• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დაუსრულებელი რეაბილიტაცია - თელავში ერეკლე მეორის მუზეუმი 5 წელია დაკეტილია

დაუსრულებელი რეაბილიტაცია - თელავში ერეკლე მეორის მუზეუმი 5 წელია დაკეტილია

07/11/2017
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
კახეთის და თელავის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, მეფე ერეკლე მეორის მუზეუმი მეხუთე წელია დაკეტილია. 2012 წლიდან დღემდე ხელისუფლება მუზეუმის გახსნის დაპირებას იძლევა, თუმცა სარეკონსტრუქციო სამუშოები სხვადასხვა მიზეზით, რამდენჯერმე შეჩერდა. ამ დროის განმავლობაში ტურისტები მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გარე ფასადს ათვალიერებენ. „მოხიბლული ვარ ამ ქალაქით და მისი მდიდარი ისტორიით, მაგრამ გიდმა გვითხრა, რომ ჩვენ მხლოდ გარედან შეგვიძლია კედლების დათვალიერება. სამწუხაროა, რომ არ შეგვიძლია ვნახოთ, როგორია კულტურული ძეგლი შიგნით“, - უთხრა ფაქტ-მეტრს ბეტა ლავეცკამ, რომელიც თელავის დასათვალიერებლად გერმანიიდან, მეგობრებთან ერთად ჩამოვიდა. თელავში ბატონის სასახლე მე-17 საუკუნის 70-იან წლებში დაფუძნდა და 1801 წლამდე სამეფო რეზიდენციის დანიშნულებით ფუნქციონირებდა. ბატონის ციხე ერეკლე მეორის სასახლე-მემორიალს, ისტორიულ მუზეუმს, გალერეას, კარის ეკლესიას, ციხის გალავანს, აბანოს და სასახლის ტერიტორიაზე გაყვანილ გვირაბს აერთიანებს. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ქალაქ თელავში ბატონის ციხის ქვეპროექტის განხორციელება რეგიონალური განვითარების პროექტის (RDP) ფარგლებში 2012 წელს დაიწყო. იმავე წლის ბოლოს პროექტი შეჩერდა და სამუშაოები „ბატონის ციხის“ კომპლექსის როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კონსერვაციის სამოქმედო გეგმის შემუშავებამდე დაკონსერვდა. „ბატონის ციხის“ კომპლექსის კონსერვაციის სამოქმედო გეგმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით 2013 წელს შეიმუშავა. აღნიშნული გეგმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა  (ი.ხ. ბრძანება - #05/78, 11 თებერვალი, 2014)  დაამტკიცა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,  "ბატონის ციხის" სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წლის გაზაფხულიდან უნდა დაწყებულიყო. მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა ერეკლე მეორის სასახლისა და მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვა 2015 წლის 5 მაისს გამართეს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეკონსტრუქცია 2015 წლის ზაფხულში დაიწყო და მისი დასრულება 2016 წლის გაზაფხულისთვის იგეგმებოდა. თუმცა, 2016 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ ერეკლე მეორის სასახლის რეაბილიტაციის დასრულების ვადამ სექტემბრამდე გადაიწია. 25 მარტს, თელავის მერმა, პლატონ კალმახელიძემ პირობა დადო, რომ 2016 წლის 7 ნოემბერს, ერეკლე მეორის დაბადების დღეს, „ერეკლეობა“, იგივე თელავქალაქობა რეაბილიტირებულ კომპლექსში აღინიშნებოდა. 2016 წლის 29 ოქტომბერს, განახლებული ბატონის ციხე საქართველოს რეგიონული განივთარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა გახსნა. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ერეკლე მეორის მუზეუმის შენობის სარეაბილიტაცო სამუშაოები 2017 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ერეკლე მეორის მუზეუმი, რომლის მიზანიც კახეთის რეგიონში ტურიზმის ხელშეწყობაა, ტურისტებისთვის დღემდე დაკეტილია. მუზეუმის დირექტორის, გურამ ურჩუხიშვილის განმარტებით, სამუშაოები, რომელიც შენობაში მიმდინარეობს დამთვალიერებლის მიღების საშუალებას არ იძლევა. „ჩვენ, ამ წლების განმავლობაში მატერიალურად და მორალურად ვზარალდებით. ხალხი მოდის და უკან ვაბრუნებთ. ჩემი ინფორმაციით, ობიექტის რეაბილიტაცია წლის ბოლოს უნდა დამთავრდეს და ალბათ ჩაბარებაც ამ პერიოდში მოხდება. ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ“, - აღნიშნა გურამ ურჩუხიშვილმა. როგორც ფაქტ-მეტრს მუნიციპალური განვითარების ფონდის მშენებლობის ზედამხედველობის უფროსმა, ლევან სუხიტაშვილმა განუცხადა, სამუშაოს დასრულების ვადის გადაწევა იმ სირთულეებს უკავშირდებოდა, რომელიც რეაბილიტაციის პროცესში გამოვლინდა. „პროექტის გახანგრძლივების მიზეზი კონდიცირება-გაგრილება-ვენტილაციის ხელახალმა დაპროექტებამ გამოიწვია. თავდაპირველი პროექტი ვერ აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებს, რაც არის ზოგადად მუზეუმებისთვის. ამიტომ საჭირო გახდა ხელახალი პროექტირება გაგვეკეთებინა და მოგვერგო საერთაშორისო სტანდარტებთან. ძეგლის მნიშვნელობიდან გამომდინარე ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით კეთდება და ეს პროცესი დროში ცოტა იწელება“, - აღნიშნა ლევან სუხიტაშვილმა. მისივე თქმით, ერეკლე მეორის მუზეუმის რეაბილიტაციის დასრულების ზუსტი თარიღი უცნობია.
თეგები:
საჯარო სექტორი
ალტ-ინტერვიუ
სკოლები
ურსულა ფონ დერ ლაიენი
ნიკოლოზ ანთიძე
ვაკის გამგეობა
კერძო სექტორი
დასაქმებულთა სტატისტიკა
გიორგი სილაგაძე
დასაქმების სექტორი
ეგანტე შამუგია
თამარ მოდებაძე
თამარ მოდებაძე

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა