„[აჭარაში] დაგეგმილია 14 ახალი სკოლის მშენებლობა, 23 სკოლის რეაბილიტაცია და 27 პროექტის შეძენა, რომლებიც შემდეგ წლებში განხორციელდება“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
განათლების სამინისტროდან მიღებული ინფორმაციითირკვევა, რომ სკოლების მშენებლობის ვადა, ტენდერის პროცედურების დასრულების შემდგომ, ორწლიანი პერიოდით, ხოლო რეაბილიტაციისთვის 120 კალენდარული დღით განისაზღვრა. რაც შეეხება მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული თანხის მოცულობას, პარამეტრები ასე გამოიყურება:
ცხრილი 1:აჭარის ა/რ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი თანხები
სკოლა | მშენებლობის ღირებულება, ლარი | ვადა |
განახლების საჯარო სკოლა (ხულო) | 400 000 | 2017-2019 |
ტუნაძეების საჯარო სკოლა (ხულო) | 400 000 | 2017-2018 |
ბეღლეთის საჯარო სკოლა (ხულო) | 230 000 | 2018 2019 |
მაწყვალთის საჯარო სკოლა (შუახევი) | 300 000 | 2017-2018 |
დაბა შუახევის საჯარო სკოლა | 250 000 | 2018-2019 |
დაბა ქედის საჯარო სკოლა | 150 000 | 2018-2019 |
სარფის საჯარო სკოლა (ხელვაჩაური) | 1 300 000 | 2017-2018 |
ზედა ახალშენის საჯარო სკოლა (ხელვაჩაური) | 150 000 | 2017-2018 |
ქედქედის საჯარო სკოლა (ხელვაჩაური) | 100 000 | 2018-2019 |
ფერიის საჯარო სკოლა (ხელვაჩაური) | 150 000 | 2018-2019 |
მახოს საჯარო სკოლა | 100 000 | 2018-2019 |
სკურას საჯარო სკოლა (ქობულეთი) | 200 000 | 2018-2019 |
ბათუმის 23-ე საჯარო სკოლა | 500 000 | 2017-2019 |
ბათუმის მე-6 საჯარო სკოლა | 350 000 | 2018-2019 |
ჯამი | 4 580 000 | |
სკოლა | რეაბილიტაციის ღირებულება, ლარი | ვადა |
დიოკნისის საჯარო სკოლა (ხულო) | 250 000 | 2018 |
ირემაძეების საჯარო სკოლა (ხულო) | 50 000 | 2018 |
დაბა ხულოს საჯარო სკოლა | 800 000 | 2018 |
წონიარისის საჯარო სკოლა (ქედა) | 50 000 | 2018 |
ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლა (ქედა) | 100 000 | 2018 |
1-ლი საჯარო სკოლა (ხელვაჩაური) | 80 000 | 2018 |
ჩხუტუნეთის საჯარო სკოლა (ხელვაჩაური) | 100 000 | 2018 |
ქვედა მახოს საჯარო სკოლა (ხელვაჩაური) | 50 000 | 2018 |
ზემო წინსვლის საჯარო სკოლა (ხელვაჩაური) | 50 000 | 2018 |
წინსვლის საჯარო სკოლა (ხელვაჩაური) | 50 000 | 2018 |
ყოროლისთავის საჯარო სკოლა (ხელვაჩაური) | 50 000 | 2018 |
ჩაქვის 1-ლი საჯარო სკოლა (ქობულეთი) | 70 000 | 2018 |
წყავროკის საჯარო სკოლა (ქობულეთი) | 50 000 | 2018 |
ჩაისუბნის მე-2 საჯარო სკოლა (ქობულეთი) | 250 000 | 2018 |
ბობოყვათის საჯარო სკოლა (ქობულეთი) | 150 000 | 2018 |
გვარას საჯარო სკოლა (ქობულეთი) | 150 000 | 2018 |
აჭყვისთავის საჯარო სკოლა (ქობულეთი) | 100 000 | 2018 |
გორგაძეების საჯარო სკოლა (ქობულეთი) | 100 000 | 2018 |
ხალას საჯარო სკოლა (ქობულეთი) | 100 000 | 2018 |
ქობულეთის მე-5 საჯარო სკოლა | 100 000 | 2018 |
ქობულეთის მე-6 საჯარო სკოლა | 50 000 | 2018 |
ბათუმის მე-20 საჯარო სკოლა | 300 000 | 2018 |
ბათუმის 26-ე საჯარო სკოლა | 50 000 | 2018 |
ჯამი | 3 100 000 |
სულ, სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება 37 ობიექტზე, რისთვისაც მთლიანობაში 7 680 000 ლარის დახარჯვა იგეგმება.
გარდა ამისა, აჭარის ა/რ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში განსაზღვრულია თანხა ხულოს მუნიციპალიტეტის სამი, შუახევის მუნიციპალიტეტის ერთი, ქედის მუნიციპალიტეტის ორი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ექვსი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ათი და ბათუმის მუნიციპალიტეტის ხუთი სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისთვის. ჯამში ოცდაშვიდი სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ღირებულება 178 560 ლარით განისაზღვრა. აღნიშნული ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისთვის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული მთლიანი თანხის რაოდენობა 7 858 560 ლარს შეადგენს.
დასკვნა
კვლევამ აჩვენა, რომ აჭარის ა/რ 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში 7 858 560 ლარი სკოლების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისთვის გამოიყო. ამ თანხიდან 4 580 000 ლარი თოთხმეტი ახალი სკოლის მშენებლობას უნდა მოხმარდეს, ხოლო 3 100 000 ლარი - ოცდასამი სკოლის რეაბილიტაციას. დანარჩენი თანხა კი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე უნდა დაიხარჯოს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ინგა შამილიშვილის განცხადება არის სიმართლე.