ჯერ კიდევ 2008 წელს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ახალი პროექტის - „ბათუმი ბარაკების გარეშე“ განხორციელება გადაწყდა. 2010 წელს საკურორტო ქალაქში არც ერთი ბარაკი არ უნდა ყოფილიყო. იმ დროს ხელისუფლებამ ბარაკებში მცხოვრებ ოჯახებთან მემორანდუმები გააფორმა და აღნიშნული პროექტის ფარგლებში მხოლოდ რამდენიმე ბინა გასცა.
ახალმა ხელისუფლებამ 2014 წელს წინამორბედის იდეაგაიმეორადა „ბათუმი ბარაკების გარეშე“ კვლავ გაააქტიურა. პროექტი საზოგადოებას მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ასევე ყოფილმა მინისტრმა დავით ბალაძემ წარუდგინეს. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის # 393დადგენილებისთანახმად, ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა და მონაწილე მხარეები დამტკიცდა: აჭარის ა/რ მთავრობა (კისრულობს ვალდებულებას, რომ საფინანსო ორგანიზაციების მოვალეების მიერ, მათზე ამ პროგრამის მიზნობრიობით გაცემული საკრედიტო ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და აჭარის ა/რ მთავრობის მიერ საფინანსო ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საფინანსო ორგანიზაციებიდან პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეიძენს მათ მოთხოვნებსა და მათი უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებულ უძრავ ნივთს ან მასთან დაკავშირებულ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს); ბათუმის მერია (უზრუნველყოფს პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელებას); საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც დააფინანსებენ შესაბამის პროექტებს და იკისრებენ პროექტის დასრულების ვალდებულებას; იურიდიული პირები (დეველოპერული კომპანიები), რომლებიც ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის მესაკუთრეებისგან გამოისყიდიან ქონებას, მიაღწევენ შეთანხმებას საფინანსო ორგანიზაციებთან პროექტის დაფინანსების თაობაზე და პროგრამის შესაბამისად, გააფორმებენ ხელშეკრულებას აჭარის ა/რ მთავრობასთან. მოთხოვნების შესასყიდ ღირებულებად აჭარის მთავრობამ 20 მლნ დოლარის ეკვივალენტური ლარი განსაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ პროექტი კვლავ შეჩერდა, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენი სურვილია, მკითხველის ყურადღება ერთ მნიშვნელოვან ფაქტზე გავამახვილოთ - ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას 2018 წლამდე ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ბარაკული ტიპის დასახლებების სრული სია არ ჰქონდა. ფაქტ-მეტრმა აღნიშნული ინფორმაცია 2017 წლის 22 დეკემბერს გამოითხოვა. 2018 წლის 18 იანვარს, თითქმის ერთი თვის შემდეგ, მერიიდან მიღებულპასუხშიწერია, რომ ადმინისტრაციული ერთეულების მიერ ბარაკული ტიპის დასახლებების სიები ამ დრომდე არ მოიპოვებოდა და ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიდნენ. ფაქტია, რომ მერიამ საჯარო ინფორმაციის შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი მუხლი დაარღვია. თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არ არის.
მთავარი ისაა, რომ პროექტმა „ბათუმი ბარაკების გარეშე“ 2008 წლიდან 2018 წლამდე ისე იარსება, ქალაქის მერიას ბარაკული სახლების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ გააჩნდა. მართალია, პასუხს დიდხანს ველოდით (სრული ინფორმაცია მერიამ მიმდინარე წლის 25 იანვარს მოგვაწოდა), მაგრამ ჩვენი წყალობით ბათუმის ხელისუფლებასა და ყველა დაინტერესებულ პირს ეცოდინება, რომ ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში სულ 161 ბარაკული სახლია.
ცხრილი 1: ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული ბარაკული ტიპის სახლებისა და მათში მცხოვრები ოჯახების რაოდენობა
ადმინისტრაციული ერთეული | სახლების რაოდენობა | ოჯახების რაოდენობა | მაცხოვრებლების რაოდენობა |
ძველი ბათუმის | 9 | 83 | 176 |
რუსთაველის | 16 | 123 | 386 |
ბაგრატიონის | 25 | 426 | 1 334 |
აღმაშენებლის | 15 | 18 | 62 |
ჯავახიშვილის | 5 | 71 | 347 |
თამარის დასახლების | 8 | 102 | 425 |
ხიმშიაშვილის | 8 | 201 | 698 |
ბონი-გოროდოკის | 10 | 314 | 1 055 |
აეროპორტის | 5 | 9 | 29 |
კახაბრის | 23 | 34 | 121 |
სამრეწველოს | 25 | 209 | 884 |
მწვანე კონცხის | 12 | 64 | 187 |
წყარო:ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში სულ 162 ბარაკული ტიპის სახლია, რომლებშიც 1 654 ოჯახი და 5 704 ადამიანი ცხოვრობს. როგორც მერიიდან გვაცნობეს, 2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ამ არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის თანამედროვე სახლებით ჩანაცვლებისთვის თანხა განსაზღვრული არ არის.