• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ბრიუსელში ქრისტიანობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი პროტესტის შესახებ არის ფაქტებით მანიპულირება

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ბრიუსელში ქრისტიანობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი პროტესტის შესახებ არის ფაქტებით მანიპულირება

ვერდიქტი: სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ბრიუსელში ქრისტიანობის წინააღმდეგ გამართული

02/12/2017
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print
ვერდიქტი: სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ბრიუსელში ქრისტიანობის წინააღმდეგ გამართული ძალადობრივი პროტესტის შესახებ, არის ფაქტებით მანიპულირება.

რეზიუმე: სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია: „500-მდე მუსლიმი მიგრანტი შეუერთდა ძალადობრივ პროტესტს ქრისტიანობის წინააღმდეგ ბრიუსელში. ისინი ძარცვავდნენ და ანადგურებდნენ ბრიუსელში გამოფენილ ყველა საშობაო გამოსახულებას, მაღაზიებს და ვიტრინებს. რატომ მოხდა ეს? მაროკომ კვალიფიკაცია მიიღო ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის თასზე და აი ასე აჩვენებენ თავიანთ ნაციონალურ სიამაყეს ქრისტიანული გამოსახულებების განადგურებით“, - არის ფაქტებით მანიპულირება. ფეხბურთში მაროკოს ეროვნული ნაკრების წარმატების აღსანიშნავად ბრიუსელის ქუჩებში 1 500-მდე ადამიანი გამოვიდა. დაახლოებით 300-მა მათგანმა კი, საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია, რამაც მასობრივი არეულობა გამოიწვია. არც ბელგიის პოლიციას და არც საერთაშორისო მედია-ორგანიზაციებს არ გაუვრცელებიათ ინფორმაცია, რომ მომხდარი ქრისტიანობის წინააღმდეგ მიმართულ კონტექსტს ატარებდა. კონკრეტულად ქრისტიანული გამოსახულებების განადგურების ფაქტები არც ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში შეინიშნება. „ქართული მარშის“ ფეისბუკ გვერდზე, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს, წყაროდ The Gateway Pundit, Investment Watch Blog და Daily Crusader სახელდებიან. აღნიშნული სააგენტოები ცნობილნი არიან, როგორც პროპაგანდის, შეთქმულების თეორიებისა და ყალბი ამბების გამავრცელებელი მედიასაშუალებები.

ანალიზი: 27 ნოემბერს სოციალური ქსელ „ფეისბუკის“ მომხმარებელმა ბექა ვარდოსანიძემ გაავრცელა 11 ნოემბერს ქ. ბრიუსელში მომხდარი მასობრივი არეულობის კადრები წარწერით: „500-მდე მუსლიმი მიგრანტი შეუერთდა ძალადობრივ პროტესტს ქრისტიანობის წინააღმდეგ ბრიუსელში. ისინი ძარცვავდნენ და ანადგურებდნენ ბრიუსელში გამოფენილ ყველა საშობაო გამოსახულებას, მაღაზიებს და წვავდნენ მანქანებს. რატომ მოხდა ეს? მოროკომ კვალიფიკაცია მიიღო ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის თასზე და აი ასე აჩვენებენ თავიან ნაციონალურ სიამაყეს ქრისტიანული გამოსახულებების განადგურებით“. აღნიშნული ინფორმაცია მოგვიანებით „ქართული მარშის“ გვერდმაც გააზიარა. მაროკოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო ოცი წლის მანძილზე პირველად შეძლო მოეპოვებინა მოსფლიო ჩემპიონატის საგზური, რის აღსანიშნავადაც ბრიუსელში მცხოვრები 1 500-მდე ადამიანი ქალაქის ქუჩებში გამოვიდა. მსვლელობა მოეწყო ერთ-ერთ მთავარ მოედანზე, სადაც საშობაო ბაზრობის კონსტრუქციის მშენებლობა მიმდინარეობს. პოლიციის განცხადების თანახმად, დაახლოებით 300-მა მათგანმა დაარღვია საზოგადოებრივი წესირიგი (ქვების სროლითა და მინების ჩამსხვრევის გზით) და არა 500-მა, როგორც ზემოაღნიშნულ პოსტშია მითითებული. ბელგიის პოლიციამ ვითარების განმუხტვა ორ საათში შეძლო. გარდა ამისა, არც თავად ბელგიის შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც გავლენიანი საერთაშორისო მედიასააგენტოები არ იტყობინებიან, რომ მომხდარ არეულობას რაიმე საერთო ჰქონდა „ქრისტიანობის წინააღმდეგ ძალადობრივ პროტესტთან“. კონკრეტულად ქრისტიანული გამოსახულებების განადგურების ფაქტები არც ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში შეინიშნება. „ქართული მარშის“ ფეისბუკ გვერდზე, გავრცელებული ინფორმაციის წყაროდ The Gateway Pundit, Investment Watch Blog და Daily Crusader სახელდებიან. მნიშნველოვანია, რომ აღნიშნული სააგენტოები Media Bias/Fact Check-ის მიერ (ბმული 1; ბმული 2) ხასიათდებიან, როგორც პროპაგანდის, შეთქმულების თეორიებისა და ყალბი ამბების გამავრცელებელი ულტრა-მემარჯვენე მედიასაშუალებები. მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელში მომხდარი მასობრივი არეულობა დასაგმობია, აუცილებელია აღინიშნოს, რომ მომხდარს არაფერი ჰქონია საერთო „ქრისტიანობის წინააღმდეგ გამართულ ძალადობრივ პროტესტთან“. ბრიუსელი არ არის ერთადერთი ქალაქი, რომელიც ფეხბურთის მოყვარული ხულიგნების მიერ მოწყობილი მასობრივი არეულობის ცენტრი გამხდარა. მაგალითად, 2009 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგების აღსანიშნავად საფეხბურთო კლუბ ბარსელონას ათასობით გულშემატკივარი ქალაქის ქუჩებში გამოვიდა. რამდენიმე ათეულმა მათგანმა დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი (ბარიკადების გათელვით, პოლიციისათვის ბოთლებისა და ქვების სროლით). პოლიცია იძულებული იყო, რომ ვითარების განსამუხტად ხულიგნების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოეყენებინა. მსგავსი შემთხვევები მრავლად ხდება ბრაზილიაში, ინგლისში, საფრანგეთში და ა.შ. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს ფაქტებით მანიპულირებას და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.
თეგები:
გზების მოწყობა
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი
საშტატო ერთეულები
თბილისის ავტოპარკი
მერიის სამსახურები
რეორგანიზაცია ბათუმის მერიაში
მარიამ ქვათაძე
მარიამ ქვათაძე

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა