შეუსრულებლობა არის ის შემთხვევა, როდესაც გამოსწორების დადგენილ ვადაში (60 დღეში) არ შესრულდა ის ვალდებულება, რომელზეც თბილისის მერიამ ერთხელ უკვე მიუთითა „სითი პარკს“.

 

ხელშეკრულების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ სახეზე იქნება ხელშეკრულების დარღვევა „სითი პარკის“ მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო, თბილისის მერია უფლებამოსილი იქნება შესაბამისი კანონმდებლობით მოითხოვოს კომპენსაციის მიღება მიყენებული ზარალის გამო.

 

ასევე საინტერესოა შპს „სითი პარკის“ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებანი. ხელშეკრულების ცვლილებამდე, შპს „სითი პარკს“ ევალებოდა პარკირებისთვის ინფრასტრუქტურის მომზადება (დახაზვითი სამუშაოები გზებსა და ტროტუარებზე, საგზაო ნიშნების მონტაჟი), საზოგადოების ინფორმირება, ავტომატური საზომი მოწყობილობების მონტაჟი, პარკირების ფიჭური სისტემის გავრცელება, ქოლ-ცენტრის მუშაობა, საფასურის ასაკრეფი ინფრასტრუქტურის მონტაჟი და ა.შ. ხელშეკრულების ცვლილების შედეგად, შპს „სითი პარკს“ თითქმის ყველა ვალდებულება მოეხსნა, პარკირების ინფრასტრუქტურის მოწყობის (პერიოდულად საავტომობილო ნიშნების და დახაზული ნაწილის განახლების) და ქოლ-ცენტრის ფუნქციონირების გარდა.

 

თბილისის მერიამ „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად კომპანიის მხრიდან მასზე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა.

 

თავის მხრივ, „სითი პარკის“ გენერალური მენეჯერი ბენიამინ ლაჰავი აცხადებს, რომ კომპანია არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მსხვერპლი და ამის დადასტურებაა კონტრაქტის ყოვლად უსაფუძვლო შეწყვეტა. მისივე განცხადებით, უკვე დაიწყო სამართლებრივი პროცესი და მას იმედი აქვს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფარგლებში კომპანიის სიმართლე დამტკიცდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

 

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე კი დარწმუნებულია, რომ მერიას პირგასამტეხლო არ დაეკისრება, რადგან მერია მოქმედებდა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

 

„კომპანიამ არ შეასერულა მასზე დაკისრებული ერთადერთი ვალდებულება, ეს არის საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა (დახაზვა, საპარკინგე ნიშნების დაყენება, შშმ პირებისთვის საპარკინგე ადგილების მოწყობა), რასაც ჰქონდა სისტემატიური ხასიათი. დაახლოებით 30% საპარკინგე სივრცეების არის მოუწესრიგებელი“, - განაცხადა ვიცე-მერმა.

 

შპს „სითი პარკმა“ მერიას განცხადებით მიმართა, რომლის მიხედვითაც სასამართლო დავების დასრულებამდე ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს.

 

თბილისის მერი კახი კალაძე გამოეხმაურა კომპანიის ადვოკატების განცხადებას. „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის თარიღის გადადება არ განიხილება. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

ასევე მნიშვნელოვანია, რომ „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის მიუხედავად, მოქალაქეებს უკვე დაკისრებული ჯარიმების გადახდა მოუწევთ. ასევე, პარკირების წესის დარღვევის შემთხვევაში, დაჯარიმება და ევაკუაციის პროცესი გაგრძელდება. აღსანიშნავია ისიც, რომ  ჯარიმის რაოდენობის შემცირება არ მოხდება. ამდენად, პარკირების წესის დარღვევისთვის მოქალაქეები კვლავ დაჯარიმდებიან და იგივე რაოდენობით ჯარიმას გადაიხდიან, რასაც იხდიდნენ შპს „სითი პარკის“ ოპერირების დროს. ოღონდ ამჯერად (2018 წლის 10 აპრილიდან), ამ პროცესს უკვე თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. თუ როგორი იქნება დედაქალაქის პარკირების ახალი სისტემა, თბილისის მერია ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.

 

ფაქტ-მეტრი მოვლენების განვითარებას თვალს მიადევნებს და მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მიაწვდის.

ვერიკო სუხიაშვილი
ვერიკო სუხიაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • 2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-დან 2217 ლარამდე გაიზარდა

    2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა